მსოფლიო თასი

13:25 | 11.07.2016 | ნანახია 5531 - ჯერ

რაგბი ფეხბურთზე შემოსავლიანია

რაგბი სულ რაღაც 20 წელიწადია რაც პროფესიულ რელსებზე გადავიდა და მისი პოპულარობა მთელი პლანეტის მასშტაბით დღითიდღე იზრდება. სპორტის ამ სახეობაში ჩართული მოთამაშეებისა და გულშემატკივრების რაოდენობის ზრდის პარალელურად, გაირკვა, რომ რაგბი ფეხბურთს უკვე ფინანსური მოგებით სჯაბნის.

ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რომ ინგლისმა და „მსოფლიო რაგბიმ“, შარშან ჩატარებული მსოფლიო თასის შემოსავლებით ბევრად აჯობა საფრანგეთს და უეფას. საფეხბურთო ევროპის ჩემპიონატი გუშინ დასრულდა, სპეციალისტებმა დაითვალეს და გაირკვა, რომ ტურნირის შემოსავალმა 1,93 მილიარდი ევრო შეადგინა. ამავდროულად, ევროპის ჩემპიონატის ორგანიზება 1,1 მილიარდი ევრო დაჯდა, ანუ საფრანგეთმა და უეფამ სუფთა მოგების სახით 830 მილიონი მიიღო.

შეგახსენებთ, საერთაშორისო რაგბის კავშირის დათვლით, შარშანდელი მსოფლიო თასის შემდეგ „მსოფლიო რაგბისა“ და ინგლისის სუფთა მოგებამ 2,7 მილიარდი გირვანქა სტერლინგი შეადგინა, რაც დაახლოებით 3,2 მილიარდი ევროა. ეს თითქმის 4-ჯერ მეტია, ვიდრე საფრანგეთში გამართული ევროპის ჩემპიონატის შემოსავალი.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:56 | 12.07.2016
shotai-olimpi (89)

ფეხბურთში ფულს მოტეხდნენ ოხრად!!

14:37 | 11.07.2016
BEERTRANCE (1073)

მთლად არაკორექტული შედარებაა. და თან რაგბის მსოფლიო მომგებიანი ინგლისში და საფრანგეთში იქნება ალბათ მარტო.

14:03 | 11.07.2016
dede (87)

სანახაობრივი თვალსაზრისით რაგბი ფეხბურთს არაფრით ჩამოუვარდება ჩემი აზრით, თუმცა ფინანსური კუთხით ალბათ ჯერ ახლოსაც ვერ მივა. თუნდაც მოთამაშეების ხელფასებს შორის რამხელა განსხვავებაა

13:44 | 11.07.2016
buratino (480)

მე თვითონ რაგბის თავგადაკლული ფანი ვარ და რაგბის პოპულარობის ზრდას ვეთანხმები, მაგრამ სათაურში აღნიშნული შედარება არასწორი მგონია! ჯერ ერთი თუ შედარებაა, როგორც otia-83 აღნიშნავს, რაგბის მსოფლიო თასი უნდა შეადარო ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატს. მეორეც, შარშანდელი რაგბის მსოფლიო თასის დიდი მომგებიანობის მთავარი ფაქტორი მისი ინგლისში ჩატარება იყო (ანუ ევროპაში ჩატარდა და თანაც ინგლისელებმა საუცხოოდ იციან მარკეტინგი).
აბა ნახეთ, წინა მსოფლიო რომელიც ზელანდიაში იყო, ფინანსურად საკმაოდ წამგებიანი აღმოჩნდა

13:59 | 11.07.2016
federer (17) (469)

რათქმაუნდა გეთანხმები მეგობარო, მაგრამ მე ეგც გამიკვირდა რომ ევროპას აჯობაა
წლევანდელი ევროპა ძალიან ცუდი ტურნირი გამოვიდა და ამანაც შეუწყო ხელი ამ ყველაფერს

13:31 | 11.07.2016
otia-83 (13)

არამგონია სწორი იყოს ევროპის ჩემპიონატის და მსოფლიო ჩემპიონატის შედარება. მსოფლიო თასი უნდა შეადარო მსოფლიო ჩემპიონატს.

20:58 | 11.07.2016
ogafa (407)

რათქმაუნდა

0.080346