საფრანგეთი ტოპ-14

10:53 | 6.07.2016 | ნანახია 3649 - ჯერ

სეზონის სტატისტიკა: ტოპ-14 და ევროთასები

სარაგბო სეზონი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ყველაზე გვიან საფრანგეთის ელიტარულმა დივიზიონმა 25 ივნისს, ბარსელონაში გამართლი ფინალით დაასრულა, სადაც პარიზულმა ,,რასინგ-92’’-მა ,,ტულონი’’ დაამარცხა.

განვლილ სეზონში გათამაშებაში ჩართული 14 გუნდიდან მხოლოდ 3 გუნდი (გრენობლი, კასტრი, ბორდო) იყო ისეთი, რომელთა რიგებში ქართველ ლეგიონერს არ უთამაშია. საერთო ჯამში ტოპ-14-ის გუნდების ღირსება ჩემპიონატში თუ ევროთასებზე 21-მა მოთამაშემ დაიცვა, მათ შორის 17 ბურჯია, ერთი მხტომელი, ორი მესამე ხაზელი და ერთი უკანახაზელი.

პირველი საკლუბო ჯოლდო მოიპოვა მიხეილ ნარიაშვილმა, რომელმაც ,,მონპელიეს’’ მაისურით ,,ევროპის ჩელენ ქაფი’’ მოიგო, ასევე მასთან ერთად გამარჯვება იზეიმა ,,მონპელიეში’’ ზამთარში გადაბარგებულმა დავით ქუბრიაშვილმა, რომელსაც მანამდე ტოპ-14 და ჩემპიონთა თასი ქონდა მოგებული შესაბამისად = ,,სტად ფრანსესა’’ და ,,ტულონის’’ მაისურებით.

ინგლისში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის გამო საწყისი 4 ტურის განმავლობაში თავთავიანთ კლუბებში არ უთამაშიათ: მამუკა გორგოძეს, დავით ზირაქაშვილს, ვიქტორ კოლელიშვილს, კარლენ ასიეშვილს, კონსტანტინე მიქაუტაძეს, მიხეილ ნარიაშვილს, ლევან ჩილაჩავას და თამაზ მჭედლიძეს.

ლეგიონერებს შეორის ყველაზე მეტი თამაში ბურჯმა მიხეილ ნარიაშვილმა ჩაატარა, რომელმაც 29 (25 სასტარტო, 4 მარქაფი) შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მოედანზე 1729 წუთი გაატარა, მათ შორის 20 ტოპ-14 გათამაშებაში (17 სასტარტო, 3 მარქაფი, 1189 წუთი) და 9 (8 სასტარტო, 1 მარქაფი, 540 წუთი) „ჩელენჯ ქაფის’’ გათამაშებაში. ,,ნაროს’’ გასულ სეზონში ლელო არ დაუდია, ხოლო ,,ჩელენჯ ქაფზე’’ ,,ჰარლექუინზთან’’ შეხვედრაში სინბინით დაისაჯა.

24 თამაშში მიიღო მონაწილეობა ,,ტულონის’’ მარბიელმა მამუკა გორგოძემ, რომელსაც მარტიდან გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე მხტომელადაც უწევდა გარჯა. 24 თამაშდან მან ძირითადში 19 შეხვედრა დაიწყო და ჯამში 1494 წუთი ითამაშა. მათ შორის ტოპ-14-ში 18 თამაში (17 ძირითადი, 1 მარქაფი, 1288 წუთი) და ,,ჩემპიონთა თასზე’’ 6 შეხვედრა (2 ძირთადში, 4 მაქრაფი, 206 წუთი). ტოპ-14-ში 2 ლელოს დადება მოახერხა (VII ტურში ,,გრენობლთან’’ და ფინალში ,,რასინგ-92თან’’), XI ტურში კი მსაჯმა ყვითელი ბარათით დასაჯა. აღსანიშნავია რომ მამუკას ცხვირის ტრამვის გამო 5 კვირა გაუცდა.

27 თამაში ჩაატარა (18 ძირითადი, 9 მარქაფი) ,,ტულონის’’ ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ, რომელმაც მოედანზე 1280 წუთი გაატარა. ტოპ-14-ში მან 20 შეხვედრაში (15 სასტარტო, 5 მარქაფი) 947 წუთი ითამაშა, ხოლო ,,ჩემპიონთა თასზე’’ 7 შეხვედრაში (3 ძირითადი, 4 მარქაფი) 333 წუთი.

,,ტულუზის’’ ბურჯი ვასილ კაკოვინი მოედანზე 22 შეხვედრაში (16 ძირითდი, 6 მარქაფი) გავიდა და 1066 წუთი ითამაშა. მათ შორის ტოპ-14-ში 19 თამაში (14 ძირითადი, 5 მარქაფი, 905 წუთი), ჩემპიონთა თასზე 3 თამაში (2 ძირითადი, 1 მარქაფი, 161 წუთი).

,,ტულონის’’ მხტომელმა კონსტანტინე მიქაუტაძემ 21 შეხვედრაში (14 ძირითადი, 7 მარქაფი) 1051 წუთი ითამაშა. ტოპ-14 17 თამაში (12 ძირითადი, 5 მარქაფი, 877 წუთი), ,,ჩემპიონთა თასზე’’ 4 თამაში (2 ძირითადი, 2 მარქაფი, 174 წუთი). XII ტურში ,,პოსთან’’ შეხვედრაში ლელო დადო, ხოლო პლეიოფში ,,მონპელიესთან’’ შეხვედრაში მსაჯმა სინბინით დასაჯა.

,,აჟენის’’ ფრთა თამაზ მჭედლიძე გახდა პირველი ქართველი უკანახაზელი, რომელმაც ტოპ-14-ში ლელოს დადება მოახერხა, მან თავის პირველი ლელო VIII ტურის შეხვედრაში ,,პოს’’ წინააღმდეგ მითვალა. ჯამში თაზომ მოწინააღდეგე 6-ჯერ დაალელოვა, რაც თავის მხრივ ქართველი ლეგიონერებისთვის სარეკორდო მაჩვენებელია. სხვა მხრივ თაზომ ტოპ-14 ში 17 თამაშში (12 ძირითადი, 5 მარქაფი) 1004 წუთი ითამაშა, ხოლო ჩელენჯ ქაფზე ერთხელ შევიდა სათარადიგოთა სკამიდან მოედანზე და 20 წუთი ითამაშა. XVII ტურიში ,,რასინგ-92თან’’ შეხვედრაში კი ბენ ტამეფუინასთან ჩხუბისთვის ყვითელი ბარათით დაისაჯა.

,,სტად ფრანსედან’’ ,,მონპელიეში’’ ზამთარში გადასული ბურჯი დავით ქუბრიაშვილი 16 შეხვედრაში მოხვდა ,,მოპელიეს’’ განაცხადში (6 ძირითადი, 10 მარქაფი) და 635 წუთი ითამაშა. დუდუმ ლელოთი თავი XXII ტურში ,,გრენობლთან’’ მატჩში გამოიჩინა. ტოპ-14-ში 12 შეხვედრა (6 ძირითადი, 6 მარქაფი) ჩაატარა და 520 წუთი ითამაშა, ჩელენ ქაფზე კი 4-ჯერ შევიდა მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან და 115 წუთი ითამაშა.

,,ბრივის’’ ბურჯების სამეულიდან ყველაზე მეტი სათამაშო დრო 617 წუთი კარლენ ასიეშვილმა გამოიმუშავა, რომელმაც თავისი გუნდის ღირსება მხოლოდ ტოპ-14-ის გათამაშებაში დაიცვა. 15 შეხვედრაში (6 ძირითადი, 9 მარქაფი) მიიღო მონაწილეობა და 2 ლელოს დადებაც მოახერხა (XIV ტურში ,,ლა როშელთან’’ და XXI ტურში ,,ოიონაქსთან’’).

,,ბრივისავე’’ ბურჯი გიორგი ჟღენტი 17 შეხვედრაში (8 ძირითადი, 9 მარქაფი) იყო მოედანზე და ჯამში 610 წუთი ითამაშა. მათ შორის 15 შეხვედრა (7 ძირითადი, 8 მარქაფი, 525 წუთი) ჩაატარა ტოპ-14-ის გათამაშებაში, ხოლო ორი (1 ძირითადი, 1 მარქფი, 84 წუთი) ჩელენჯ ქაფზე. გიორგის დისციპლინის მხრივ პრობლემები ქონდა და მსაჯებმა ის 3 ჯერ დასაჯეს ყვითელი ბარათით. სეზონის ბოლოს კლუბმა მასთან ხელშეკრულების გაგრძელება აღარ ისურვა.

ჟღენტზე უფრო დიდი პრობლემები ქონდა დისციპლინასთან ,,კლერომონის’’ მარბიელს ვიქტორ კოლელიშვილს, რომელსაც ჟღენტის მსგავსად 3-ჯერ უჩვენეს ყვითელი ბარათი, ხოლო 15 იანვარს ,,ჩემპიონთა თასზე’’ ,,ოსპრეიზთან’’ შეხვედრაში მსაჯისთვის ხელის კვრის გამო 14 კვირიანი დისკვალიფიკაციის მოხდა მოუწია. დისკვალიფიკაციამდე და მის შემდეგ ვიტომ 12 შეხვედრაში (9 ძირითადი, 3 მარქაფი) მიიღო მონაწილეობა და 575 წუთი ითამაშა. ტოპ-14-ში 7 შეხვედრა (5 ძირითადი, 2 მარქაფი, 313 წუთი), ჩემპიონთა თასზე 5 თამაში (4 ძირითადი, 1 მარქაფი, 262 წუთი).

16 თამაში (5 ძირითადი, 11 მარქაფი) ითამაშა ,,სტად ფრანსეს’’ ბურჯმა ზურაბ ჟვანიამ, რომლის დროსაც მოედანზე 547 წუთი გაატარა, ხოლო ჩემპიონთა თასზე ,,ბენეტონთან’’ შეხვედრაში ლელო დადო. ტოპ-14-ში 12 შეხვედრა (4 ძირითადი, 8 მარქაფი, 395 წუთ), ჩემპიონთა თასზე 4 შეხვედრა (1 ძირითადი, 3 მარქაფი, 152 წუთი).

სეზონის დიდი ნაწილი ტრამვის გამო გაუცდა ,,ლა როშელის’’ ბურჯს ლექსო ყაულაშვილს, რომელმაც საერთო ჯამში 12 შეხვედრაში (6 ძირითადი, 6 მარქაფი) მიიღო მონაწილეობა და 534 წუთი ითამაშა, ხოლო IV ტურში ,,ტულონთან’’ და XXVI ტურში ,,კლერმონთან’’ თითო-თითო ლელოს დადება მოახერხა.

,,რასინგ 92-ის’’ შემადგნლობაში ტოპ-14-ის ჩემპიონის ტიტული მოიპვა ბურჯმა დავით ხინჩაგიშვილმა, რომელიც მოედანზე 14-ჯერ (5 ძირითადი, 9 მარქაფი) გავიდა და 494 წუთ ითამაშა. ტოპ-14 13 თამაში (5 ძირითადი, 8 მარქაფი, 464 წუთი), ჩემპიონთა თასზე კი ერთი თამაში ითამაშა ,,გლაზგო უორიორზთან’’ და ლელოს დადებაც მოახერხა. სეზონის ბოლოს „ხინჩაგას“ კონტრაქტი ამოეწურა და კლუბი დატოვა.

ყაულაშვილის ტრამვით ,,ისარგებლა’’ ,,ლა როშელის’’ ბურჯმა გაგი ბაზაძემ, რომელსაც წელს სადებიუტო სეზონი ქონდა ტოპ-14 ში და 15 თამაშში (6 ძირითადი, 9 მარქაფი) 478 წუთი ითამაშა. მათ შორის 10 თამაში (4 ძირითადი, 6 მარქაფი, 300 წუთი) ტოპ-14-ში, სადაც IX ტურში ,,მონპელიესთან’’ ლელო დადო, ხოლო ჩელენჯ ქაფზე 5 შეხვედრა (4 ძირითადი, 1 მარქაფი, 178 წუთი) ჩაატარა.

ტოპ-14-ში 15 წლიანი კარიერა დაასრულა ვეტერანმა ბურჯმა გოდერძი შველიძემ, რომელმაც ამ სეზონში 13 თამაში (4 ძირითადი, 9 მარქაფი) ითამაშა და მოედანზე 413 წუთი გაატარა. მათ შორის ჩელენჯ ქაფზე 5 თამაში (1 ძირითადი, 4 მარქაფი, 188 წუთი), ხოლო ტოპ-14-ში 8 თამაში (3 ძირთადი, 5 მარქაფი, 225 წუთი). მისი ბოლო თამაში ,,პოსთან’’, გოდერძის კარიერაში საიუბილეო მე-200-ე იყო ტოპ-14-ში.

11 თამაში (3 ძირთადი, 8 მარქაფი) და 364 წუთი მოუგროვდა ,,აჟენის’’ ბურჯს გიორგი თეთრაშვილს, რომელმაც ტოპ-14-ში თავის სადებიუტო სეზონში 10 შეხვედრა (2 ძირთადი, 8 მარქაფი, 292 წუთ) ჩაატარა, ერთხელ დაისაჯა ყვითელი ბარათით, ჩელენჯ ქაფზე კი ერთხელ გავიდა მოედანზე და 72 წუთი ითამაშა.

,,პოს’’ ბურჯი გიორგი ნაცარაშვილი 10-ჯერ (4 ძირითადი, 6 მარქაფი) მოხვდა განაცხადში და 322 წუთი ითამაშა.

„სამედიცინო ჯოკერის’’ სტატუსით ,,კლერმონის’’ და ,,ტულონის’’ შემადგენლობაში ითამაშა კვაჭმა იური ნატრიაშვილმა, რომელმაც ორივე გუნდის მაისურით 9 (2 ძირითადი, 7 მარქაფი) შეხვედრა ჩაატარა ტოპ-14-ში და ,,ტულონის’’ რიგებში ,,ოიონაქსის’’ წინააღმდეგ თავის პირველი ელიტური ლელო დადო.

ტრამვის გამო 6 თვე გაუცდა ,,კლერმონის’’ ბურჯს დავით ზირაქაშვილს, მან მხოლოდ 6 შეხვედრაში (4 ძირითადი, 2 მარქაფი) მიიღო მონაწულეობა და 300 წუთი ითამაშა.

,,ოიონაქსის’’ ბურჯი გიორგი ვეფხვაძე მოედანზე 5-ჯერ გავიდა (1 ძირთადი, 4 მარქაფი) და 116 წუთი ითამაშა.

იმის გამო, რომ ,,სტად ფრანსეს’’ ძირთადის მოთამაშეები მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშობდნენ, სეზონის სტარტზე 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა 18 წლის ბურჯმა გიორგი მელიქიძემ, იგი სამივე შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაშში და ჯამში 65 წუთი ითამაშა.

ერთადერთი შეხვედრა ჩაატარა ჩელენჯ ქაფზე ,,აჟენის’’ ბურჯმა გიორგი მარგელანმა და 19 წუთი ითამაშა.

სრული სტატისტიკა:

სათამაშო დრო:

ტოპ-14:

გვარი, სახელი, პოზიცია, ასაკი, , კლუბი, თამაში, დრო:

გორგოძე მამუკა, მარბიელი/მხტომელი, 31, ტულონ, 18(17/1), 1288 წუთი, 2 ლელო, 1 სინბინი;

ნარიაშვილი მიხეილ, თავღია ბურჯი, 25, მონპელიე, 20(17/3), 1189 წუთი;

მჭედლიძე თამაზ, ფრთა/მეორე მგეზავი, 23, აჟენ, 16(13/3), 1004 წუთი, 6 ლელო, 1 სინბინი;

ჩილაჩავა ლევან, თავშეკრული ბურჯი, 25, ტულონ, 20(15/5), 947 წუთი;

კაკოვინი ვასილ, თავღია ბურჯი, 27, ტულუზ, 19(14/5), 905 წუთი;

მიქაუტაძე კონსტანტინე, მხტომელი, 25, ტულონ, 17(12/5), 877 წუთი, 1 ლელო, 1 სინბინი;

ასიეშვილი კარლენ, თავღია ბურჯი, 29, ბრივ, 15(6/9), 617 წუთი, 2 ლელო;

ჟღენტი გიორგი, თავშეკრული ბურჯი, 31, ბრივ, 15(7/8), 525 წუთი, 3 სინბინი;

ქუბრიაშვილი დავით, თავშეკრული ბურჯი, 31, მონპელიე, 12(6/6), 520 წუთი, 1 ლელო;

ყაულაშვილი ალექსანდრე, თავშეკრული/თავღია ბურჯი, 24, ლა როშელ, 11(6/5), 501 წუთი, 2 ლელო;

ხინჩაგიშვილი დავით, თავღია ბურჯი, 34, რასინგ-92, 13(5/8), 464 წუთი;

ჟვანია ზურაბ, თავღია ბურჯი/კვაჭი, 25, სტად ფრანსე, 12(4/8), 395 წუთი;

კოლელიშვილი ვიქტორ, მარბიელი/მღლეტელი, 27, 7(5/2), 313 წუთი, 1 სინბინი;

ბაზაძე გაგი, თავშეკრული ბურჯი, 24, ლა როშელ, 10(4/6), 300 წუთი, 1 ლელო;

თეთრაშვილი გიორგი, თავღია ბურჯი, 23, აჟენ, 10(2/8), 292 წუთი, 1 სინბინი;

ნატრიაშვილი იური, კვაჭი, 34, კლერმონ/ტულონ, 9(2/7), 238 წუთი, 1 ლელო;

ზირაქაშვილი დავით, თავშეკრული ბურჯი, 33, კლერმონ, 5(3/2), 238 წუთი;

შველიძე გოდერძი, უნივერსალი (პირველი ხაზი), 38, ბრივ, 8(3/5), 225 წუთი;

ნაცარაშვილი გიორგი, თავშეკრული ბურჯი, 31, პო, 7(2/5), 186 წუთი;

მელიქიძე გიორგი, თავშეკრული ბურჯი, 19, სტად ფრანსე, 3(0/3), 65;

ვეფხვაძე გიორგი, თავშეკრული ბურჯი, 22, ოიონაქს, 3(0/3), 52 წუთი, 1 სინბინი;

ჩემპიონთა თასი:

ჩილაჩავა ლევან, თავშეკრული ბურჯი, 25, ტულონ, 7(3/4), 333 წუთი;

კოლელიშვილი ვიქტორ, მარბიელი/მღლეტელი, 27, 5(4/1), 262 წუთი, 2 სინბინი;

გორგოძე მამუკა, მარბიელი/მხტომელი, 31, ტულონ, 6(2/4), 206 წუთი;

მიქაუტაძე კონსტანტინე, მხტომელი, 25, ტულონ, 4(2/2), 174 წუთი;

კაკოვინი ვასილ, თავღია ბურჯი, 27, ტულუზ, 3(2/1), 161 წუთი;

ჟვანია ზურაბ, თავღია ბურჯი/კვაჭი, 25, სტად ფრანსე, 4(1/3), 152 წუთი, 1 ლელო;

ვეფხვაძე გიორგი, თავშეკრული ბურჯი, 22, ოიონაქს, 2(1/1), 64 წუთი;

ზირაქაშვილი დავით, თავშეკრული ბურჯი, 33, კლერმონ, 1(1/0), 62 წუთი;

ხინჩაგიშვილი დავით, თავღია ბურჯი, 34, რასინგ-92, 1(0/1), 30 წუთი, 1 ლელო;

ჩელენჯ ქაფი:

ნარიაშვილი მიხეილ, თავღია ბურჯი, 25, მონპელიე, 9(8/1), 540 წუთი, 1 სინბინი;

შველიძე გოდერძი, უნივერსალი (პირველი ხაზი), 38, ბრივ, 5(1/4), 188 წუთი;

ბაზაძე გაგი, თავშეკრული ბურჯი, 24, ლა როშელ, 5(2/3), 178 წუთი;

ნაცარაშვილი გიორგი, თავშეკრული ბურჯი, 31, პო, 3(2/1), 136 წუთი;

ქუბრიაშვილი დავით, თავშეკრული ბურჯი, 31, მონპელიე, 4(0/4), 115 წუთი;

ჟღენტი გიორგი, თავშეკრული ბურჯი, 31, ბრივ, 2(1/1), 85 წუთი;

თეთრაშვილი გიორგი, თავღია ბურჯი, 23, აჟენ, 1(1/0), 72 წუთი;

ყაულაშვილი ლექსო, თავშეკრული/თავღია ბურჯი, 24, ლა როშელ, 1(0/1), 33 წუთი;

მჭედლიძე თამაზ, ფრთა/მეორე მგეზავი, 23, აჟენ, 1(0/1), 20 წუთი;

მარგველანი გიორგი, თავშეკრული ბურჯი, 22, აჟენ, 1(0/1), 19 წუთი.

ჯამური სტატისტიკა:

ნარიაშვილი მიხეილ, თავღია ბურჯი, 25, მონპელიე, 29(25/4), 1729 წუთი, 1 სინბინი;

გორგოძე მამუკა, მარბიელი/მხტომელი, 31, ტულონ, 24(19/5), 1494 წუთი, 2 ლელო, 1 სინბინი;

ჩილაჩავა ლევან, თავშეკრული ბურჯი, 25, ტულონ, 27(18/9), 1280 წუთი;

კაკოვინი ვასილ, თავღია ბურჯი, 27, ტულუზ, 22(16/6), 1066 წუთი;

მიქაუტაძე კონსტანტინე, მხტომელი, 25, ტულონ, 21(12/5), 1051 წუთი, 1 ლელო, 1 სინბინი;

მჭედლიძე თამაზ, ფრთა/მეორე მგეზავი, 23, აჟენ, 16(13/3), 1024 წუთი, 6 ლელო, 1 სინბინი;

ქუბრიაშვილი დავით, თავშეკრული ბურჯი, 31, მონპელიე, 16(6/10), 635 წუთი, 1 ლელო;

ასიეშვილი კარლენ, თავღია ბურჯი, 29, ბრივ, 15(6/9), 617 წუთი, 2 ლელო;

ჟღენტი გიორგი, თავშეკრული ბურჯი, 31, ბრივ, 17(8/9), 610 წუთი, 3 სინბინი;

კოლელიშვილი ვიქტორ, მარბიელი/მღლეტელი, 27, 12(9/3), 575 წუთი, 3 სინბინი;

ჟვანია ზურაბ, თავღია ბურჯი/კვაჭი, 25, სტად ფრანსე, 16(5/11), 547 წუთი, 1 ლელო;

ყაულაშვილი ლექსო, თავშეკრული/თავღია ბურჯი, 24, ლა როშელ, 12(6/6), 534 წუთი, 2 ლელო;

ხინჩაგიშვილი დავით, თავღია ბურჯი, 34, რასინგ-92, 14(5/9), 494 წუთი, 1 ლელო;

ბაზაძე გაგი, თავშეკრული ბურჯი, 24, ლა როშელ, 15(6/9), 478 წუთი, 1 ლელო;

შველიძე გოდერძი, უნივერსალი(პირველი ხაზი), 38, ბრივ, 13(4/9), 413 წუთი;

თეთრაშვილი გიორგი, თავღია ბურჯი, 23, აჟენ, 11(3/8), 364 წუთი, 1 სინბინი;

ნაცარაშვილი გიორგი, თავშეკრული ბურჯი, 31, პო, 10(4/6), 322 წუთი;

ზირაქაშვილი დავით, თავშეკრული ბურჯი, 33, კლერმონ, 6(4/2), 300 წუთი;

ნატრიაშვილი იური, კვაჭი, 34, კლერმონ/ტულონ, 9(2/7), 238 წუთი, 1 ლელო;

ვეფხვაძე გიორგი, თავშეკრული ბურჯი, 22, ოიონაქს, 5(1/4), 116 წუთი, 1 სინბინი;

მელიქიძე გიორგი, თავშეკრული ბურჯი, 19, სტად ფრანსე, 3(0/3), 65;

მარგველანი გიორგი, თავშეკრული ბურჯი, 22, აჟენ, 1(0/1), 19 წუთი.

ტოპ-14 სრული ლეგიონი (ძირთადი გუნდი+ესპუარები):

აჟენ: თამაზ მჭედლიძე (ფრთა), გიორგი თეთრაშვილი(ბურჯი), გიორგი მარგველანი*(ბურჯი);

ბრივ: გიორგი ჟღენტი, კარლენ ასიეშვილი, გოდერძი შველიძე(სამივე ბურჯი), გიორგი ცუცქირიძე*(მესამე ხაზი)

კლერმონ: დავით ზირაქაშვილი (ბურჯი), ვიქტორ კოლელიშვილი(ფლანკერი), ბექა კაკაბაძე*(ბურჯი), ნიკა სვიმონიშვილი*(ბურჯი), ნიკა ნეფარიძე*(ბურჯი), ოთარ გიორგაძე*(მეორე ხაზი), თორნიკე ზოიძე*(მესამე ხაზი);

ლა როშელ: გაგი ბაზაძე, ლექსო ყაულაშვილი (ორივე ბურჯი);

მონპელიე: მიხელ ნარიაშვილი, დავით ქუბრიაშვილი (ორივე ბურჯი);

ოიონა: გიორგი ვეფხვაძე(ბურჯი);

პო: გიორგი ნაცარაშვილი (ბურჯი);

რასინგ-92: დავით ხინჩაგაშვილი (ბურჯი);

სტად ფრანსე: ზურაბ ჟვანია(ბურჯი), გიორგი მელიქიძე*(ბურჯი), დავით პაპავაძე*(მესამე ხაზი);

ტულუზ: ვასილ კაკოვინი(ბურჯი);

ტულონ: იური ნატრიაშვილი(კვაჭი), ლევან ჩილაჩავა(ბურჯი), კონსანტინე მიქაუტაძე(ბურჯი), მამუკა გორგოძე(მესამე ხაზი), ბადრი ალხაზიშვილი*(კვაჭი);

შენიშნა: მოთამშის გვარის ბოლოს * მიუთითებს იმაზე, რომ ეს მოთამაშე ესპუარების გუნდშია.

დადასტურებული ტრანსფერები:

კონსტანტინე მიქაუტაძე, მხტომელი -- ,,მონპელიე’’

ვასილ ლობჟანიძე, ღერძი -- ,,ბრივ’’(ესპუარები);

იოსებ ბეკოშვილი, ბურჯი -- ,,ბრივ’’

ჯემალ შათირიშვილი, ბურჯი -- ,,ლა როშელი’’(ესპუარები)

დავით ხინჩაგიშვილი, ბურჯი -- ,,ბეიონი’’

ირაკლი ცხადაძე, მესამე ხაზი-- ,,ბორდო’’ (ესპუარები).

სავარაუდო ტრანსფერები:

გოგოლაძე გიორგი, ცენტრი -- ,,მონპელიე’’(ესპუარები)

მატარაძე თორნიკე, ბურჯი-- ,,ლიონი’’(ესპუარები)

პაპიძე გურამ, ბურჯი -- ,,ლიონი’’(ესპუარები)

უკლუბოდ დარჩნენ:

იური ნატრიაშვილი, გიორგი ჟღენტი, ანტონ ფეიქრიშვილი, გაგი ბაზაძე

გიორგი ბეჭვაია


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:48 | 07.07.2016
Kala94 (151)

მადლობა ავტორს ! საინტერესო სტატიაა ! წარმატებები ჩვენებს !

16:43 | 06.07.2016
zangura (109)

ანტონა რატო გაუშვეს ვერ ვხვდები?!

12:25 | 06.07.2016
BEERTRANCE (1073)

წარმატებები ქართველ მორაგბეებს.

11:50 | 06.07.2016
buratino (480)

ლომთა პარადი

0.268889