ევროპის სერია

20:27 | 4.07.2016 | ნანახია 2697 - ჯერ

კვირის ბოლოს ექსეტერში

კვირის ბოლოს საქართველოს 7-კაცა ნაკრები ევროპის გრან პრის მეორე ეტაპზე, ინგლისის ქალაქ ექსეტერში ითამაშებს და ეცდება, რომ პირველ, მოსკოვის ეტაპზე მოპოვებული მეექვსე ადგილი გაიმყაროს და წინ წაიწიოს.

ეს მნიშვნელოვანია, რადგან ევროპის გრან პრის მეშვეობით მსოფლიო სერიების შესარჩევი ტურნირის საგზურის მოპოვებაა შესაძლებელი. ჰონკონგში ის ორი გუნდი წავა, რომლებსაც მსოფლიო სერიის მუდმივი მონაწილეების შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელი ექნებათ. დღეისათვის ქართველების წინ მყოფი ოთხი გუნდი სერიის მუდმივი მონაწილეა - რუსეთი, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთის ორი გუნდი. შედეგად, საქართველოს კონკურენტებიდან მხოლოდ გერმანია უსწრებს.

ექსეტერში საქართველო ჯგუფურ ეტაპზე რუსეთს, ესპანეთს და ლიტვას შეხვდება. კახა ალანიას შეგირდებს პირველი თამაში უახლოეს მდევარ ესპანეთთან ექნებათ, რომელმაც ცოტა ხნის წინ მონაკოში ოლიმპიური თამაშების საგზური მოიპოვა, მერე აუტსაიდერ ლიტვას ეთამაშებიან და 9 ივლისის პროგრამას ლიდერ რუსეთთან დაასრულებენ. 10 ივლისს პლეი ოფების დრო დადგება. შეგახსენებთ, რომ თასის მეოთხედფინალში სამი ჯგუფის ორ-ორი საუკეთესო და ორიც საუკეთესო მესამეადგილოსანი გადის, ხოლო ჯგუფის ნაბოლარები და ერთიც უარესი მესამეადგილოსანი IX-XII ადგილებს გაითამაშებენ.

გრან პრის მესამე, დასკვნითი ეტაპი 16-17 ივლისს პოლონეთის ქალაქ გდანსკში გაიმართება.

ევროპის გრან პრი. 2016 წელი

ექსეტერი. 9-10 ივლისი

A ჯგუფი

რუსეთი

საქართველო

ესპანეთი

ლიტვა

B ჯგუფი

საფრანგეთი

დიდი ბრიტანეთი როიალს

პორტუგალია

პოლონეთი

C ჯგუფი

დიდი ბრიტანეთი ლაიონსი

გერმანია

იტალია

ბელგია

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:12 | 05.07.2016
BEERTRANCE (1073)

წარმატებები

00:46 | 05.07.2016
ogafa (407)

წარმატებები

0.075814