დატოვებენ თუ არა საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ პრო დ2-ს „ბიარიცი“, „ბურგუენი“ და „ნარბონი“ საბოლოოდ ზეგ გადაწყდება.
ფინანსური აუდიტის დასკვნის თანახმად ამ სამეულს და კიდევ ერთ კლუბს - „ტარბს“, ფინანსური დარღვევების გამო რანგით მესამე, ფედერალ 1 დივიზიონში დაქვეითება 27 მაისს გამოუწერა. „ტარბის“ საკითხი გადაწყვეტილია და ის მომავალ სეზონს ფედერალ 1-ში დაიწყებს.
დანარჩენი სამი გუნდის ბედი 6 ივლისს გაირკვეს. მათ განაჩენი გაასაჩივრეს და საფრანგეთის რაგბის კავშირში მისი განიხვლა ზეგ გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია