საფრანგეთი ტოპ-14

21:48 | 4.07.2016 | ნანახია 6099 - ჯერ

კოტე მიქაუტაძე: „მონპელიეში“ გადასვლა გორგოძემ მირჩია“

საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე, რომელსაც 1 ივლისს 25 წელი შეუსრულდა, მომდევნო ორ სეზონს „მონპელიეში“ გაატარებს.

„ტულონში“ გატარებული ექვსი წლის განმავლობაში, მიქაუტაძეს ასაკისა და კონკურენტების სიძლიერის გათვალისწინებით, იშვიათად უწევდა თამაში. გასულ სეზონზე ეს ნაკლებად ითქმის, კოტემ ტოპ 14-ის 17 მატჩიდან 12 სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, ჯამში მოედანზე 847 წუთი გაატარა და ერთი ლელოც დადო. გარდა ამისა, ის ჩემპიონთა თასის ორ შეხვედრაში იყო ძირითადში და ორჯერ შეცვლაზე შევიდა.

და მაინც, გადაწყვეტილება მიღებულია და „მონპელიეს“ ოფიციალურმა საიტმა ახალშენაძენთან ინტერვიუ გამოაქვეყნა.

  • მოგვიყევით თქვენს შესახებ.
  • რაგბის 11 წლიდან ვთამაშობ და ის ჩემი გატაცება ოვალური ბურთის ხელში დაჭერის დღიდან გახდა. პროფესიონალური კარიერა 17 წლისამ დავიწყე. საფრანგეთში გადასვლის შანსი გამოჩნდა და „აჟენში“ გადავედი, ხოლო ერთ წელიწადში „ტულონში“ აღმოვჩნდი და იქ 6 წელიწადი გავატარე.
  • რაგბის თამაში რატომ დაიწყეთ?
  • თავიდან კალათბურთზე შევედი, თუმცა მაშინვე მივხვდი, რომ ეს ჩემი სპორტი არ იყო. მაგრამ სპორტი და გუნდური სულისკვეთება მიზიდავდა და ამიტომ რაგბიზე მივედი. მისი ღირებულებები პირველივე დღიდან შემიყვარდა.
  • „ტულონის“ დატოვება რატომ გადაწყვიტეთ?
  • გადავწყვიტე მიმეღო „მონპელიეს“ წინადადება, რადგან ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტილება ჩემი კარიერისთვის. „ტულონში“ სათანადო სათამაშო პრაქტიკა არ მეძლეოდა, ეს კი, უმნიშვნელოვანესია. ამიტომ ვარჩიე „მონპელიეში“ გადასვლა, სადაც მსურს, ძირითად მოთამაშედ ვიქცე. ეს დიდებული კლუბია, უმაღლესი დონის მოთამაშეებით და მწვრთნელებით, რომლებიც დამეხმარებიან საკუთარი თავი დავხვეწო.
  • თქვენი „მონპელიეში“ გადასვლა როგორ განხორციელდა?
  • მენეჯერმა დამირეკა და მითხრა, რომ ჩემით „მონპელიე“ იყო დაინტერესებული. მე მონპელიეში ჩავედი, შედგა შეხვედრა ბატონ ალტრადთან, ყველაფერი მომეწონა და მაშინვე შევთანხმდით კონტრაქტზე.
  • რატომ აარჩიეთ მაინცდამაინც „მონპელიე“?
  • როგორც უკვე გითხარით, არაერთი მიზეზი იყო: წარმატებული გუნდი, კარგი პერსონალი და ძლიერი მოთამაშეები, ამბიციური პრეზიდენტი და განვითარების წყურვილი. გარდა ამისა, ჩემმა ახლო მეგობარმა მამუკა გორგოძემ სრული დამაჯერებლობით მირჩია „მონპელიეში“ გადავსულიყავი.
  • „მონპელიეში“ მიხეილ ნარიაშვილი და დუდუ ქუბრიაშვილი თამაშობენ. მათ თუ ესაუბრეთ?
  • ისინი ჩემი მეგობრები არიან და მოხარული ვარ, მათ მხარდამხარ რომ მომიწევს თამაში. ვფიქრობ, ახლა მათ კიდევ უფრო დავუახლოვდები.
  • რა არის თქვენი მიზანი?
  • ვიმედოვნებ, რომ გავამართლებ „მონპელიეს“ გულშემატკივრების იმედებს და თავს საუკეთესოდ წარმოვაჩენ.

მოამზადა ზურა ქსოვრელმა


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
01:25 | 06.07.2016
პანტელეიმონი (1218)

წარმატებას გისურვებ კოტე ! ! !

12:54 | 05.07.2016
deqstera (86)

ძალიან მაგარი გადაწყვეტილებაა, დიდი ხანია ამაზე ჭორები იყო და იმედი მქონდა სეზონის დამთავრებისთანავე გამართლდებოდა ...

შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად საჭირო იყო გუნდის გამოცვლა...

10:30 | 05.07.2016
buratino (480)

წარმატებებს გისურვებ, კოტე! აბა შენ იცი, მონპელიეში ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ უნდა იქცე და იგივეს ვიტყოდი ნაკრებშიც

10:04 | 05.07.2016
BEERTRANCE (1073)

მეც ვუწონებ გადაწყვეტილებას, ღმერთმა ტრავმები არიდოს და წარმატებები

09:05 | 05.07.2016
krasni (587)

მეტი სათამაშო დრო ექნება, უფრო განვითარდება. ეპიზოდი მახსენდება, რამდენი ახალზელანდიელი ყავდა ჩამოკიდებული, ეს კი ბულდოზერივით მიდიოდა. წარმატება ვუსურვოთ კოტეს.

23:57 | 04.07.2016
ogafa (407)

წარმატებები

22:54 | 04.07.2016
Kala94 (151)

წარმატებები კოტე !

0.084641