არგენტინული წარმოშობის იტალიის ეროვნული ნაკრების ბურჯი მატიას აგუერო კარიერას საფრანგეთის რანგით მესამე, ფედერალ 1 დივიზიონში გააგრძელებს.
ინგლისის ავივა პრემიერშიპის „ლესტერ თაიგერსმა“ მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება აღარ ისურვა და 35 წლის მორაგბემ კონტრაქტი „პროვანსთან“ გააფორმა, რომელიც შარშან საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ პრო დ2-ში ბოლო ადგილზე გავიდა.
აგუეროსთვის ეს მეშვიდე კლუბია კარიერაში. აქამდე ის „როვიგოში“, „ვიადანაში“, „სარასენსში“, „აირონში“, „ძებრესა“ და „ლესტერში“ თამაშობდა. იტალიის ეროვნული გუნდის კვართი მან 40-ჯერ მოირგო და 1 ლელო დადო.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
...............................