საფრანგეთი ტოპ-14

14:03 | 4.04.2016 | ნანახია 1373 - ჯერ

მჭედლიძემ "პო" დაიბრიყვა

ტოპ-14-ის XX ტურის ცენტრალური შეხვედრა მარსელში, „ველოდრომის“ სტადიონზე გაიმართა. ერთმანეთს „ტულონი“ და გათამაშების ლიდერი „კლერმონი“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა დაძაბული, მაგრამ არასანახაობრივი გამოდგა. 77-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 18:12 იყო მასპინძელთა სასარგებლოდ, საკთუთარ ნახევარზე მატიო ბასტარომ რატომღაც ფეხით თამაში გადაწყვიტა, ბურთი აეჭრა და „კლერმონის“ მოთამაშეებმა ჩაიგდეს ხელში, ჯერ მარხცნივ ჩაათამაშეს, შემდეგ მარჯვნივ ხაზი გაჭრეს და შექცეული პასით კაპიტანი დემიენ შული ლელოში შეუშვეს, პარამ ზუსტად გარდასახა - 19:18.

მასპინძლები ეცადნენ, რომ თამაში მეტოქის ნახევარზე გადაეტანათ, რათა კარში დასარტყმელი ჯარიმა გამოემუშავებინათ, მაგრამ მათი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა და „კლერმონმა“ ლიდერობა განიმტკიცა. „ტულონის“ ბურჯი ლევან ჩილაჩავა და მეორე ხაზელი მამუკა გორგოძე ძირითადში იყვნენ - ლევანი შესვენებაზე შეცვალეს, მამუკამ კი, შეხვედრა სრულად ჩაატარა. ჩილაჩავას უმეტესად შავი სამუშაოს შესრულება უწევდა და მის ანგარიშზე 2 ბოჭვაა. გორგოძემ 4-ჯერ შეუტია და სამი მეტრით წაიწია წინ, 7-ჯერ პასი გააკეთა და ორჯერ ოფლოუდი გაახერხა, მეტოქეები 6 ჯერ შებოჭა და ერთხელ დაჯარიმდა.

ზედიზედ მეორე ტურში მოახერხა ლელოს დადება „აჟენის“ გარემარბმა თამაზ მჭედლიძე, ამჯერად მან „პო“ შეხვედრის მერვე წუთზე დაალელოვა, როდესაც ფლანგზე მორკინალებმა უპირატესობა მოიპოვეს, მერე ბურთი ხაზზე გაიშალა, ქართველმა გარემარბმა სივრცით ისარგებლა, მბოჭავი ხელის კვრით ჩამოიშორა და ლელოში შეიჭრა. ეს მისი მეოთხე ლელოა მიმდინარე სეზონში და აღსანიშნავია, რომ პირველ წრეში "პოს" დუბლი შეუსრულა. სამწუხაროდ მასპინძლები კვლავ დამარცხდნენ და ცალი ფეხით უკვე პრო დ2-ში არიან დაქვეითებული.

ლელოს გარდა თაზომ 5 პასი გააკეთა, ერთხელ ითამაშა ფეხით, 7-ჯერ შეუტია და 21 მეტრი გაიარა, ორჯერ გაჭრა ხაზი, სამი მეტოქე გააბითურა და ერთი ოფლოუდიც გაახერხა, დაცვაში კი, ორჯერ „მოიპარა“ ბურთი რაქიდან, 2 ბოჭვა შეასრულა და 2 გაუცუდდა. მსაჯმა ის ერთხელ დააჯარიმა. მის გარდა „აჟენის“ შემადგენლობაში 62-ე წუთზე ცვლილებაზე შევიდა ბურჯი გიორგი თეთრაშვილი, რომელმაც 3 მიძალებაზე 2 მეტრით წაიწია წინ, დაცვაში ერთი ბოჭვა შეასრულა და ერთხელ დაჯარიმდა.

„მონპელიემ“ „ბრივს“ უმასპონძლა და შინ დამარცხებული გაისტუმრა - 19:3. მასპინძელთა რიგებში სათადარიგოები იყვნენ მიხეილ ნარიაშვილი და დავით ქუბრიაშვილი, ისინი მოედანზე შესაბამისად 53-ე და 46-ე წუთებზე შევიდნენ, ხოლო სტუმართა შორის 61-ე წუთიდან ითამაშა კარლენ ასიეშვილმა. შეტევაში ნარიაშვილმა 5 ცდაზე ერთი მეტრის გავლა შეძლო, ქუბრიაშვილმა 6 მიაძალებაზე 3 მეტრი გაიარა, დაცვაში „ნარომ“ 1 ბოჭვა შეასრულა, დუდუმ და კარლენმა კი, სამ-სამი. მსაჯმა ისინი შესაბამისად, ერთხელ და ორ-ორჯერ დააჯარიმა.

ასევე ქართველი ბურჯების დაპირისპირება შედგა „ლა როშელი“ – „სტად ფრანსეს“ შეხვედრაში, სადაც „ლა როშელის“ გაგი ბაზაძე 62-ე წუთზე ჩაერთო შეხვედრაში, „სტად ფრანსეს“ ზურაბ ჟავანია კი, შესვენების შემდეგ გამოჩნდა მოედანზე. ბაზაძემ ორ მიძალებაზე ერთი მეტრით წაწია წინ ბურთი, ჟვანიამ კი, ერთ ცდაზე ხუთი მეტრი გაიარა და ორი პასი გააკეთა. დაცვაში გაგის ბოჭვა არ შეუსულებია, ხოლო ზურამ 4 შედეგიანი ბოჭვა შეასრულა.

სტუმრად „კასტრთან“ 9:15 დამარცხდა ვასილ კაკოვინის „ტულუზი“. ქართველი ბურჯი ძირითდში იყო და 53-ე წუთზე შეცვალეს. მან 2-ჯერ უშედეგოდ შეუტია, 3 ბოჭვა შეასრულა და ერთი გაუცუდდა.

ტურის კიდევ 2 შეხვედრაში სტრუმრება იმარჯვეს: „გრენობლმა“ 27:20 დაამარცხა „ოიონაქსი“, ხოლო „რასინგ-92“-მა 28:20 სძლია „ბორდო“.

საფრანგეთი. ტოპ 14. XX ტური

მონპელიე - ბრივი 19:3

კასტრი - ტულუზი 15:9

აჟენი - პო 26:33

ოიონაქსი - გრენობლი 20:27

ლა როშელი - სტად ფრანსე 21:18

ბორდო - რასინგი 20:28

ტულონი - კლერმონი 18:19

1.

კლერმონი

20

14

1

5

557:345

70

12

2.

მონპელიე

20

14

0

6

556:426

64

8

3.

რასინგი

20

14

1

5

445:403

64

6

4.

ტულონი

20

12

0

8

595:366

62

14

5.

ბორდო

20

11

2

7

429:372

53

5

6.

ტულუზი

20

10

2

8

502:319

53

9

7.

კასტრი

20

10

0

10

446:391

49

9

8.

გრენობლი

20

10

0

10

503:548

46

6

9.

ლა როშელი

20

9

0

11

437:460

44

8

10.

ბრივი

20

9

1

10

359:400

43

5

11.

პო

20

9

1

10

343:496

41

3

12.

სტად ფრანსე

20

7

0

13

377:465

32

4

13.

ოიონაქსი

20

4

0

16

335:658

18

2

14.

აჟენი

20

3

0

17

403:638

16

4

XXI ტური. 15-17 აპრილი

გრენობლი - კასტრი, პო - ტულონი, ბრივი - ოიონაქსი, კლერმონი - აჟენი, ლა როშელი - ბორდო, სტად ფრანსე - მონპელიე, ტულუზი - რასინგი

გიორგი ბეჭვაია


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.087075