ბორჯღალოსნები

12:46 | 9.07.2016 | ნანახია 10667 - ჯერ

ნახევარი ნაბიჯი პირველ დონემდე

გაზაფხულზე აგორებული ტალღა, როდესაც ქართული რაგბის მხარდასაჭერად სხვადასხვა ავტორიტეტული გამოცემები აქტიურად მოითხოვდნენ ექვსი ერის კარის გახსნას, მაისში თითქოს მინელდა, მაგრამ ივნისში „ბორჯღალოსნების“ წარმატებული ტურნესა და 20-წლამდელების მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის შემდეგ, ის ახალი ძალით აგორდა.

Rugbydump-მა ქართული რაგბის ისტორიას გადაავლო თვალი და აღნიშნა, რომ საქართველო აღარაა მეორე დონის სარაგბო ქვეყანა და პირველ დონეს დაახლოებით ნახევარი ნაბიჯითღა ჩამორჩება:

„რაგბისათვის ფანტასტიურ დროში ვცხოვრობთ. გვყავს სახელგანთქმული გუნდები, რომლებმაც პროფესიულ ერაზე გადასვლის შემდეგ, უკანასკნელ 20 წელიწადში უპრეცედენტო სტანდარტს მიაღწიეს და ასევე, ვხედავთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით რაგბის პოპულარობის და ხარისხის ზრდას. გადახედეთ ბოლო მსოფლიო თასის მონაწილეებს და დაინახავთ რა შორს წავიდა რაგბი.

პირველი და მეორე დონის ნაკრებებს შორის, არიან გუნდები, რომლებიც განვითარების საუკეთესო პერიოდს გადიან. ისინი სულ მცირედით ჩამორჩებიან საუკეთესოებს და საუკეთესოებსა და დანარჩებს შორის, სადღაც შუაში არიან. შეხედეთ მსოფლიო რეიტინგში 10-დან 20-მდე მყოფ გუნდებს და აღმოაჩენთ იაპონიას, აშშ-ს, კანადას. ესენი არიან გუნდები, რომლებიც მეორე დონის ნაკრებებად ითვლებიან და აქვთ უზარმაზარი პოტენციალი.

მათ შორის საუკეთესო უდავოდ საქართველოა. და რა ვიცით ქართული რაგბის შესახებ? თავად საქართველოს შესახებ, რაგბის გარდა ვიცით რამე? ქართული რაგბის, „ლელოების“ წარმატების ერთ-ერთი მთავარი საწინდარი თავად ლელოა - უძველესი ქართული სახალხო თამაში დიდ მოედანზე ბურთით და კონტაქტის ელემენტებით, რომელიც ძალიან წააგავს რაგბის. როგორც ჩანს, ესაა არა ერთადერთი, თუმცა ერთ-ერთი ახსნა იმ ძლიერი და უნიკალური ფონდისა, რომელზეც საქართველოა დაფუძნებული.

სავარაუდოდ, რაგბი საქართველოში ყოველთვის იყო მაღალ დონეზე, მაგრამ გასაქანი არ ეძლეოდა, რადგან ყველა საუკეთესო მოთამაშე იძულებული იყო ეთამაშა საბჭოთა კავშირში. მას შემდეგ, რაც ქვეყანამ საბჭოთა რეპრესიებს თავი დააღწია, ირბ-ს დახმარებით დამოუკიდებლად თამაშის საშუალება მიეცა და ახლა ქართველებს შეუძლიათ იამაყონ რაგბით, რადგან ის ქვეყანაში ყველაზე პოპულარული სათამაშო სპორტის სახეობაა.

მდიდარი ქვეყნის ისტორია პოლიტიკითაა გატკეპნილი და ეს დღესაც რჩება უმთავრეს გამოწვევად, თუმცა ახლა ქართულ რაგბისაც საუკეთესო პერიოდი უდგას. კულმინაცია 2015 წლის მსოფლიო თასზე და ახლახანს 20-წლამდელების წარმატებული თამაში იმის მანიშნებელია, რომ „ლელოებს“ ნათელი მომავალი აქვს. მართალია 20-წლამდელებმა მხოლოდ იტალია დაამარცხეს, თუმცა მათი შერკინების დომინირება ძალიან დიდი იყო. ესაა ქართველების ყველაზე ეფექტური იარაღი და მათი 8 მოთამაშე რამდენიმე წლის წინ არგენტინელების თამაშს გვახსენებს, როდესაც მათი ზრდა ჯერ კიდევ ახალი დაწყებული იყო. ამ ახალგაზრდა ბიჭებს მთელი კარიერა წინ აქვთ, თუმცა მათზე უფროსებმა უმძიმესი გარჯით შექმნეს პლატფორმა და მათ აქამდე წარმოუდგენელ დონეზე თამაშის საშუალება ექნებათ.

გასულ მსოფლიო თასს თუ გადავხედავთ, ერთი გვარი აუცილებლად გაგახსენდებათ - მამუკა გორგოძე, გნებავთ „გორგოძილა“, როგორც მას მოფერებით ეძახიან. „ტულონის“ მოთამაშე ერთ-ერთია იმ მრავალ ქართველს შორის, რომლებიც საკუთარ ოსტატობას ტოპ 14-ში, მსოფლიოს საუკეთესო კლუბებში ხვეწენ. ეს პროგრესი სულ უფრო თვალსაჩინო ხდება ყოველ ჯერზე, როდესაც საქართველოს ნაკრები ერთად იკრიბება.

საქართველო თამაშობს „ერთა თასზე“, ექვსი ერის ქვედა დონეზე და უკანასკნელ ექვს წელიწადში ყველა ჯერზე მისი გამარჯვებული გახდა, ხოლო 10 წელიწადში ტიტული 9-ჯერ მოიპოვა. იქნებ დადგა დრო, რომ საქართველო აღარ ითვლებოდეს მეორე დონის სარაგბო ნაკრებად? ეგებ დადგა ახალი გამოწვევების დრო?

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ამის დრო მართლაც დადგა და დროა საქართველომ ექვსი ერი შეავსოს. საქართველო მოცემულ მომენტში მსოფლიო რეიტინგში იტალიაზე ორი ადგილით წინაა. ვფიქრობთ, რომ დროა მსოფლიო რაგბიმ გუნდების დონეებად დაყოფის ახალი სისტემა შემოიღოს და დაიბადოს ტიერ1,5-ი“.

მოამზადა ზურა ქსოვრელმა


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:06 | 10.07.2016
buratino (480)

როგორც მოვარდნილი წყალის დიდ ნაკადს ვერ შეაჩერებს ვერაფერი, ზუსტად ეგრე ვერავინ ვერ შეაჩერებს ქართული რაგბის ელიტაში შესვლას რამდენიმე წელიწადში

21:41 | 09.07.2016
Kala94 (151)

ცალკეული სფეროები 10 და 100 თავით მაღლა დგას ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.. ვისი ბრალია ბიზნესის ხელისუფლები, ხალხის თუ ვისი გაგვაგებინონ მაინც !

21:03 | 09.07.2016
BEERTRANCE (1073)

რაც არ უნდა შეგვაფერხონ, მოსახდენი მოხდება.

21:02 | 09.07.2016
ogafa (407)

დროა უკვე

15:51 | 09.07.2016
tamasho (88)

შოტლანდიაში ხელოვნურზეო
არაუშავს რომ გავჟიმავთ მუხლები არ დაგვესვრება ტალახში

15:44 | 09.07.2016
tamasho (88)

ცოტა მოიცადეთ და არაა გამორიცხული ნოემბრის ბოლოს შეიძლება ექვსსირიერიდან სამი ჩვენს უკან აღმოჩნდეს

0.085613