ტესტ-მატჩები

16:58 | 8.07.2016 | ნანახია 7221 - ჯერ

შოტლანდია საქართველოს კილმარნოკში დაუხვდება

შოტლანდიის რაგბის კავშირმა დღეს დაადასტურა, რომ 26 ნოემბერს მათი ქვეყნის ეროვნული გუნდი საქართველოს ნაკრებს კილმარნოკში, „რაგბი პარკზე“ დაუხვდება, რომელიც 18 ათას გულშემატკივარს იტევს და თამაში ადგილობრივი დროით 14:30 საათზე დაიწყება.

ამ სტადიონზე სქოთების უპირველეს გუნდს ერთადერთხელ, 2014 წელს უთამაშია და მაშინ ტონგა 37:12 დაამარცხა. სტადიონზე მესამე თაობის ხელოვნურსაფარიანი მოედანია და ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც პირველი დონის სარაგბო ნაკრები სრულად ხელოვნურსაფარიან მოედანზე ითამაშებს. შოტლანდიური რაგბის უფროსი ოფიცერი დომინიკ მაკქეი რეგიონებში ნაკრების თამაშების გატანით ქვეყანაში სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას იმედოვნებს:

„მოხარულები ვართ იმით, რომ შემოდგომის ტესტებზე შოტლანდია საქართველოს კილმარნოკში უმასპინძლებს. აქ გუნდმა პირველად2014 წელს, ტონგას წინააღმდეგ ითამაშა და ეს ნაბიჯი წარმატებული აღმოჩნდა, რადგან მაშინ შეხვედრას 16 ათასი გულშემატკივარი დაესწრო. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თამაშები შოტლანდიის მთელ ტერიტორიაზე ჩატარდეს, რათა გაიზარდოს ქვეყანაში რაგბის პოპულარიზაცია. ვიმედოვნებთ, რომ ეროვნული გუნდის ეირშირში თამაში ახალ აუდიტორიას მოიზიდავს და რაგბისადმი ინტერესი გაიზრდება. ბილეთების შესაძენად ქომაგებს რამდენიმე ვარიანტს შევთავაზებთ, რათა მათ ოჯახებით შეძლონ სტადიონზე მისვლა“.

წარმოშობით ეირშირელი, შოტლანდიის ნაკრების ბურჯი გორდონ რიდი ამბობს:

„რაგბი პარკი“ ფანტასტიური სპორტული ნაგებობაა. იქ შოტლანდიის ნაკრების თუ „გლაზგო უორიორსის“ მაისურით თამაშისას მუდამ უდიდეს სიამოვნებას ვიღებდი. თამაშის დღეს საოცარი ატმოსფეროა. პირადად მე ხელოვნურ საფარზე თამაში ძალიან მომწონს და ეს „რაგბი პარკის“ კიდევ ერთი პლიუსია. ასეთი მოედანი ხელს უწყობს სწრაფ თამაშს და მაყურებელი ნასიამოვნები დარჩება. გარდა ამისა, ადგილობრივებისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა ეზიარონ საერთაშორისო რაგბის და დარწმუნებული ვარ, სტადიონი პირთამდე შეივსება“.

ეირშირი მეცხრე რეგიონია, სადაც შოტლანდიის ნაკრებს საშინაო შეხვედრა ჩაუტარებია. ამ სტადიონზე გასულ სეზონში შალვა მამუკაშვილის „გლაზგო უორიორსმა“ ორი შეხვედრა ჩაატარა, მათ შორის ერთი ჩემპიონთა თასზე ამა წლის იანვარში და ტურნირის მომავალი ფინალისტი, ტოპ 14-ის გამარჯვებული „რასინგი“ 22:5 დაამარცხა.

სტადიონი შოტლანდიურ საფეხბურთი კლუბ „კილმარნოკს“ ეკუთვნის და მენეჯერი ლი კლარკი მოხარულია, რომ მათ სტადიონზე შოტლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ითამაშებს:

„მოხარულები ვართ შოტლანდიის მორაგბეთა ნაკრებმა „რაგბი პარკზე“ დაბრუნება რომ გადაწყვიტა. ეს იქნება მეოთხე პრესტიჟული, სარაგბო მატჩი მას შემდეგ, რაც ხელოვნური მოედანი მოვაწყეთ. ჩვენი სინთეთიკური საფარი სრულად შეესაბამება „მსოფლიო რაგბის“ მოთხოვნებს, რომელიც უფრო მკაცრია მოთხოვნებში, ვიდრე ფიფა. ესაა იდეალური ადგილი შემოდგომის ტესტებისთვის. მე რაგბის დიდი ქომაგი ვარ და დარწმუნებული ვარ, თამაშის დღეს ტრიბუნები შეივსება. ის ადამიანები, რომლებიც ამავე დღეს საფეხბურთო გუნდს „აბერდინთან“ გასამართი შეხვედრისთვის ვერ გაყვებიან, დარწმუნებული ვარ ტრიბუნებზე იქნებიან“.

შოტლანდიის ნაკრები შემოდგომის ტესტ-სერიას 12 ნოემბერს ავსტრალიასთან, „მარიფილდზე“ იწყებს, 19 ნოემბერს იქვე არგენტინას დაუხვდება და დასკვნით მატჩს საქართველოსთან გამართავს. საქართველოსა და შოტლანდიის მატჩისთვის ბილეთების გაყიდვა 20 ივლისს, დილის 10 საათზე დაიწყება და უფროსებისთვის მისი ფასი 15 ევრო, ხოლო 18-წლამდე ახალგაზრდებისთვის 10 ევრო იქნება. შესაძლებელია ოჯახური ბილეთის შეძენაც - ორი უფროსი და ორი უმცროსი ასაკის ადამიანისთვის და მათი საერთო ღირებულება 40 ევრო იქნება. ვარაუდობენ, რომ ბილეთების მარაგი უმოკლეს ვადაში ამოიწურება და დროის მხრივ გაყიდვების რეკორდი დამყარდება.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (12)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:51 | 09.07.2016
BEERTRANCE (1073)

იკადრეს მარა რას ვიზამთ. უნდა მოვინდომოთ 100-აგად.

09:55 | 09.07.2016
Torres9 (48)

ფუ თქვენი ხელოვნური სპეციალურად შეარჩიეს

07:51 | 09.07.2016
zura-mesi (33)

მიდით ლომებო, ღირსეული თამაში არ გეშლებათ და იქნებ ცოტა იღბალიც შეგვეშველოს...

19:08 | 08.07.2016
tamasho (88)

ბიჭებო თუ იცით ფრანგებს ვისთან აქვთ ტესტები
არაა გამორიცხული ექვსსირიელიდან სამი ამოვიდოთ საჭუჭუეშიდა შეკვეცონ მერე და ჩაატარონ სამი ერის პირველობა

00:07 | 09.07.2016
→ LELOS← (98)

ავსტრალია და ზელანდია მესამე თუ აქ არ ვიცი.

18:54 | 08.07.2016
test (124)

მაგათ თუ გონიათ რომ ხელოვნური საფარი უშველით ეგრე იყოს, მაგრამ გუნდში ჯერ კიდე გვყავს ბიჭები,რომლებიც ასფალტზე ვარჯიშს მოესწრნენ და თუ შოტლანდიასთან თამაში მოსაგებია, არამგონია ხელოვბურმა საფარმა მაგათ უშვრლოს

18:33 | 08.07.2016
ogafa (407)

წარმატებები

18:22 | 08.07.2016
buratino (480)

"შოტლანდიის ნაკრები შემოდგომის ტესტ-სერიას 12 ნოემბერს ავსტრალიასთან, „მარიფილდზე“ იწყებს, 19 ნოემბერს იქვე არგენტინას დაუხვდება და დასკვნით მატჩს საქართველოსთან გამართავს"
.
შეხედეთ ერთი ამ უნამუსოებს, "მარიფილზე" ავსტრალია-არგენტინას ეთამაშებიან და ჩვენ კი პერიფერიაში გვიკრეს თავი, თანაც 18 ათასიან ხელოვნურსაფარიან სტადიონზე! აქედანაც ჩანს რომ ეს ყოყოჩა ბრიტანელები არაფრად არ გვთვლიან და იოლ მოგებას ვარაუდობენ. ამის შემხედვარე მიათმაგდება იმის სურვილი რომ ჩვენმა ლომკაცებმა მაგათ მოუგონ, მაგრამ არ ვიცი რა გამოვა.
მე რაც ძაან გამიტყდა ის არის რომ წასვლაზე სერიოზულად ვფიქრობდი და ეს ნაგავები ისეთ დაბრკოლებებს ქმნიან რომ წასვლას აზრს უკარგავენ! ჯერ ერთი, 18 ათასიან სტადიონზე ატარებენ და ბილეთების გაყიდვას 10 დღეში იწყებენ, მერე სადღაც ჯანდაბაში ატარებენ და ა.შ. მოკლედ, ყველაფერს აკეთებენ რომ ჩვენს ნაკრებს იქ (ადგილზე) მხარდამჭერები შეუმცირდეს

18:00 | 08.07.2016
Kala94 (151)

ოკეანეთის ტურნის და ზოგადად ამ 6 მატჩიანი ციკლის წინ ვთქვი 2 თამაშის მოგება წარმატება იქნება მეთქი.. რა დასამალია და არ ველოდი ნაკრების ასეთ წარმატებას.. ხოდა ახლაც არ ველდოები შოტლანდიასთან მოგებას და აბა თქვენ იცით ლომებო

17:32 | 08.07.2016
tamasho (88)

სადაც არ უნდა დაგვიხვდნენ კილტები უნდა ჩავხადოთ

17:19 | 08.07.2016
მებრძოლი ლაზი (124)

მაგრამ „რაგბი პარკზე“ ჩაიწვება მაგათი ჯიგარი

17:19 | 08.07.2016
მებრძოლი ლაზი (124)

აეწვათ ჯიგრებს

17:14 | 08.07.2016
DataN24 (215)

რეგიონები არა კვახი სპეიალურად შეარჩიეს ხელოვნურ საფარიანი და ფიქრობენ იქ უფრო ექნებათ ჩვენთან უპირატესობა სწრაფ თამაშში, ამ თამაშში უნდა ვაჩვენოთ შესაძლებლობების 120% შეუძლებელი არაფერია

0.107512