ევროპის სერია

15:39 | 9.07.2016 | ნანახია 2453 - ჯერ

ესპანეთმა გამოცდილებით მოგვიგო

საქართველოს 7-კაცა ნაკრები ევროპის გრან პრის მეორე, ექსეტერის ეტაპის პირველ მატჩში ესპანეთთან მცირედით დამარცხდა - 7:12.

ეს იყო ფინალის ტოლფასი მატჩი, როგორც მწვრთნელები ამბობდნენ და დაძაბულ, თანაბარ ბრძოლაში იმ გუნდმა მოიგო, ვისაც მეტი გამოცდილება ჰქონდა. ესპანეთი წლებია რეგულარულად თამაშობს მსოფლიო სერიებში, პლანეტის წამყვან 7-კაცა ნაკრებებთან და ისინი ქართველებზე უფრო თავისუფლად თამაშობდნენ, უკეთ იცოდნენ როგორ გაერღვიათ მჭიდრო დაცვა.

ანგარიშის გახსნის შანსი ბექა ურჯუკაშვილს ტაიმის შუაში ჰქონდა, მარჯვენა კიდესთან პირველი მცველი კონტაქტით ჩამოიცილა, მეორე მბოჭავს დაუსხლტა, თუმცა უწყინარ სიტუაციაში ბურთი გაუვარდა, არადა, მის წინ აღარავინ იყო. საპასუხოდ ესპანეთმა ხაზი გაჭრა და ლელოსკენ ერთბაშად ორი დაიძრა, მაგრამ ირაკლი გეგენავა ბრძოლას არ გამოეთიშა, შემტევებს ბოლომდე სდია და ბოჭვით კონცენტრაცია დააკარგვინა, რის გამოც მისი პასი წინ გამოვიდა. გეგენავამ ლელოსგან გვიხსნა, მაგრამ დაშავდა და მოედანი კოჭლობით დატოვა.

ტაიმის ბოლოს ლელო მაინც მივიღეთ, პაბლო ფონტესი დავით ლოსაბერიძემ შებოჭა, მაგრამ ესპანელი ლელოს მაინც მიწვდა - 0:5. განახლდა თუ არა თამაში, საქართველო დაწინაურდა. ესპანეთმა ბურთი ცუდად შეიყვანა, ნიკოლოზ გიგაურმა ურჯუკაშვილს პასი არ დაუგვიანა და მანაც ძელებსშუამდე ირბინა, ხოლო მამუკა ნინიძემ გარდასახა. ესპანელებმა რამდენიმე შცდომა დაუშვეს, თუმცა ქართველებმა ხაზი სათანადოდ ვერ აწიეს, ფლანგზე სივრცე დატოვეს და ესპანეთმა ლელოს გარდასახვაც მიაყოლა. ბოლო შეტევა გიორგი შკინინმა ჩვენი ნახევრიდან დაიწყო, მერე ცენტრში ხაზი მიხეილ გაჩეჩილაძემ გაჭრა, სამწუხაროდ, მას არავინ მიყვა, სიმწვავე დაიკარგა და მოგვიანებით ბურთიც ესპანეთმა გადაიბარა და თამაში 7:12 დასრულდა.

თბილისის დროით 17:37 საათზე საქართველოს ნაკრები ლიტვას ეთამაშება და აუცილებლად უნდა იმარჯვოს თასის მეოთხედფინალში გასვლის შანსი რომ შეინარჩუნოს.

საქართველოს ნაკრები ექსეტერში ასეთი შემადგენლობით ითამაშებს:

დავით ლოსაბერიძე (აია), რევაზ ჯინჯიხაძე (ჯიქი), ნიკა გიგაური (არმაზი), ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი), ლევან გოგოლაშვილი (ლოკომოტივი), იოსებ მათიაშვილი (აკადემია), მიხეილ გაჩეჩილაძე (ყოჩები), მამუკა ნინიძე (ჯიქი), იოსებ კიკვიძე (აია), გიორგი შკინინი (ლოკომოტივი), ირაკლი გეგენავა (ყოჩები), ბექა ურჯუკაშვილი (არმია).

საყურებელი სთრიმი [14:30 საათიდან]:

http://rugbyeurope.tv/en/content/160709-sevens-grand-prix-series-exeter-2016-day-1

http://www.dailymotion.com/video/x4jkiqc_160709-sevens-grand-prix-series-exeter-2016-day-1_sport

ევროპის გრან პრი. მეორე ეტაპი

ინგლისი. ექსეტერი. 9-10 ივლისი

A ჯგუფი

რუსეთი - ლიტვა 12:5

საქართველო - ესპანეთი 7:12

რუსეთი - ესპანეთი

საქართველო - ლიტვა

რუსეთი - საქართველო

ესპანეთი - ლიტვა

1.

რუსეთი

1

1

0

0

12:5

3

2.

ესპანეთი

1

1

0

0

12:7

3

3.

საქართველო

1

0

0

1

7:12

1

4.

ლიტვა

1

0

0

1

5:12

1

B ჯგუფი

საფრანგეთი - პოლონეთი

დიდი ბრიტანეთი როიალსი - პორტუგალია

საფრანგეთი - პორტუგალია

დიდი ბრიტანეთი როიალსი - პოლონეთი

საფრანგეთი - დიდი ბრიტანეთი როიალსი

პორტუგალია - პოლონეთი

C ჯგუფი

გერმანია - იტალია

დიდი ბრიტანეთი ლაიონსი - ბელგია

გერმანია - ბელგია

დიდი ბრიტანეთი ლაიონსი - იტალია

იტალია - ბელგია

დიდი ბრიტანეთი ლაიონსი - გერმანია

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:19 | 09.07.2016
მებრძოლი ლაზი (124)

მეთიუ ჯენი რატომ არაა

0.078655