ინგლისი

23:30 | 4.04.2016 | ნანახია 2122 - ჯერ

ვილსონი და კრუიზი დისციპლინარულ სხდომაზე დაიბარეს

გასულ პარასკევს, ინგლისის „ავივა პრემიერშიპის“ გათამაშებაში „სარასენსის“ ფლანკერ ჯორჯ კრუიზის მისამართით „ბათის“ ბურჯ დეივ ვილსონსგან სახიფათო თამაში დაფიქსირდა.

ვილსონმა აღიარა, რომ გასულ მატჩში კრუიზს თვალის მიმდებარედ დაზიანება მიაყენა. თავის მხრივ, ჯორჯ კრუიზმაც დაადასტურა, რომ ამ ინციდენტის შემდგომ დეივს უკბინა. ეს ორივე ქმედება ეწინააღმდეგება „მსოფლიო რაგბის“ ქარტიის მე-10 მუხლს.

ახლა ორივე მოთამაშე დისციპლინარული საბჭოს წინაშე წარსდგება, რომლის თავმჯდომარეც კრისტოფერ ქუინლანია. სხდომა 5 აპრილს, ბრისტოლში გაიმართება და სავარაუდოდ, სასჯელი მსუბუქი არ უნდა იყოს.

ელენე ლომსაძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08161