ტესტ-მატჩები

15:23 | 5.07.2016 | ნანახია 4895 - ჯერ

ვერნ კოტერი: „ჩვენი კოზირი ხასიათია“

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მომავალი მეტოქის, შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვერნ კოტერმა ზაფხულის ტესტ-სერია შეაფასა.

სქოთებმა იაპონიაში ორი თამაში გამართეს და პირველში იოლად იმარჯვეს (26:13), ხოლო მეორეში მეტოქე დასკვნით 20 წუთში დაჯაბნეს - 21:16.

„არ მეგულება მწვრთნელი, რომელიც ოდესმე საკუთარი გუნდის თამაშით ბოლომდე კმაყოფილი იქნება. ჩვენც აღმოვაჩენთ კომპონენტებს, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებს. ნებისმიერ შემთხვევაში, მოხარული ვარ გრძელი სეზონი გამარჯვებით რომ დავასრულეთ. ბედნიერი ვარ, რადგან შოტლანდიამ ამ ტესტებზე ხასიათი გამოავლინა, მეტოქე წნეხის ქვეშ მოაქცია და შესანიშნავი შედეგი მიიღო. იაპონელები აგრესიულად თამაშობდნენ და მათი მოგერიება მოგვიხდა, რის შემდეგაც სერია წარმატებით დავასრულეთ“ - ამბობს კოტერი.

საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებების შეხვედრა 26 ნოემბერს, შოტლანდიაში გაიმართება, თუმცა, რომელ სტადიონზე შედგება თამაში ჯერჯერობით უცნობია.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:34 | 07.07.2016
meleksa (132)

აკანკალებთ ჩვენთან ჩამოსვლაზე

16:07 | 05.07.2016
krasni (587)

საქართველოში ჩამობრძანდით და რომელ სტადიონსაც აირჩევთ, იქ გეთამაშებით.

09:29 | 06.07.2016
deqstera (86)

იტალიისგან შედარებით შოტლანდიასთან გაცილებით რთული იქნება დადებითი შედეგის დაფიქსირება, მითუმეტეს მათ ბოლოდროინდელ ფორმას თუ გავითვალისწინებთ...

0.08427