ევროპის სერია

16:07 | 10.07.2016 | ნანახია 3761 - ჯერ

ბრიტანეთთან დავმარცხდით, ბრიტანეთი გვერგო

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები ევროპის გრან პრის მეორე, ექსეტერის ეტაპის მეორე სათამაშო დღეს, თასის ნახევარფინალში დიდი ბრიტანეთის როიალსთან 7:24 დამარცხდა.

ბრიტანელები ქართველებზე უფრო ტექნიკურები და რაგბიში განსწავლულები არიან და პირველ ტაიმში ბურთი არ გვაღირსეს. საწყის 7 წუთში ქართველების ანგარიშზე მხოლოდ 1 პასი იყო, მეტოქისაზე 50-ზე მეტი და ასეთ დროს გაგვიმართლა მხოლოდ ორი ლელო რომ მივიღეთ. მეორე ტაიმი ქართველებმა უკეთ ჩაატარეს და იოსებ მათიაშვილმა საკუთარ ნახევარზე ხაზი გაჭრა, ლელომდე 60 მეტრი ირბინა და მამუკა ნინიძემ გარდასახვით სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ ბრიტანელებმა მალევე შეძლეს კიდევ ორი ლელოს გატანა, ამჯერად გარდასახვებიც ზუსტი იყო და 7:24 დავმარცხდით.

ექსეტერში საქართველოს ნაკრებს ჯერ თამაში არ მოუგია, ორი მარცხის წილ ორი ფრე აქვს და V ადგილის ნახევარფინალში დიდი ბრიტანეთის მეორე გუნდი, ლაიონსი უნდა დაამარცხოს მოსკოვის ეტაპის შედეგი რომ გაიმეოროს და მე-6 ადგილი დაიკავოს. შეხვედრა თბილისის დროით 18:07 საათზე დაიწყება.

ამასობაში, ჰონკონგის საგზურისთვის ქართველთა ერთ-ერთმამეტოქე ესპანეთმა, გერმანიის ძლევით თასის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა და საერთო ჩათვლაში მე-6 ადგილიდან ჩაგვაჩოჩებს. ჩვენს წინ მყოფი გერმანია მე-5 ადგილისთვის იბრძვის, ოღონდ ნახევარფინალში ქართველებზე უფრო სუსტი მეტოქე, იტალია ერგო.

ევროპის გრან პრი. მეორე ეტაპი

ინგლისი. ექსეტერი. 10 ივლისი

თასის მეოთხედფინალები

ესპანეთი - გერმანია 26:0

დიდი ბრიტანეთი როიალსი - საქართველო 24:7

დიდი ბრიტანეთი ლაიონსი - რუსეთი 5:7

საფრანგეთი - იტალია 10:5

IX-XII ადგილების ნახევარფინალები

პოლონეთი - ბელგია

ლიტვა - პორტუგალია

ნახევარფინალები V-VIII ადგილებისთვის

გერმანია - იტალია

საქართველო - დიდი ბრიტანეთი ლაიონსი

თასის ნახევარფინალები

ესპანეთი - საფრანგეთი

დიდი ბრიტანეთი როიალსი - რუსეთი

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (12)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:25 | 11.07.2016
მებრძოლი ლაზი (124)

ცუდი მხოლოდ ის იქნება არგენტინასთან სრული შემადგენლობით თუ ვერ ჩავალთ ტოფ 14ის გადამკიდე

13:23 | 11.07.2016
მებრძოლი ლაზი (124)

კი სიმართლეა, და ცუდიც არაფერია აამაში

12:48 | 11.07.2016
Torres9 (48)

stripslashes((strlen('http://www.americasrugbynews.com/2016/07/04/georgia-eye-south-american-tour-june-2017/')>0?'http://www.americasrugbynews.com/2016/07/04/georgia-eye-south-american-tour-june-2017/':'http://www.americasrugbynews.com/2016/07/04/georgia-eye-south-american-tour-june-2017/'))

ეს სიმართლეა?გაისად სამხრეთ ამერიკულ ტურნეს აპირებენ თურმე ჩვენები ბრაზილიის ურუგვაის და არგენტინის წინააღმდეგ...ეს ყველაფერი კაი მაგრამ ჩილე რატო დაგვავიწყდა?!..

10:38 | 11.07.2016
მებრძოლი ლაზი (124)

მართლაცდა სამარცხვინოა, ლიტვას რომ ვერ მოუგებ... აშკარად მოსაყვანია უცხოელი მწვრთნელი, შვიდკაცას განვითარება საქართველოს ნაკრებს ჰაერივით სჭირდება, უკანახაზელებში კონკურენციის გასაზრდელად..

02:16 | 11.07.2016
buratino (480)

აეე, რაგბის კავშირო და გოჩა სვანიძევ, დროულად მიხედეთ ამ ჩვენს 7 კაცას! ქართული რაგბი უკვე იმ სიმაღლეზეა ასული მსოფლიოში, რომ ავტორიტეტის შელახვა არ შეიძლება!

22:00 | 10.07.2016
Datodachi (18)

მართლა ყოველ ზღვარს სცილდება უკვე 7 კაცა ნაკრების მდგომარეობა,აქ უკვე ძალიან რადიკალური ნაბიჯებია გადასადგმელი, თორემ ვატყობ მყარად დავიმკვიდრებთ მაჩანჩალას სახელს არამარტო მსოფლიოში არამედ ევროპაშიც

21:23 | 10.07.2016
temuchin (431)

გადავხედე მართლაც ბოლო წლებს და სულ ერთი და იგივე: მწვრთნელი გეგმებს სახავს ყოველი ტურნირის წინ და მერე რა? არაფერი! მუდმივი ჩავარდნა! შეიძლება ასე? პატრონი არ გვყავს? მარტო ამ კაცისთვის სამსახურის შენარჩუნებას ხომ არ უნდა ემსახურებოდეს ყველაფერი. ნორმალურ გუნდებში ზედიზედ 2 წაგებას არ პატიობენ თანასწორ ძალებთან და ამიტომაც ვითარდებიან. მერე გვიკვირს რატომ არ გვყავს დიდ რაგბში კარგი უკანა ხაზი. აი ბატონო პასუხი! მოაშორეთ ალანია!!!

22:01 | 10.07.2016
Datodachi (18)

100%

21:07 | 10.07.2016
mst (11)

8 ადგილი ვერც ერთი თამაში ვერ მოიგეს,ალანია გააჯვი

20:53 | 10.07.2016
BEERTRANCE (1073)

რა ვქენით საბოლოოდ

20:34 | 10.07.2016
muchachino (19)

ეს ალანია და მისი გუნდი უპირობოდ მოსაშორებელია!

18:40 | 10.07.2016
mst (11)

5 ნომერს რატო არ ათამაშებდა ეს ყველი ამდენ ხანს

18:15 | 10.07.2016
mst (11)

ჯოგი სუფთა ჯოგი,არა ჯოგი კიდევ კაცურია, ქათმები სუფთა ქათმები

0.099393