ტურნირები

0:17 | 7.07.2016 | ნანახია 3120 - ჯერ

სეუ-ს 7-კაცა ზაგრებში ითამაშებს [+ვიდეო]

საქართველსო ეროვნული უნივერსიტეტის 7-კაცა რაგბის გუნდი, წელს მეოთხედ ითამაშებს ევროპის საუნივერსიტეტო ჩემპიონატზე.

სეუ-მ 7-კაცას უნივერსიადაზე პირველად 2013 წელს, ბულგარეთის ქალაქ სოფიაში ითამაშა, 2014 წელს ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში, ხოლო 2015 წელს უნგრეთის ქალაქ გოდოლოში და სამივე წელს პირველი ადგილი დაიკავა, თანაც ისე, რომ თამაში არ წაუგია და მთავარი ჯილდოს გარდა სამივე ჯერზე ტურნირის საუკეთესო მოთამაშისა და მელელოვის ჯილდოებიც გამოაყოლა ხელს. ამასთან, შარშან სეუ-ს სპეციალური პრიზი - ყველაზე სამართლიანი გუნდი მიენიჭა, რადგან ფინალურ შეხვედრაში, როდესაც მოწინააღმდეგეს მორაგბე დაემტვრა და შემცვლელი არ ყავდა, ერთი მორაგბე თავადაც მოიკლო.

წელს უნივერსიადას 9-14 ივლისს ხორვატიის ქალაქი ზაგრები მასპინძლობს. ქართველების გარდა იქ მასპინძელი ხორვატიის, ლიტვის, ნიდერლანდების, პორტუგალიის, რუმინეთის, რუსეთის და ესპანეთის გუნდები ითამაშებენ.

აღსანიშნავია, რომ ევროპის საუნივერსიტეტო ასოციაციის დებულების მიხედვით, აღნიშნულ ტურნირზე მონაწილეობის უფლება აქვთ 27 წლამდე სტუდენტებს, რომლებიც იმ ქალაქის ნებისმიერ უნივერსიტეტში უნდა ირიცხებოდნენ, რომელი ქალაქიდანაც არის მონაწილე გუნდი. სეუ ამ უფლებით სარგებლობს, თუმცა გუნდის ბირთვს ამავე უნივერსიტეტის სტუდენტები წარმოადგენენ. მათთვის, ვინც დიდი 10-ის თამაშებს თვალყურს ადევნებს, ზაგრებში მიმავალი სტუდენტების გვარები ცნობილი იქნება, შემადგენლობა კი, ასეთია:

ჯიმი ღამბაშიძე, ლაშა გედეხაური, ნიკოლოზ სუხაშვილი, შალვა დავითაშვილი, დიმიტრი კალანდაძე, ბახვა კობახიძე, შალვა მახარაშვილი, ლაშა ფოფხაძე, დაჩი კოპაძე, გიორგი აბრამიძე, თორნიკე მანაგაძე, ჟორჟ სალდაძე.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ბესიკ ხამაშურიძეა და მას ასისტენტობას გიორგი ჭყოიძე გაუწევს, რომელსაც თავადაც აქვს უნივერსიადა მოგებული. დელეგაციას საუნივერსიტეტო სპორტის პრეზიდენტი, „ლელოსა“ და საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე ლექსო გუგავა უხელმძღვანელებს, მენეჯერი ლელა წიკლაურია, ხოლო ექიმი გიორგი მურადაშვილი. ზაგრებში სეუ-ს 7-კაცას დიმიტრი კალანდაძე უკაპიტნებს.

სეუ-ს 7-კაცა 2015 წელს, ტრადიცია თამაშის დაწყებამდე

2015 წლის დაჯილდოვება


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
09:09 | 07.07.2016
BEERTRANCE (1073)

წარმატებები

0.087511