სუპერ რაგბის ავსტრალიური ფრანშიზის, „ვესტერნ ფორსის“ მოთამაშეები, რომლებმაც ბლუმფონტეინის ერთ-ერთ სასტუმროში დებოში მოაწყეს, კლუბის შემდეგ ავსტრალიის რაგბის კავშირმაც დასაჯა.
გუნდის კაპიტანი და ავსტრალიის ეროვნული ნაკრების ბურჯი პეკ კოუენი (10 კეპი), ასევე ვიცე-კაპიტანი დეინ ჰეილეტ-პეტი (3 კეპი), სამხრეთ აფრიკაში „ჩიტასთან“ 29:30 მარცხის შემდეგ დათვრნენ და გუნდის კიდევ ორ მოთამაშესთან ერთად სასტუმროში იჩხუბეს. შედეგად, დაიმსხვრა სასტუმროს ინვენტარი, კოუენმა კი, ეს არ იკმარა და პირდაპირ სასტუმროს დერეფანში მოისაქმა.
კლუბმა მოთამაშეებს შესაბამისად, კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის წოდება ჩამოართვა, ხოლო ავსტრალიის რაგბის კავშირმა ორივეს 5-5 ათასი ავსტრალიური დოლარის გადახდა დააკისრა. შეიძლება ითქვას, რომ კოუენი და ჰეილეტ-პეტი იოლად გადარჩნენ, რადგან მათ არ მიესაჯათ დამატებითი დისკვალიფიკაცია. ავსტრალიის რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორის, რობ კლარკის განცხადებით, მოთამაშეებმა დანაშაული გაითავისეს და შესაბამისად დაისაჯნენ.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მაგარი დაუსჯით 5000 დოლარი რა ჩემი ფეხებია ასეთი საქციელისთვის