ევროპის სერია

13:44 | 4.07.2016 | ნანახია 1856 - ჯერ

ირლანდიის 7-კაცა ევროპულ ელიტაში აღზევდა

ირლანდიაში 7-კაცა რაგბის განვითარებაზე მას შემდეგ დაიწყეს ფიქრი, რაც ის ოლიმპიური სახეობა გახდა და მოკლე პერიოდში გუნდი ევროპულ ელიტაში აღზევდა.

ირლანდიელებმა ერთი ამოსუნთქვის გაიარეს გზა ბოლო საფეხურიდან გრან პრიმდე და გაისად მოწინავე 12 გუნდს შორის ითამაშებენ. წელს კელტებმა ოლიმპიადის დასკვნითი შესარჩევი ეტაპიც ითამაშეს მონაკოში, თუმცა რიოს საგზური ვერ მოიპოვეს.

სამაგიეროდ, ირლანდია 7-მა რაგბი 7-ის „ალაფა“ შვედეთსა და ჩეხეთში წარმატებით ჩაატარა და ყველა თამაში მოიგო. შვედეთში მათ გადამწყვეტ მატჩში მასპინძელთა გუნდს 57:0 მოუგეს, ხოლო პრაღაში უკრაინას 52:0 სძლიეს. „ალაფაზე“ ორი ეტაპის ჯამში მეორე ადგილი უკრაინას, ხოლო მესამე შვედეთს ერგო. დივიზიონს მონაკო და სლოვენია ემშვიდობებიან.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.089408