რიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ჯგუფური ეტაპის წილისყრის შემდეგ, 7-კაცა ნაკრებებისთვის თამაშების განრიგი გაიწერა.
ბრაზილიაში ქალთა და კაცთა 12-12 გუნდი ითამაშებს. სისტემა 7-კაცასთვის კარგად ნაცნობია - ჯგუფური ეტაპის შემდეგ ორ-ორი საუკეთესო და ორიც საუკეთესო მესამეადგილოსანი მედლებისთვის გააგრძელებს ბრძოლას, ხოლო ბოლო ადგილოსნები და უარესი მესამე სანუგეში მე-9 ადგილისთვის იბრძოლებენ.
ევროპის გრან პრისა და მსოფლიო სერიებისგან განსხვავებით, თამაშები 3 დღეზეა გაწერილი. 6-8 აგვისტოს ქალთა, ხოლო 9-11 აგვისტოს კაცთა გუნდები ითამაშებენ. რადგან ჩვენთან ქალების რაგბი დიდად პოპულარული არაა, საათობრივ განრიგს მხოლოდ კაცთა გუნდებისთვის გთავაზობთ. პირველ სათამაშო დღეს ჯგუფური ეტაპის ორ-ორი თამაშია; მეორე დღეს ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ნაკრებები პლეი ოფის თითო თამაშს გამართავენ; მესამე დღეს ნახევარფინალების და ფინალების ჯერი დადგება.
ზაფხულის ოლიმპიური თამაშები. 2016 წელი
რიო. ბრაზილია. კაცები. 9-11 აგვისტო
A ჯგუფი
ფიჯი
აშშ
არგენტინა
ბრაზილია
9 აგვისტო
აშშ - არგენტინა (16:00 სთ)
ფიჯი - ბრაზილია (16:30 სთ)
აშშ - ბრაზილია (21:00 სთ)
ფიჯი - არგენტინა (21:30 სთ)
10 აგვისტო
არგენტინა - ბრაზილია (16:00 სთ)
ფიჯი - აშშ (16:30 სთ)
B ჯგუფი
სამხრეთ აფრიკა
ავსტრალია
საფრანგეთი
ესპანეთი
9 აგვისტო
ავსტრალია - საფრანგეთი (14:00 სთ)
სამხრეთ აფრიკა - ესპანეთი (14:30 სთ)
ავსტრალია - ესპანეთი (19:00 სთ)
სამხრეთ აფრიკა - საფრანგეთი (19:30 სთ)
10 აგვისტო
საფრანგეთი - ესპანეთი (14:00 სთ)
სამხრეთ აფრიკა - ავსტრალია (14:30 სთ)
C ჯგუფი
ახალი ზელანდია
დიდი ბრიტანეთი
კენია
იაპონია
9 აგვისტო
დიდი ბრიტანეთი - კენია (15:00 სთ)
ახალი ზელანდია - იაპონია (15:30 სთ)
დიდი ბრიტანეთი - იაპონია (20:00 სთ)
ახალი ზელანდია - კენია (20:30 სთ)
10 აგვისტო
კენია - იაპონია (15:00 სთ)
ახალი ზელანდია - დიდი ბრიტანეთი (15:30 სთ)
10 აგვისტო. 19:00-დან
IX-XII ადგილების ნახევარფინალები
10 აგვისტო. 20:00 საათიდან
ოქროს მედლების მეოთხედფინალები
11 აგვისტო. დასკვნითი დღე
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია