18-წლამდელები

17:44 | 11.07.2016 | ნანახია 6799 - ჯერ

18-წლამდელები იაპონიასთან, აშშ-სთან და კანადასთან ითამაშებენ

მას შემდეგ, რაც ინგლისმა, უელსმა, ირლანდიამ, შოტლანდიამ და იტალიამ გაუგონარი მიზეზით - ჩვენი ახალგაზრდები ქართველებთან მარცხით ფსიქოლოგიურ ტრავმას იღებენო, ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღეს, დადგა აუცილებლობა ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის ალტერნატიული, ძლიერი ტურნირის შექმნისა.

ამაზე არა მხოლოდ საქართველოს რაგბის კავშირი, არამედ ევროპული რაგბის მმართველებიც ზრუნავენ და ივნისის ბოლოს თბილისში გამართულ რაგბი ევროპის გენერალურ ასამბლეაზე აღნიშნულ საკითხზეც იმსჯელეს. ფორმატის შეცვლის საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილია და რაგბი ევროპა ტურნირში ჩართვის მიზნით მოლაპარაკებას აწარმოებს აშშ-ს, იაპონიის, კანადის, სამხრეთ აფრიკის და არგენტინის რაგბის კავშირებთან. გადაწყვეტილი ჯერჯერობით არაფერია, თუმცა ცნობილია, რომ პირველმა სამმა ევროპაში 18-წლამდელთა ტურნირში მონაწილეობაზე თანხმობა უკვე განაცხადა.

გადაწყვეტილია, რომ მომავალი წლიდან განახლდება 20-წლამდე მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატი. ჯერჯერობით უცნობია ამ ტურნირის ჩატარების ზუსტი ვადები, მონაწილე გუნდები და ფორმატი.

ეს ყველაფერი არაოფიციალური ინფორმაციაა, რომელსაც საქართველოს რაგბის კავშირი არ ადასტურებს.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (11)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:47 | 12.07.2016
BEERTRANCE (1073)

ნამდვილად მაგარი იქნება ეგრე თუ მოხერხდა.

ჩვენ წინსვლა უნდა გავაგრძელოთ და ალბათ U20-ის მსოფლიოდანაც გაასხმევენ ბარეორები.

09:15 | 12.07.2016
deqstera (86)

სამხრეთ აფრიკა და არგენტინაც თუ დაემატება ამ სამ გუნდს, პლიუს საფრანგეთიც არამბობს როგორც ვიცი ჩვენთან თამაშზე უარს და უკვე ექვსი ერის დანარჩენი სასტავი აქეთ უნდა შეეხვეწონ ამ ტურნირზე დაუშვან, რადგან არგენტინა-სამხრეთ აფრიკა არაფრით ჩამოუვარდებიან თუ არჯობიან ინგლისს, უელსს და ირლანდიას))

09:11 | 12.07.2016
krasni (587)

ალტერნატიული კარგია, თუნდაც მხოლოდ კანადა, ამერიკა და იაპონიასთან ერთად. ისე ფსიქოლოგიურ ტრამვებს მაგენი მალე U20-ის მსოფლიოზეც მიიღებენ. დიდებში იტალიას უკვე მიღებული აქვს, როგორ საგულდაგულოდ გვიმალავენ. ნოემბრის ტესტების, გაისად მსოფლიო U20-ის შემდეგ მიუხედავად უკვე გაწერილი გრაფიკებისა, ჩვენთვის სასიკეთო ცვლილებებს უნდა ველოდოთ.

00:16 | 12.07.2016
Kala94 (151)

20 წლამდე მსოფლიოზე რას იტყოდა იტალია? ან უელსი?

22:45 | 11.07.2016
tamasho (88)

მე მაგათი ექვსსირიერი დედაც

22:43 | 11.07.2016
tamasho (88)

კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი
რაგბი ჩვენი თამაშია


კიდევაც დაეზრდებიან ბრიტებს ლეკვები პიდერები
ჯერ სად არიან

21:11 | 11.07.2016
dede (87)

ეს ამბავი მართალია? და როდის დამარცხდნენ ჩვენთან ეს ქვეყნები

21:34 | 11.07.2016
temuchin (431)

წელიწადნახევრის წინ ჯერ ირლანდია მერე იტალია

21:01 | 11.07.2016
ზე მორეირა (2)

ეგ არაფერი ბიჭებო! ხომ ხედავთ, სხვა გზას არ გვიტოვებენ, გარდა თავდაუზოგავი შრომისა და ბრძოლისა. გული არ გაიტეხოთ, (იქნებ მომავლისთვის ესეც ჯობდეს.....ვნახოთ). თქვენ, ჩვენი ღირსება, სიამყე და სიხარული ხართ!!! მალე მოვა გამრჯვების დრო ,მალე!!!

20:31 | 11.07.2016
ogafa (407)

რასიზმი ...................

19:55 | 11.07.2016
temuchin (431)

რა საზიზღარი ხალხი არიან მოკლედ ეს ბრიტები. პერო არსად მოსძვრეთ ტრაკიდან. რასიზმს ებრძვიან ტიპები და მაგათი ყველა საქციელიდან რასიზმი იცქირება სწორედაც. ფუ!!! მარტო მაგ სიტყვების გამო უნდა ვაწკმუტუნოთ ეგენი რაც შეიძლება მალე ეგენი ჯერ 20 იანებში და მერე დიდებშიც!!!

19:35 | 11.07.2016
ზე მორეირა (2)

რატომ? წინაპრებს ემსგავსებიან შეშფოთება-აღშფოთებაში?

0.088518