ივნისის ტესტ-სერიის დასრულების შემდეგ, ავტორიტეტულმა ინტერნეტ-გამოცემა Planetrugby-მ ნაკრები გუნდების თამაშები სათითაოდ შეაფასა და 2 ივლისს საქართველოს ჯერი დადგა:
„მაშინ, როდესაც ინგლისის ნაკრებს ავსტრალიაში სერიის 3:0 მოგებისთვის ჩრდილოთ ნახევარსფეროს ღირსების აღდგენას მიაწერდნენ, საქართველო მშვიდად ასრულებდა საკუთარ საქმეს წყნარი ოკეანის კუნძულებზე. ისე, როგორც ექვსი ერის ჩემპიონებმა, მათაც თავისი ტურნე დაუმარცხებლად დაასრულეს.
აღმოსავლეთ ევროპელებმა სერია სამოასთან ფრით დაიწყეს, შემდეგ შეხვედრაში მცირედით აჯობეს ტონგას და ტური სუვაში, დაძაბულ ბრძოლაში ფიჯის დამაჯერებელი ძლევით დაასრულეს. მათ ამ შედეგს დამატებით განსაკუთრებულობას სძენს ის, რომ ქართველებმა საკუთარი ლიდერის, გუნდის კაპიტანის და თილისმის, მამუკა გორგოძის გარეშე ითამაშეს, რომელიც „ტულონთან“ ერთად ტოპ 14-ის ჩემპიონობისთვის იბრძოდა და კუნძულებზე საკლუბო ვალდებულების გამო ვერ გაემგზავრა.
მაშინ, როდესაც „გორგოძილა“ მეორედ თამაშობდა საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალში, ისეთმა მოთამაშეებმა, როგორებიც კაპიტანი შალვა სუთიაშვილი და გამოცდილი მერაბ კვირიკაშვილი არიან, ტურნეს წარმატებით დასრულებაში ფასდაუდებელი სამუშაო გაწიეს. საკუთარი ძალის წყალობით, ქართველებმა ყველა თამაშში მოახერხეს უპირატესობის მოპოვება და ამაყები არიან შერკინებით, რომელმაც მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესის რეპუტაცია დიდი ხანია მოიპოვა.
ეს იყო შარშან მსოფლიო თასზე შთამბეჭდავი გამოსვლის გაგრძელება. ინგლისში საქართველომ ჯგუფური ეტაპი მესამე ადგილზე დაასრულა და ტონგასა და ნამიბიას ძლევის გარდა, დამაჯერებელი თამაში აჩვენა მომავალ მსოფლიოს ჩემპიონ ახალ ზელანდიასთან. საქართველო გლობალურ ფორუმზე პლეი ოფში ვერ გავიდა, თუმცა მათ დაამტკიცეს, რომ წარმოადგენენ კონკურენტუნარიან ძალას. მსოფლიო თასზე შთამბეჭდავმა თამაშმა და დომინირებამ ევროპის ერთა თასზე, სადაც უკანასკნელი ექვსი წელიწადია ჩემპიონები ხდებიან, გამოიწვია ის, რომ სულ უფრო ხშირად ისმის მოწოდება „ლელოების“ ექვსი ერის გათამაშებაში ჩართვისა.
მართალია ჯონ ფიენმა საკუთარი განცხადებით ამის შესაძლებლობა გამორიცხა, რაც საქართველოსთვის უკან გადადგმული ნებიჯი იყო, მაგრამ ეჭვგარეშეა, წყნარი ოკეანის კუნძულებზე ქართველთა წარმატებული გამოსვლა, მათ ექვს ერში ჩართვის მოწოდებებს კიდევ უფრო ხმამაღალს გახდის. უნდა ვიმედოვნოთ, რომ ამაში მათ დახმარებას „მსოფლიო რაგბიც“ გაუწევს, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით რაგბის პოპულარიზაციაზე მუშაობს“.
მოამზადა ზურა ქსოვრელმა
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ამ თემაზე მსჯელობით მე პირადად უკვე გადავიღალე და მოკლედ ვიტყვი: დღესდღეობით ჩვენი რაგბის სტაბილური პროგრესის საუკეთესო ნივთმტკიცება რეიტინგში ჩვენი ადგილია და მჯერა იქ ჩვენი წინსვლა გაგრძელდება. ჰოდა, შორს არაა ის დრო როცა რომელიმე ექვსიერელ/ექვსისირელს პირდაღებულ-თვალებგადმოკარკლულს დავტოვებთ და მერე გვიყარონ კაკალი ჯონ ფიენებმა თუ მისებრმა ფინიებმა! ასე მგონია, მას მერე რაც მსოფლიო რაგბის აღმასრულებელი კომიტეტის (თუ საბჭოს) წევრები გავხდით, ბ-ნი გია ნიჟარაძეც ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით "იომებს" რათა საქართველოს ხსენებაზე ადრინდელივით აგდებულად არ მოგვეკიდონ და სერიოზულ პროექტებში ჩაგვრთონ. რაც შეეხება 6 ერს, დაიხსომეთ ჩემი ნათქვამი: თუ მაგათმა შეფებმა ცვლილებებს ფეხი არ აუწყვეს და დროის მოთხოვნების შესაბამისად ტურნირის რეორგანიზაცია არ მოახდინეს, ეგ ტურნირი ან საერთოდ ფასს დაკარგავს ან კიდევ გამოჩნდება მინიმუმ 1 წევრი ვინც მას დატოვებს (როგორც ბრიტანეთმა ევროკავშირი) და მსოფლიო რაგბის მიერ დაარსებულ ახალ პროექტებს შეუერთდება
არ მესმის რა გადააკეთონ ეგ 6 ერი 8 ერად, ორ ჯგუში იქნება 4 გუნდიანი მერე ნახევარფინალები და ფინალები, უფრო საინტერესოც გახდება და ზუსტად იგივე რაიდენობის თამაშები მოუწევთ გუნდებს.
ძაან მაგარი იდეეა, და მომგებიანიც უნდა იყოს წესით ნახევარფინალები და ფინალის სატელევიზიო უფლებები
მსოფლიო რაგბის ფედერაციას იმედია სიტყვა ეთქმის და 6 ერის ორგანიზატორებს აიძულებენ რომ რამენაირად მოხერხდეს ჩვენი ჩართვა მათ გვერდიტ და არამგონია ჩვენ თავი შევირცხვინოთ
ინგლისი, საფრანგეთი, ირლანდია და უელსი დღეისათვის ჩვენზე გაცილებით ძლიერები არიან მაგრამ სკოტები და იტალია დიდი ვერაფრით გვჯობია და სახლში ორივეს დამარცხებას მოვახერხებთ
დანარჩენ 4 გუნდთან 2-3 წელი ალბათ ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ მერე მაგათაც მოვუხერხებთ რამეს.
ზოგადად შეიძლება მასე თქვა, მაგრამ ბოლო პერიოდში შოტლანდიამ ძალიან მოუმატა და ექვსი ერის არცერთგუნდს არჩამორჩება, უბრალოდ იმედი მაქვს ამ ფორმით ვერმიაღწევს ნოემბრის ტესტებამდე...
საკმარისად ხმამაღლა თუ გაისმა ეგა თქვი შენ
როგორც ვატყობ იტალიის ხის კოვზის გადამკიდე ევროპაში ტყეს გააჩანაგებენ
ჯონ ფეინ -ტყე შეუნახე ევროპას
აგერ ჩვენი შრომით შერკინებასი ზელანდიასაც კი ვაზანზარებთ და მალე დადგება მსოფლიოზე მეორე ადგილის დაკავების ჯერიც.გაუკეთონ იტალიას ის ხის კოვზები და იჩანჩალონ კი გამოჩნდა ევროპული გუნდების შედეგები მსოფლიოზე.ეს იცის ერთ წრეზე ბოდიალმა და ფულის კეთებამ თუ არ გაიღვიძებენ ერთ მშვენიერ დრეს ისეთი მკოხვდებათ ჩვენგან დიდ ფორუმზე აზრზე ვერ მოვლენ და მერე იყიყინონ
ხოოდა მე მაგათ დედებს მაინდამაინც საგულდაგულოდ
-ექვსსირიერები-
არავის არ უნდა გაღლეტილი, უფულო, ღარიბი ქვეყანა. ეს არის ერთადერთი მიზეზი სხვა ყველა დანარჩენი ბლეფია. აბა იყოს ჩვენ დონეზე ესპანეთი, პორტუგალია, გერმანია, თუ არ მიიღებდნენ ეგრევე.
ეგრეა და მაგას თვითონაც ამბობენ არც მალავენ.
ზუსტი შეფასება
100%
ზელანდიაც რომ დავამარცხოთ ეგ ფულის ღორები არ შეგვიშვებენ 6 ერში ტყუილი ოცნებაა
მართალია
გაისსისთვის ალბათ არ მოხერხდება, მაგრამ 2018-ის გათამაშებაში, რომელიც ალბათ შეცვლილი ფორმატით ჩატარდება, უნდა მივიღოთ მონაწილეობა. ამას ყველაფერს გადაწყვეტს წლევნდელი და გაისის ტესტებზე დადებული შედეგები; 2017-ის U20-ის საორგანიზაციო ხარისხი და ჩვენი U20-ის წარმატებული გამოსვლა.
გაწერილია უკვე 2018იც წამი-წამ..
მსოფლიო თასის მერეღა თუ მიგვიღებენ, მანამდე არა მგონია...
და საერთოდ, გაიკვეხონ ეგ ზუნგლიანი ტურნირი, ივნისის და ნოემბრის ტესტებიც გვეყოფა