ოლიმპიადა

16:19 | 3.07.2016 | ნანახია 2618 - ჯერ

ზელანდიამ რიოსთვის შემადგენლობა დაასახელა

ახალი ზელანდიის 7-კაცა ნაკრებმა ის შემადგენლობა გაამხილა, რომლითაც აგვისტოში რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მიიღებს მონაწილეობას. საბოლოო განაცხადშია და ბრაზილიაში მიდის უნივერსალური სონი ბილი უილიამსი.

მოთამაშეების დასახელება „იდენ პარკზე“ მოხდა და განაცხადში ვერ მოხვდა „ოლ ბლექსი“ ლიამ მესამი. გუნდს უბრუნდება სკოტ კარი, რომელიც დუბაის 7-კაცაზე დაშავდა და მას შემდეგ არ უთამაშია. რიოში ის გუნდის კაპიტანი იქნება.

„ოლიმპიადა სპორტული სამყაროს უმაღლესი მწვერვალია და იქ თამაში განსაკუთრებული მოვლენაა. ესაა უდიდესი გამოწვევა და მაქსიმუმს გავიღებთ, რათა შინ ოქროს მედლებით დავბრუნდეთ“ - განაცხადა სკოტმა.

„ოლიმპიადა ჩვენთვის უცხო გარემოა და რთული იქნება იქ თამაში. ეს ყველასთვის ახალი გამოცდილებაა. მოთამაშეები მსოფლიო სერიაზე ნაჩვენები თამაშის შედეგად შევარჩიეთ. მათ გუნდში ადგილი სერიის დასრულების შემდეგ, ვარჯიშებზე განიმტკიცეს. 7-კაცა კონკურენტუნარიანი სპორტის სახეობაა და მხოლოდ იმ შემთხვევაში გვექნება საუკეთესო შედეგი, თუ საკუთარ პოტენციალს სრულად გამოვავლენთ“ - ეს სიტყვები „ოლ ბლექსის“ მთავარ მწვრთნელ გორდონ ტიტჯენსს ეკუთვნის.

ჯგუფურ ეტაპზე ახალ ზელანდიას დიდ ბრიტანეთთან, კენიასთან და იაპონიასთან მოუწევს თამაში. მისი შემადგენლობა ასეთია: სკოტ კარი, სემ დიქსონი, დიჯეი ფორბსი, აკირა იოანე, რიეკო იოანე, ჯილეს კაკა, ტიმ მიკკელსონი, აგუსტინ პულუ, ტედი სტენეუეი, რეგან უეირი, ჯო უებერი, სონი ბილი უილიამსი.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082115