ევროპის სერია

11:19 | 10.07.2016 | ნანახია 3123 - ჯერ

7-კაცა დღეს ბრიტანეთით იწყებს

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა ევროპის გრან პრის მეორე, ექსეტერის ეტაპზე პირველ დღეს ვერცერთი თამაში ვერ მოიგო, თუმცა ორი მატჩი ფრედ დაასრულა, ერთი მცირედით დათმო და მეოთხედფინალში თამაში თითქმის დაიბევა.

დარჩენილ თამაშებში სენსაციები არ მოხდა, ანუ მესამე ადგილისთვის ბრძოლებში ერთმა გუნდმე მეორე დიდი სხვეობით ვერ დაამარცხა და საქართველოც მეოთხედფინალში საუკეთესო მესამეადგილოსნის სტატუსით გავიდა.

თასის მეოთხედფინალში კახა ალანიას შეგირდების მეტოქე დიდი ბრიტანეთის როიალსია, რომელმაც პოლონეთს და პორტუგალიას მშრალად, ხოლო საფრანგეთს 17:10 აჯობა. თამაში თბილისის დროით 14:52 საათზე დაიწყება და ნახევარფინალში საქართველო ესპანეთსა და გერმანიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ჰონკონგის საგზურისთვის ბრძოლაში როიალსის დამარცხება იდეალური ვარიანტი იქნება, თუმცა მარცხის შემთხვევაში შემდეგი მატჩი უშუალო კონკურენტთან, ესპანეთთან ან გერმანიასთან გველის და ეს უკვე აუცილებლად მოსაგებია, რათა დასკვნითი, გდინიას ეტაპს ხელსაყრელ პოზიციაში შევხვდეთ.

საქართველოს ნაკრები ექსეტერში ასეთი შემადგენლობით ითამაშებს:

დავით ლოსაბერიძე (აია), რევაზ ჯინჯიხაძე (ჯიქი), ნიკა გიგაური (არმაზი), ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი), ლევან გოგოლაშვილი (ლოკომოტივი), იოსებ მათიაშვილი (აკადემია), მიხეილ გაჩეჩილაძე (ყოჩები), მამუკა ნინიძე (ჯიქი), იოსებ კიკვიძე (აია), გიორგი შკინინი (ლოკომოტივი), ირაკლი გეგენავა (ყოჩები), ბექა ურჯუკაშვილი (არმია).

ევროპის გრან პრი. მეორე ეტაპი

ინგლისი. ექსეტერი. 9-10 ივლისი

A ჯგუფი

რუსეთი - ლიტვა 12:5

საქართველო - ესპანეთი 7:12

რუსეთი - ესპანეთი 14:21

საქართველო - ლიტვა 12:12

რუსეთი - საქართველო 12:12

ესპანეთი - ლიტვა 22:0

1.

ესპანეთი

3

3

0

0

55:21

9

2.

რუსეთი

3

1

1

1

38:38

6

3.

საქართველო

3

0

2

1

31:36

5

4.

ლიტვა

3

0

1

2

17:46

4

B ჯგუფი

საფრანგეთი - პოლონეთი 38:12

დიდი ბრიტანეთი როიალსი - პორტუგალია 31:0

საფრანგეთი - პორტუგალია 35:7

დიდი ბრიტანეთი როიალსი - პოლონეთი 43:0

საფრანგეთი - დიდი ბრიტანეთი როიალსი 10:17

პორტუგალია - პოლონეთი 14:19

1.

დიდი ბრიტანეთი როიალსი

3

3

0

0

91:10

9

2.

საფრანგეთი

3

2

0

1

83:36

7

3.

პოლონეთი

3

1

0

2

31:95

5

4.

პორტუგალია

3

0

0

3

21:85

3

C ჯგუფი

გერმანია - იტალია 17:19

დიდი ბრიტანეთი ლაიონსი - ბელგია 31:5

გერმანია - ბელგია 21:19

დიდი ბრიტანეთი ლაიონსი - იტალია 31:0

იტალია - ბელგია 12:10

დიდი ბრიტანეთი ლაიონსი - გერმანია 41:0

1.

დიდი ბრიტანეთი ლაიონსი

3

3

0

0

103:5

9

2.

იტალია

3

2

0

1

31:58

7

3.

გერმანია

3

1

0

2

38:79

5

4.

ბელგია

3

0

0

3

34:64

3

თასის მეოთხედფინალები. 10 ივლისი

ესპანეთი - გერმანია

დიდი ბრიტანეთი როიალსი - საქართველო

დიდი ბრიტანეთი ლაიონსი - რუსეთი

საფრანგეთი - იტალია

IX-XII ადგილების ნახევარფინალები

პოლონეთი - პორტუგალია

ბელგია - ლიტვა

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:52 | 10.07.2016
BEERTRANCE (1073)

აბა თქვენ იცით

15:42 | 10.07.2016
mst (11)

როგორ მშურს ესპანელების და რუსების როგორ იბრძვიან ყოველ ბურთზე,ეს ჩვენი ქეთინოები საიდან მოიყვანეს ბურთზე ახტომის ეშინიათ,6და 11სუფთა კურდღლები 9 და 10 არა უშავს,3 იც წავა,არარა მწვრთნელი თუ არ შეიცვალა არაფერი არ გამოვა

14:26 | 10.07.2016
BEERTRANCE (1073)

აბა თქვენ იცით

0.114006