ზე-18

22:56 | 2.07.2016 | ნანახია 1229 - ჯერ

ლელოების ცვენა მელბრუნში და ახალი ლიდერი (+ვიდეო)

დღეს მელბურნში ლელოუხვი მატჩი შედგა. ადგილობრივმა „რებელსმა“ სამხრეთაფრიკულ „სტორმერსთან“ 31:57 წააგო და პლეი ოფს, ფაქტობრივად დაემშვიდობა. მატჩში სულ 11(!) ლელო დაიდო, შვიდი ლელოს დადება „სტორმესმა“ შეძლო, ოთხი კი ავსტრალიელთა ანგარიშზეა.

პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. „რებელსი“ სტუმრებს დიდ წინააღმდეგობას უწევდა და ორი ლელოს დადება მოახერხა თავისი გარდასახვებით, ტაიმის ბოლოს კი ჯარიმაც გაიტანა. მეტოქის მსგავსად პირველ ნახევარში „სტორმერსმაც“ ორი ლელო დადო გარდასახვითურთ, თავი ჟან ლუკ დუ პლესმა და ვინსენტ კოხმა გამოიჩინეს. ამას დუ პლესმა სამი ჯარიმაც დაუმატა და პირველი ნახევარი სტუმრებმა 23:17 მოიგეს.

მეორე ტაიმში „სტორმერსი“ უფრო ძლიერი გამოდგა, 54-ე წუთზე დუ პლესიმ კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა, ხოლო 56-ე წუთზე მეორეხაზელმა ებენ ეტცებეთმა დადო ლელო. შემდეგ კი სტუმრებმა პატარა საოცრება შემოგთავაზეს, ბოლო 15-წუთიან მონაკვეთში მათ ოთხი ლელოს დადება მოახერხეს, საიდანაც დუ პლესმა სამი გარდასახა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მსაჯმა მასპინძლებს 62-ე წუთზე კაცი გაუსინბინა, შესაბამისად, რიცხობრივი უპირატესობა „სტორმესმა“ კარგად გამოიყენა. „რებელსმა“ კი წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ მეორე ნახევრის საწყის ეტაპზე შეძლო. ავსტრალიელებმა კიდევ ორი ლელო დადეს და გარდასახეს. საბოლოოდ 31:57.

„სტორმესმა“ ბონუს-ქულაც მიიღო, 41 ქულა დააგროვა და აფრიკის პირველ კონფერენციაში გალიდერდა, შესაბამისად, ამ შედეგით პლეი ოფში გადის, თუმცა წინ კიდევ ორი რაუნდია. რაც შეეხება „რებელსს“, მას პლეი ოფში მოსახვედრად თეორიული შანსიც კი აღარ აქვს.

საინტერესო მატჩი შედგა სამხრეთაფრიკულ „ჩიტასსა“ და ავსტრალიურ „ვესტერნ ფორსს“ შორის. მასპინძლები პირველ ტაიმში დომინირებდნენ და შესვენებაზე 17-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ - 27:10. თუმცა, „ფორსმა“ მეორე ტაიმში პატარა სასწაული შემოგვთავაზა, მეტოქეს ქულის აღების საშუალება არ მისცა, ხოლო თავად 19 ქულა ჩაიწერა აქტივში, საქმე იქითკენ მიდიოდა, რომ შეიძლებოდა დაუვიწყარი „ქამბექი“ გვეხილა, მაგრამ „ფორსმა“ ვერ გაძლო და მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე ჯარიმა გაუშვა.

ორივე გუნდს პლეი ოფში გასვლის იმედი გადაწურული აქვს. „ჩიტასი“ კვლავ მე-13 ადგილზეა, ხოლო „ფორსი“ მე-16-ზე და მხოლოდ ორ გუნდს უსწრებს.

ახალზელანდიური „ჩიფსის“ ლიდერობა სუპერ რაგბიში მხოლოდ რამდენიმე საათს გაგრძელდა, ვინაიდან სამხრეთაფრიკულ დერბიში „ლაიონსმა“ „შარქსი“ 37:10 დაამარცხა, 47 სატურნირო ქულა დააგროვა და პირველ ადგილზე გადავიდა. „ლომები“ მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ და საათის თავზე 37:0 ამარცხებდნენ მეტოქეს, თუმცა ბოლოსკენ ცოტა მოდუნდნენ და ორი ლელო მიიღეს.

ამგვარად, „ლაიონსმა“ ბონუს-ქულაც მიიღო და სწორედ ამ ერთი ქულით გადაასწრო „ჩიფსს“, ხოლო „შარქსი“ 35 ქულით კვლავ საპლეიოფო მე-8 ადგილზე რჩება.

უჩა გოგიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.122513