ევროპის სერია

20:39 | 9.07.2016 | ნანახია 3399 - ჯერ

ფრე რუსეთთან

საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა ევროპის გრან პრის პირველ, ექსეტერის ეტაპის ჯგუფურ ეტაპზე პირველი შეხვედრა ესპანეთთან მცირედით დათმო, მერე ლიტვას და რუსეთს ფრედ ეთამაშა ერთნაირი ანგარიშით 12:12 და დიდი ალბათობით თასის მეოთხედფინალში ითამაშებს.

თითქმის 3-წუთიანი რუსთა შეტევა ქართველებმა მოიგერიეს, მაგრამ ბურთი რომ მოიპოვეს შეცდომა დაუშვეს და ლელო გაუშვეს. ტაიმის ბოლოს მეტოქემ კარგად გაშალა ბურთი, მერე ჩვენს 22-ში ჯარიმა სწრაფად გაითამაშა და ტაიმი 12:0 მოიგო. მარცხი მეოთხედფინალს მიღმა გარანტირებულ დარჩენას ნიშნავდა და მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა განსაკუთრებით მოინდომა, შედეგად, თამაშიც გამოვიდა და ამან შედეგიც მოიტანა.

მეორე ტაიმის მე-2 წუთზე ლელოს დადების პირველი შანსი გაჩნდა, ფლანგზე გიორგი შკინინი გაიქცა, მას ზურაბ ძნელაძე მიყვა, მაგრამ მიზნამდე ორიოდე მეტრი რჩებოდა აუტში რომ გადაიყვანეს. ქართველთა აგრესიულმა შეტრევებმა შედეგი მე-4 წუთზე მაინც გამოიღო, რუსეთის დაცვა გაიწელა და ლელო იოსებ მათიაშვილმა, ხოლო გარდასახვა მამუკა ნინიძემ მიითვალა. ერთ წუთში მეტოქის 22-ში იოსებ კიკვაძემ სასწრაფოდ გაათამაშა ჯარიმა, მაგრამ სიჩქარეში ბურთი დაუვარდა. ბოლო წუთზე რუსეთი სინბინით დაისაჯა, 7-კაცაში მეტობა დიდი უპირატესობაა, თუმცა ჯარიმის გათამაშების შემდეგ ნიკოლოზ გიგაურმა პირველი მბოჭავი ხელით ჩამოიცილა და თავად შეუტია, ორი მცველისგან შებოჭილმა 10 მეტრი იარა და ბურთი დაამიწა. ნინიძის გარდასახვა შორეულ ძელს ოდნავ აცდა და ფრე 12:12.

რადგან ესპანეთმა ლიტვის ნაკრები დაამარცხა, საქართველო ორი ფრით მესამე ადგილზე დარჩა და მისი გატანილ-გაშვებული ქულების სხვაობა ისეთია, რომ წესით ორიდან ერთი საუკეთესო მესამეადგილოსანი ნამდვილად უნდა გახდეს და შესაბამისად, ხვალ თასის მეოთხედფინალში ითამაშებს.

საქართველოს ნაკრები ექსეტერში ასეთი შემადგენლობით ითამაშებს:

დავით ლოსაბერიძე (აია), რევაზ ჯინჯიხაძე (ჯიქი), ნიკა გიგაური (არმაზი), ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი), ლევან გოგოლაშვილი (ლოკომოტივი), იოსებ მათიაშვილი (აკადემია), მიხეილ გაჩეჩილაძე (ყოჩები), მამუკა ნინიძე (ჯიქი), იოსებ კიკვიძე (აია), გიორგი შკინინი (ლოკომოტივი), ირაკლი გეგენავა (ყოჩები), ბექა ურჯუკაშვილი (არმია).

ევროპის გრან პრი. მეორე ეტაპი

ინგლისი. ექსეტერი. 9-10 ივლისი

A ჯგუფი

რუსეთი - ლიტვა 12:5

საქართველო - ესპანეთი 7:12

რუსეთი - ესპანეთი 14:21

საქართველო - ლიტვა 12:12

რუსეთი - საქართველო 12:12

ესპანეთი - ლიტვა 22:0

1.

ესპანეთი

3

3

0

0

55:21

9

2.

რუსეთი

3

1

1

1

38:38

6

3.

საქართველო

3

0

2

1

31:36

5

4.

ლიტვა

3

0

1

2

17:46

4

B ჯგუფი

საფრანგეთი - პოლონეთი 38:12

დიდი ბრიტანეთი როიალსი - პორტუგალია 31:0

საფრანგეთი - პორტუგალია 35:7

დიდი ბრიტანეთი როიალსი - პოლონეთი 43:0

საფრანგეთი - დიდი ბრიტანეთი როიალსი

პორტუგალია - პოლონეთი

1.

დიდი ბრიტანეთი როიალსი

2

2

0

0

74:0

6

2.

საფრანგეთი

2

2

0

0

73:19

6

3.

პორტუგალია

2

0

0

2

7:66

2

4.

პოლონეთი

2

0

0

2

12:81

2

C ჯგუფი

გერმანია - იტალია 17:19

დიდი ბრიტანეთი ლაიონსი - ბელგია 31:5

გერმანია - ბელგია 21:19

დიდი ბრიტანეთი ლაიონსი - იტალია 31:0

იტალია - ბელგია

დიდი ბრიტანეთი ლაიონსი - გერმანია

1.

დიდი ბრიტანეთი ლაიონსი

2

2

0

0

62:5

6

2.

გერმანია

2

1

0

1

38:38

4

3.

იტალია

2

1

0

1

19:48

4

4.

ბელგია

2

0

0

2

24:52

1

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:20 | 10.07.2016
mindia (74)

რუსეთთან ფრე კარგია, რადგან რუსეთი შეიძლება ითქვას ის საფეხურია რაგბი 7-ში რომელამდეც ავიდეთ (რუსეთი არის მსოფლიო სერიის მონაწილე ქვეყანა) მაგრამ ლიტვასთან ფრე ტეხავს და ესპანეთთან კიდე ძალიან ცუდად წავაგეთ.

07:29 | 10.07.2016
ogafa (407)

ყოჩაღ

23:56 | 09.07.2016
Kala94 (151)

ჯიგრები ხართ ბიჭებო ! ნელ-ნელა ვუმატებთ აბა თქვენ იცით !

20:47 | 09.07.2016
BEERTRANCE (1073)

იმედია ასეც იქნება

0.079293