მამუკა გორგოძე, ლევან ჩილაჩავა და მიხეილ ნარიაშვილი Rugbyrama-ს მიერ ორგანიზებული გამოკითხვის შედეგად, ტოპ 14-ის 2015/2016 წლების სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ.
გამოკითხვის შედეგებს თუ გადავხედავთ, სიმბოლურის დანარჩენ წევრებთან შედარებით ქართველებმა ხმათა ყველაზე მეტი პროცენტული რაოდენობა მიიღეს - გორგოძემ 58%, ჩილაჩავამ 54% და ნარიაშვილმა 44%. ინდივიდუალურ მაჩვენებლებს თუ გადავხედავთ, გორგოძემ „ტულონის“ შემადგენლობაში 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 17 შემთხვევაში სასტარტო შემადგენლ;ობაში იყო, მოედანზე 1300 წუთი გაატარა და 2 ლელო გაიტანა, მათგან ერთი „კამპ ნოუზე“ ფინალში.
„ტულონის“ ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ ტოპ 14-ის 20 შეხვედრიდან 14 სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე ჯამში 966 წუთი გაატარა. „მონპელიეს“ მარცხენა ბურჯმა ნარიაშვილმა 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 17 შემთხვევაში სასტარტო იყო და ჯამში 1178 წუთი მოუგროვდა.
გამოკითხვის შედეგად სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება: 15. გაეტან ჟერმეინი (ბრივი, 23%), 14. ჯოშუა ტუისოვა (ტულონი, 37%), 13. გაელ ფიკუ (ტულუზი, 31%), 12. ლევანი ბოთია (ლა როშელი, 18%), 11. ტიმოსი ნაგუსა (მონპელიე, 12%), 10. კოლინ სლეიდი (პო, 35%), 9. ბატისტ სერინი (ბორდო, 32%). 1. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, 44%), 2. გილემ ჟირადო (ტულონი, 38%), 3. ლევან ჩილაჩავა (ტულონი, 54%), 4. ჟაკ დუ პლესი (მონპელიე, 20%), 5. პოლ ვილემსი (მონპელიე, 24%), 6. მამუკა გორგოძე (ტულონი, 58%), 7. კამილ ჟერონდო (კლერმონი, 12%), 8. ლუი პიკამოლი (ტულუზი, 19%).
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილება. სამივემ დაიმსახურა თავიანთი თამაშით და ვულოცავ ჩვენს ლომებს ეგზომ დიდ აღიარებას
კარგია ამოდენა აღიარება. თუმცა გასაკვირი არც არის.
გორგოძის და ნარიაშვილის მოხვედრას 99%-ით ველოდებოდი, რადგანაც ულაპარაკოთ საუკეთესოები იყვნენ თავის პოზიციებზე.
ჩილაჩავაც ძალიან კარგი იყო მაგრამ 3 ქარVელ არ მეგონა თუ მისცემდნენ ხმებს
სხვა გზა არ ჰქონდათ
ძალიან საამაყო და სასიხარულო ინფორმაციაა და რაც მთავარია ღირსეული და ამათ გარეშე დავდეთ სამხრეთელები ბეჭებზე და ამათთან ერთად იტალიის ბეჭებზე დადებაც არ გაგვიჭირდებაა
გილოცავთ ლომებო !
გაიხარეთ ლომკაცებო ! ! !
კარგია მისალოცი ამბავია, მართლაც უძლიერესი შერკინება გვყავს მსოფლიოში
მომავალ ზაფხულზე ტესტი არგენტინაში
ბიჭებო ერთი იდეა მაწუხებს უკვე რამდენიხანია ახლოვდება ნოემბერი და ხომ არ აჯობებს 23 ნოემბერი გამოგვეცხადებინა ქართული რაგბის დღედ ხოლო წმინდა გიორგი ქართული რაგბის მფარველ ანგელოზად
კარგი იქნება თუ ეს მოხდება პატრიარქის ლოცვა კურთხევით
თქვენი აზრი როგორია
გმადლობთ ყურადღებისთვის
ჩემპიონი გუნდის არც ერთი მორაგბე რო არ ხვდება სიმბოლურში ის მის შედეგებს ცოტა აკნინებს, თუმცა ჩვენმა ბიჭებმა ძალიან მაგარი სეზონი დადეს და მივულოცოთ.
რომ ავიღოთ ერთეული მორაგბეები ჩვენებს მართლა არავინ ჯობდააა
ნარიაშვილმა ხომ საეღტოდ შეაძულა 3 ნომრებს შერკინებაში დაგომა, ვისაც კი აწვებოდა ყველას თელავდა და არაფერს აკლებდა ჩილაჩავაც და ალბათ რამოდენიმე იმ კაცთაგანია ვინც ნარიაშვილს ღირსეულად უდგება შერკინებაში და მამუკაზე საუბარი ხომ ზედმეტია, მსოფლიო აღიარებს რომ საუკეთესოა ეს კაცი მსოფლიოშიო და ჩვენ ვინ ვართ რომ შევეწინააღმდეგოთ