ტესტ-მატჩები

12:04 | 2.07.2016 | ნანახია 4024 - ჯერ

გლობალური კალენდარი 2020 წლამდე არ შეიცვლება

სამხრეთ და ჩრდილოეთ ნახევარსფეროს წამყვანი სარაგბო ქვეყნების რაგბის კავშირები საერთაშორისო მატჩების კალენდრის შეცვლაზე მსჯელობენ. საუბარია ექვსი ერის მატჩების და ივნისის ტესტების ერთი თვით გვიან ჩატარებაზე.

ცვლილებების ინიციატივით „მსოფლიო რაგბი“ გამოვიდა და შედეგად საკლუბო და სანაკრებო თამაშების თანხვედრა აღარ უნდა მოხდეს. თუმცა, ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის თავკაცის სტივ ტიუს თქმით, კომერციული მიზეზების გათვალისწინებით ეს ცვლილებები უახლოესი სამი წელიწადი ვერ განხორციელდება.

„ორი ნახევარსფეროსა და „მსოფლიო რაგბის“ შორის აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. სამხრეთი ჩრდილოეთის გარეშე ვერ იარსებებს და პირიქით, ამიტომ, ორივე მხარისთვის მისაღები ვარიანტი უნდა გამოვნახოთ. მიმდინარე წლის სექტემბერში არგენტინაში გაიმართება სხდომა, სადაც სერიოზულად იქნება განხილული გლობალური კალენდრის ცვლილების საკითხი. მაგრამ უკვე შეთანხმებული კომერციული და სატელევიზიო უფლებებიდან გამომდინარე, ეს ცვლილებები 2020 წლამდე ვერ განხორციელდება“ - ამბობს ტიუ.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:02 | 03.07.2016
BEERTRANCE (1073)

ეგ მართლა კაი ცვლილებაა

0.088909