ევროპის სერია

13:21 | 9.07.2016 | ნანახია 2791 - ჯერ

7-კაცა ექსეტერში [+სთრიმი]

დღეს საქართველოს 7-კაცა ნაკრები ევროპის გრან პრის მეორე ეტაპზე ინგლისში, ექსეტერში ჯგუფური ეტაპის სამ თამაშს გამართავს.

კახა ალანიას შეგირდები პირველ შეხვედრას თბილისის დროით 14:52 საათზე ესპანეთის წინააღმდეგ გამართავენ, 17:37 საათზე ლიტვას შეხვდებიან, ხოლო 20:00 საათზე რუსეთს ეთამაშებიან.

სამი ჯგუფის ორ-ორი საუკეთესო და ორიც საუკეთესო მესამეადგილოსანი ხვალ თასის მეოთხედფინალებში დაწყვილდება, ხოლო დანარჩენი 4 გუნდი IX-XII ადგილებს გაითამაშებენ.

საქართველოს ნაკრები მიზანი სამეტაპიანი გრან პრის რაცშეიძლება მაღალ ადგილზე დასრულებაა, რათა გაისად მარტში ჰონკონგში გასამართი მსოფლიო სერიის შესარჩევ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვოს. საფრანგეთი, რუსეთი და დიდი ბრიტანეთის ორი გუნდი [ინგლისი და უელსი], მსოფლიო სერიის მუდმივი მონაწილეები არიან და ამ მხრივ უკონკურენციოდ თამაშობენ, ანუ მხოლოდ ევროპაში პირველობისთვის იბრძვიან, ხოლო მათ შემდეგ საუკეთესო ორი გუნდი ჰონკონგში წავა.

პირველი, მოსკოვის ეტაპის შემდეგ, საქართველოს ნაკრები მე-6 ადგილზეა და მსოფლიო სერიის შესარჩევში მხოლოდ გერმანია გვისწრებს. ჩვენს უკან არიან ესპანეთი, პორტუგალია, იტალია, ბელგია, პოლონეთი და ლიტვა. მესამე ეტაპს მომავალ შაბათ-კვირას პოლონეთის ქალაქი გდინია უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრები ექსეტერში ასეთი შემადგენლობით ითამაშებს:

დავით ლოსაბერიძე (აია), რევაზ ჯინჯიხაძე (ჯიქი), ნიკა გიგაური (არმაზი), ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი), ლევან გოგოლაშვილი (ლოკომოტივი), იოსებ მათიაშვილი (აკადემია), მიხეილ გაჩეჩილაძე (ყოჩები), მამუკა ნინიძე (ჯიქი), იოსებ კიკვიძე (აია), გიორგი შკინინი (ლოკომოტივი), ირაკლი გეგენავა (ყოჩები), ბექა ურჯუკაშვილი (არმია).

საყურებელი სთრიმი [14:30 საათიდან]:

http://rugbyeurope.tv/en/content/160709-sevens-grand-prix-series-exeter-2016-day-1

http://www.dailymotion.com/video/x4jkiqc_160709-sevens-grand-prix-series-exeter-2016-day-1_sport

ევროპის გრან პრი. მეორე ეტაპი

ინგლისი. ექსეტერი. 9-10 ივლისი

A ჯგუფი

რუსეთი - ლიტვა

საქართველო - ესპანეთი

რუსეთი - ესპანეთი

საქართველო - ლიტვა

რუსეთი - საქართველო

ესპანეთი - ლიტვა

რუსეთი

საქართველო

ესპანეთი

ლიტვა

B ჯგუფი

საფრანგეთი - პოლონეთი

დიდი ბრიტანეთი როიალსი - პორტუგალია

საფრანგეთი - პორტუგალია

დიდი ბრიტანეთი როიალსი - პოლონეთი

საფრანგეთი - დიდი ბრიტანეთი როიალსი

პორტუგალია - პოლონეთი

საფრანგეთი

დიდი ბრიტანეთი როიალსი

პორტუგალია

პოლონეთი

C ჯგუფი

გერმანია - იტალია

დიდი ბრიტანეთი ლაიონსი - ბელგია

გერმანია - ბელგია

დიდი ბრიტანეთი ლაიონსი - იტალია

იტალია - ბელგია

დიდი ბრიტანეთი ლაიონსი - გერმანია

დიდი ბრიტანეთი ლაიონსი

გერმანია

იტალია

ბელგია

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:36 | 09.07.2016
ogafa (407)

წარმატებები

0.07632