ახალი ზელანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სტივ ჰანსენი საკუთარ მომავალთან დაკავშირებით თვენახევარში, ზაფხულის ბოლომდე ჩამოყალიბდება.
57 წლის სპეციალისტს ახალი ზელანდიის რაგბის კავშირთან მოქმედი კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს. ახლა მან უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა „ოლ ბლექსს“ 2019 წლის მსოფლიო თასის დასრულებამდე უთავკაცოს და ახალი კონტრაქტის გაფორმება ოთხ ძირითად პუნქტზე იქნება დამოკიდებული.
„ოთხი კითხვაა, რომლებიც საკუთარ თავს დავუსვი: სურს ეს ჩემს ოჯახს? სურს ეს გუნდს? შემრჩა კი მოტივაცია? შევძლებ „ოლ ბლექსი“ უკეთესი გავხადო? თუ ამ ოთხიდან ერთ-ერთ პუნქტზე მაინც უარყოფითი პასუხი მექნება, ახალ კონტრაქტზე უარს ვიტყვი. საკუთარ გადაწყვეტილებას „რაგბი ჩემპიონშიპის“ დაწყებამდე გამოვაცხადებ“ - ამბობს ჰანსენი.
2016 წლის „რაგბი ჩემპიონშიპი“, იგივე ოთხი ერი, 20 აგვისტოს იწყება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია