პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო სარაგბო მსაჯი ნაიჯელ ოუენსი საკუთარ მიღწევას გააუმჯობესებს.
უელსელი იმ რეფერთა შორისაა, რომლებიც რაგბი ჩემპიონშიპის, იგივე ოთხი ერის შეხვედრებს მოემსახურება. ოუენსი 10 სექტემბერს ავსტრალიისა და სამხრეთ აფრიკის, ხოლო 22 ოქტომბერს „ბლედისლოუს თასის“ გადამწყვეტ მატჩს განსჯის ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის ნაკრებების მონაწილეობით.
ამრიგად, 13 წლის განმავლობაში ოუენსის მიერ განსჯილი თამაშების რაოდენობა 73-მდე გაიზრდება. შეგახსენებთ, წინა რეკორდი სამხრეთ აფრიკელ ჯონათან კაპლანს ეკუთვნოდა და 68 საერთაშორისო შეხვედრას მოიცავდა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მაგრამ ჩვენთან მაინც ექნება ცოტა მიქარული, საქართველოს რომ არ გაკრან კბილი ექვსი ერის მსაჯები ისე ვერ ძლებენ
რას ამბობ, ამის წესიერმა მსაჯობამ ქნა ტონგას რო მოვუგეთ მსოფლიოზე თორე იყო 1-2 მომენტი სხვა ვიღაც წაგვაგებიებდა.
ძალიან მაგარი მსაჯი! ნეტავ ყველა მსაჯი ასეთი ობიექტური იყოს!
ღმერთმა ხელი მოუმართოს ამისთანა მსაჯს! ობიექტურობის განსახიერებაა ეს კაცი
ამისნაირი მაგარი მსაჯი ალბათ კაი ხანს არ გამოჩნდება.