ზე-18

13:50 | 5.07.2016 | ნანახია 3688 - ჯერ

სავარაუდოდ, კუნძულელები სუპერ რაგბიში „კინგსს“ ჩაანაცვლებენ

„სანზაარის“ აღმასრულებელი დირექტორის, ენდი მერინოსის განცხადებას, ოკეანეთის კუნძულებზე (ფიჯი, სამოა, ტონგა) ფრენშიზის შექმნის შესახებ, გაგრძელება მოჰყვა.

მოგეხსნებათ, გასულ პარასკევს ფიჯიზე ერთმანეთს სუპერ რაგბის მე-15 რაუნდში ახალზელანდიური გუნდები „ჩიფსი“ და „კრუსეიდერსი“ დაუპირისპირდნენ, ეს ერთგვარი საცდელი მატჩი იყო, რომელმაც გაამართლა - წვიმის მიუხედავად სუვას „ეი ენ ზი სტედიუმი“ გადაჭედილი იყო.

ახლა იწყება კუნძულელთა ფრენშიზის პროექტი, რომლის სახელწოდებაა „წყნარი ოკეანის პიონერები“ და გუნდი ფიჯიზე იქნება ბაზირებული. ახალზელანდიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ახალი კლუბი სუპერ რაგბიში სამხრეთაფრიკულ „კინგსს“ ჩაანაცვლებს, რომელიც გათამაშებაში წელს დააბრუნეს. აფრიკული გუნდი გაკოტრების პირასაა, მის საშინაო თამაშებს მაყურებელი თითქმის არ ესწრება და დიდი ვალები აქვს.

პრესაში სახელდება „პიონერების“ სავარაუდო საშინაო არენებიც, რვა საშინაო მატჩიდან გუნდი სამს სუვაში (ფიჯი) ჩაატარებს, ორს აპიაში (სამოა), ხოლო თითო-თითოს ნუკუალოფაში (ტონგა), ოკლანდსა (ახალი ზელანდია) და სიდნეიში(ავსტრალია) გამართავს. ამ ორ უკანასკნელ ქალაქში პოლინეზიელებს დიდი დიასპორა ჰყავთ და მათზე არჩევანიც ამიტომ შეჩერდა.

წესით, აღნიშნულმა პროექტმა ხელი უნდა შეუწყოს კუნძულელთა რაგბის განვითარებას, მათი მოთამაშეების ევროპიდან და სუპერ რაგბიდან მშობლიურ ქვეყნებში დაბრუნების შანსი გაიზრდება.

მოამზადა უჩა გოგიძემ


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:32 | 05.07.2016
tamasho (88)

რაგბის კავშირი- იქნებ ჩვენც გვეშინჯა ვთხოვოთ

16:32 | 05.07.2016
BEERTRANCE (1073)

ყველა ქვეყანას დააყენეს საშველი ჩვენს გარდა რა.
კუნძულელები მაგრა გაიქაჩებიან ამის მეშვეობით.

0.079945