ზე-18

11:19 | 9.07.2016 | ნანახია 1460 - ჯერ

„ლაიონსის“ დაგეგმილი პრემიალური

სამხრეთ აფრიკულმა „ლაიონსმა“ სუპერ რაგბის ბოლოსწინა ტურში „კინგსი“ დაგეგმილად, პრემიალური ქულით დაამარცხა და რამდენიმე საათით დაკარგული ლიდერობა დაიბრუნა.

აუტსაიდერმა იბრძოლა და 30-ე წუთამდე საყაიმო ანგარიშის შენარჩუნება მოახერხა - 7:7. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ „ლაიონსმა“ ლელოს დადებაზე ხელი აიღო და ჯარიმით დაწინაურდა, თომცა კოტცემ შესვენებამდე მაინც შეძლო ლელოს დადება - 17:7. მეორე ტაიმის დებიუტში „კინგსმა“ კვლავ გაიბრძოლა და მეტოქის ლელოს ლელოთი უპასუხა, მაგრამ 55-ე და მე-60-ე წუთზე სინბინით ორი მორაგბე დაკარგა და „ლაიონსის“ უპირატესობა ანგარიშშიც აისახა.

ჯამში „ლომებმა“ სამი ლელო გაუშვეს და თავად 8 გაიტანეს. სუპერ რაგბის რეგულარული გათამაშების დასკვნით ტურში „ლაიონსი“ არგენტინაში „იაგუარესს“ შეხვდება და ამის შემდეგ პლეი ოფში გადაერთვება. „კინგსი“ დასკვნით ტურში „სტორმერსს“ ხვდება და სავარაუდოდ, სეზონს ორად-ორი მოგებით დაასრულებს.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085911