ევროპის სერია

18:12 | 9.07.2016 | ნანახია 4275 - ჯერ

ლიტვას მოგებული არ მოვუგეთ

საქართველოს 7-კაცა ნაკრებს ევროპის გრან პრის მეორე, ექსეტერის ეტაპის მეორე შეხვედრაში ლიტვა პრაქტიკულად დამარცხებული ყავდა, მაგრამ ბოლო წუთზე იქით გასატანი ლელო 99-მეტრიანი კონტრშეტევით აქეთ გაუშვა და 12:12.

პირველ ტაიმში თამაშის ნაცვლად ბრძოლა გაჩაღდა, სადაც ორივე გუნდმა უამრავი შეცდომა დაუშვა. ერთადერთი ლელო მე-3 წუთზე გავიდა და ის ქართველების შეცდომას მოყვა - მოედნის ცენტრში უხეირო პასს კონტრშეტევა მოყვა და ტაიმი 0:5 დასრულდა.

მეორე ტაიმის მე-2 წუთზე რევაზ ჯინჯიხაძემ ითამაშა კარგად, ჭკვიანური ქმედებით მთელი დაცვა აწია და თავად ხაზი გაჭრა, სამი ქართველი ერთი ლიტველის წინაშე დარჩა და ძელებსშუა ლელო დავით ლოსაბერიძემ დაამიწა, ხოლო მამუკა ნინიძემ გარდასახა. მერე ზურაბ ძნელაძემ ერთნაირი ფინტით ორი მცველი გააბითურა და საქართველო 12:5 დაწინაურდა. მატჩის დასრულებამდე წამები რჩებოდა, როდესაც შერკინების შემდეგ ლიტველები ლევან გოგოლაშვილის ფინტს წამოეგნენ და მანაც ხაზი გაჭრა, მაგრამ ლელოდან ერთ მეტრში უკნიდან შებოჭეს. მერე ქართველებმა უყურადღებოდ ითამაშეს, რაქიდან ბურთი გამოვარდა, ის ლიტველმა აიტაცა და ძელებსშუამდე ირბინა, ხოლო ზუსტმა გარდასახვამ 12:12 დააფიქსირა.

ახლა საქართველომ რუსეთის დამარცხება უნდა მოახერხოს, რათა თასის მეოთხედფინალში გავიდეს და გრან პრიზე პირველი ეტაპის შემდეგ მოპოვებული მე-6 ადგილის შენარჩუნების შანსი შეინარჩუნოს. თამაში თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრები ექსეტერში ასეთი შემადგენლობით ითამაშებს:

დავით ლოსაბერიძე (აია), რევაზ ჯინჯიხაძე (ჯიქი), ნიკა გიგაური (არმაზი), ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი), ლევან გოგოლაშვილი (ლოკომოტივი), იოსებ მათიაშვილი (აკადემია), მიხეილ გაჩეჩილაძე (ყოჩები), მამუკა ნინიძე (ჯიქი), იოსებ კიკვიძე (აია), გიორგი შკინინი (ლოკომოტივი), ირაკლი გეგენავა (ყოჩები), ბექა ურჯუკაშვილი (არმია).

საყურებელი სთრიმი [14:30 საათიდან]:

http://rugbyeurope.tv/en/content/160709-sevens-grand-prix-series-exeter-2016-day-1

http://www.dailymotion.com/video/x4jkiqc_160709-sevens-grand-prix-series-exeter-2016-day-1_sport

ევროპის გრან პრი. მეორე ეტაპი

ინგლისი. ექსეტერი. 9-10 ივლისი

A ჯგუფი

რუსეთი - ლიტვა 12:5

საქართველო - ესპანეთი 7:12

რუსეთი - ესპანეთი 14:21

საქართველო - ლიტვა 12:12

რუსეთი - საქართველო

ესპანეთი - ლიტვა

1.

ესპანეთი

2

2

0

0

33:21

6

2.

რუსეთი

2

1

0

1

26:26

4

3.

საქართველო

2

0

1

1

19:24

3

4.

ლიტვა

2

0

1

1

17:24

1

B ჯგუფი

საფრანგეთი - პოლონეთი 38:12

დიდი ბრიტანეთი როიალსი - პორტუგალია 31:0

საფრანგეთი - პორტუგალია

დიდი ბრიტანეთი როიალსი - პოლონეთი

საფრანგეთი - დიდი ბრიტანეთი როიალსი

პორტუგალია - პოლონეთი

1.

დიდი ბრიტანეთი როიალსი

1

1

0

0

31:0

3

2.

საფრანგეთი

1

1

0

0

38:12

3

3.

პოლონეთი

1

0

0

1

12:38

1

4.

პორტუგალია

1

0

0

1

0:31

1

C ჯგუფი

გერმანია - იტალია 17:19

დიდი ბრიტანეთი ლაიონსი - ბელგია 31:5

გერმანია - ბელგია

დიდი ბრიტანეთი ლაიონსი - იტალია

იტალია - ბელგია

დიდი ბრიტანეთი ლაიონსი - გერმანია

1.

დიდი ბრიტანეთი ლაიონსი

1

1

0

0

31:5

3

2.

იტალია

1

1

0

0

19:17

3

3.

გერმანია

1

0

0

1

17:19

1

4.

ბელგია

1

0

0

1

5:31

1

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:36 | 10.07.2016
BEERTRANCE (1073)

ხარვეზები ბლომად გვაქვს, თუ არ გამოსწორდა ვერ წავალთ შორს.

23:23 | 09.07.2016
temuchin (431)

თუ ამ კაცს მინიმუმ ორი სეზონი მაინც აბარია გუნდი და ეს მისი მაქსიმუმია ამ დროში, დაუყოვნებლივ გასაშვებია. თუ არა მაშინ ცოტა ვაცალოთ

02:43 | 10.07.2016
mst (11)

ორი კი არა რატო ათი წელი არაა

20:21 | 09.07.2016
mst (11)

კიდევ კარგი მსაჯი მოგვიდგა კაცი გაუგდორუსებს და ფრე ძლივს ვთამაშეთ,მაგრამ გვეყოფა კი?მოაშორეტ ალანიაააააა

20:10 | 09.07.2016
mst (11)

ეგაა გასაღები მოვუძებნე რუსეთსო? იმდენი შენი ......

20:08 | 09.07.2016
mst (11)

ფუ თქვენი გეგონება ნაკვერცხალია ბურთი კი არა ისე ეშინიათ ამ კურდღლებს ბურთის,საიდან მოათრიეთ ეს სირები, სახელს უტეხავენ ქართულ რაგბს,მოაშორეთ სირი ალანია და ვინმე უცხოელი მწვრთნელი მოიყვანეთ

19:42 | 09.07.2016
mst (11)

ყ....ლ...ე...თა ჯოგი მოაშორეთ ეს სირი ალანიაა თუ მალანია ვინ ყავს ასეთი პატრონი რომ ამდენი წლებია ვერ შეცვალეთ მიუხედავად საცოდავი თამაშისა

19:10 | 09.07.2016
kommarkos (35)

წაგებით რომ არ წავაგეთ მადლობა ვთქვათ. შვიდკაცა რომ არ გვყავდა ვიცოდი მაგრამ ესეთი საზიზღარი თამაში არ მახსოვს!

21:41 | 09.07.2016
ogafa (407)

........................

0.081499