როგორც მოსალოდნელი იყო, 20-წლამდელთა მსოფლიო თასის დასრულებისთანავე, „უმცროს ბორჯღალოსნებზე“ უცხოურმა, კონკრეტულად ფრანგულმა კლუბებმა ნადირობა დაიწყეს.
„პირველი ლენტიც“ მალევე გაიჭრა - „ბორდოს“ ოფიციალური საიტი ადასტურებს, რომ „არმაზის“ აწ უკვე ყოფილი მესამეხაზელი ირაკლი ცხადაძე კარიერას ჟირონდული კლუბის ესპუართა გუნდში გააგრძელებს. 20 წლის მორაგბემ ინგლისში გამართულ ხუთივე მატჩში მიიღო მონაწილეობა, აქედან ბოლო ორში შეუცვლელად ითამაშა.
მანჩესტერის მინდვრებზე თავი გამოიჩინა ქუთაისის „აიას“ ბურჯმა თორნიკე მატარაძემ და მისით ტოპ 14-ში დაბრუნებული „ლიონი“ დაინტერესდა, სადაც ერთი ქართველი ბურჯი - ზაზა ნავროზაშვილი და ასევე, 20-წლამდელთა ნაკრების მეორე-მესამეხაზელი გიორგი ჯავახია თამაშობენ. მატარაძემ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ხუთივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ახალ ზელანდიასთან შეცვლაზე შევიდა, ხოლო შემდეგი ოთხი მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. მან იტალიას ლელოც დაუდო.
მთლიანობაში, ქართული შერკინება საუკეთესო იყო ამ მსოფლიო ჩემპიონატზე და „ლიონს“ კიდევ ერთი ქართველი ბურჯის, გურამ პაპიძის დამატებაც უნდა. „ყოჩების“ მორაგბემ შარშან 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, მერე 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად სამხრეთ ამერიკულ ტურნეშიც იმყოფებოდა, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატისთვის საბოლოო განაცხადში ვერ მოხვდა. ამის მიზეზი მისი ასაკი თუ იქნება, რადგან ის დანარჩენებზე პატარაა და 2017 წელს ნაკრებში ერთ-ერთი წამყვანი ბურჯი უნდა იყოს.
ფრანგული „მონპელიე“ დაინტერესდა „არმიას“ უკანახაზელით, გიორგი გოგოლაძით. პაპიძის მსგავსად, ის 1997 წელსაა დაბადებული, შუამარბის და მგეზავის პოზიციაზე შეუძლია თამაში, შარშან 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე იბურთავა და 20-წლამდელებს სამხრეთ ამერიკულ ტურნეზე ახლდა, თუმცა მანჩესტერში წამსვლელთა სიაში სავარაუდოდ ასაკის გამო ვერ მოხვდა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო, ვამაყობთ თქვენით.
ძალიანაც კარგიიიი!! აი რას ნიშნავს ბობოლებთან კარგი თამაშები ! თუმცა მე უფრო მეტს ველოდი (7-8 კაცს) რომ წაიყვანდმენ ტოპ გუნდები
მეტს ვის ელოდი?
ასე თუ გააგრძელა აფრასიძეზეც მაილე იქნება დაინტერესება თუ უკვეარ არის, ყველაზე მტედა დამრტყმელის პრობლემა მაწუხებს მეკო რომ არა უახლოეს რეზერვში პრაქტიკულად დამრტყმელი არ გვყავს, რომ წარმოვიდგინოთ მეკოს გარეშე თამაში დარტყმები ვინ უნდა შეასრულოს? 10 ნომერზე ხმალაძე ჯობია მალაღურაძეს და მხოლოდ დარტყმის გამო ხომ არ ვათამაშებთ და სხვა არავინ მახსენდება
დამრტყმელი გვეზრდება და ძალიან კარგი 10 ნომერი--ჯინჭველაშვილი (შარშან 20 წლამდელების ალაფაზე ძალიან მაგრა ითამასა გააგიჟა ინგლისელი კომემტატორები ასე ამბობდნენ --მსოფლიო დონის 10 ნომერი გაიზდებაო!)კუნძულებზეც ყავდათ ეხლა წაყვანილი მაგრამ არ ათამაშეს
შარშან მართლაც კარგად გამოიყურებოდა მაგრამ ფიზიკურად ზალიან სუსტია ჯერ ცოტა უნდა მოვიდეს ჯანზე
დამრტყმელის პრობლემა მართლა სერიოზული გვაქვს და იმედია გამოჩნდება ვინმე ნორმალური დონის დამრტყმელი. აფრასიძე გაზრდილია მაგრამ რაღაც კიდევ უნდას შთაბეჭდილებას მიტოვებს და იმედია კიდევ დაღვინდება
პიროვნულადაც უნდა გაიზარდოს სპორცმენობასთან ერთად
ძალიან მონდომებულია ბიჭია ვიცი მაგის ვარჯიშები და გაქაცავს აუცილებლად მარა კაი იქნებოდა ეგ და ვასკა სხვადასხვა პოზიციებზე თამაშობდნენ 9 ნომერზე მალე ძალიან მაღალი კონკურენცია ექნებათ
და ხმალაძეს რატო აქ ცუდი დარტყმა ვითომ...
15 ნომრის პრობლემა კი აშკარად გვაქვს, თან აბუსგან განსხვავებით რომლის შემცვლელიც იმ პერიოდში რიჟა იყო აქ სხვა არავინ ჩანს, ერთი სვანაძის იმედი მაქვს მაგრამ არავინ იცის რა დონეზე ითამაშებს, ისე კი იმედი მაქვს აქაც გამოჩნდება ვინმე ღირსეული შემცვლელი, როგორც აბუს შემთხვევაში ვასკა გამოჩნდა...
ხმალაძის ძლიერი მხარე ნამდვილად არარის კარში დარტყმები აი მეკო დარტყმის მხრივ არ ჩამოუვარდება ელიტის გუნდების დამტყმელებს ხმალაზეს ამ დონის დარტყმა არ აქვს სამწუხაროდ, 15 ნომერზე სვანიძის და მოდებაძის იმედი ორივესი მაქვს მაგრამ არც ეგენი ურტყამენ კარში
მეკო გამორჩეულია, მაგრამ ხმალაძე მალაღურაზე ნაკლებად არურტყავს...
არცერთი არა მაღალი კლასის დამრტყელი სიმართლე რომ ვთქვათ ამიტომ სასწრაფოდ გვჭირდება ამ კომპონენტის დახვეწა ვასკამ რომ დაამუღამოს ისე კაი ვარიანტი იქნება მარა
მეკოსთან მიახლოებული დონის დამრტყმელი ჩვენ არ გვყავს არავინ.
ყიასაშვილი რატო აღარ არის ხოლმე საერთოდ ნაკრებში. მეკოსავით ვერ თამაშობს გასაგებია მაგრამ დარტყმით მართლა ბევრით არ ჩამოუვარდება
ყასა ფიზიკურად ძალიან სუსტია ამ დონეზე სათამაშოდ და მარტო დარტყმის გამო ხომ არ ვათამაშებთ ისეთი გვინდა ვინმე თამაშითაც რო დაიმსახუროს ძირითადი და თან მაგრა ურტყამდეს 1 ვარიანტია ჯინჭველასვილმა მოუმატოს ისე რომ გახდეს ძირითადი 10 ნომერი ან ვასკამ უნდა დაამუღაოს დარტყმა სხვა გზას ვერ ვხედავ უკვე მეკოს ვერ გავაახალგაზრდავებთ და ))
მშვენიერი ინფოა! ყველაფერ ამის შემხედვარე ეჭვიც არ მეპარება რომ საქართველოში რაგბს კიდევ უფრო ნათელი მომავალი აქვს
Deqstera
Svanizisgan bevrad mets velodi. Mirian modebazem bevrad kargi shtabechdileba datovaqry
ძალიან კარგი ამბავია, მაგრამ ამ ბრიტანელებს რით ვერ მოვაწონეთ თავი, იქნებ ესენიც გააქტიურებულიყვნენ...
ძალიან მაგარია, ესენი ფრანგებთან რას მოუმატებენ?!
არმაზი წელს ცუდად მარტოვიმიტომ გამოიყურებოდა,რომ ნახევარი გუნდი, თუ მეტი არა დამტვრეული ყავდა და გუნდში მთელჩრიგ პოზიციებზე პრობლემები შეექმნათ დაჟე ბოლოს ისე გაჭირდა, რომ მაჩხანელი დაუბრუნდა თამაშს და სხვათაშორის კარგ ფორმაშიც იყო.
ძალიან ძალიან მიხარია და ერთ მხრივ კი გაკვირვებას ვერ ვმალავ. არმაზი წელს გავარდნას ძლივს გადარჩა და თუ დააკვირდებით არმაზის ბიჭები ყველაზე მეტნი არიან ფრანგების მიერ მიზანში ამოღებულთა შორის. ალბათ მაინც გამოუცდელობამ და მცირე ასაკმა შეუშალათ ბიჭებს შინაურ ჩემპიონატზე ხელი?
ვა ძალიან მაგარია ყველაზე მეტად უკანახაზელის აღმოჩენა გამიხარდა იმედია სხვა უკანახაზელებზეც იქნება მოთხოვნა
ამ ბიჭების გარდა ერთი კარგი მესამეხაზელი ზელანდიაში გვყავს კრუსეიდერსის აკადემიაში 21 წლისაა თან მოკლედ თაობა მოდის!!!
ვაა ეგ ძალიან კარგია. სამხრეთ აფრიკაშია დურბანში 10 ნომერი კიდევ. იყო გამოძახებული თუმცა არ წაყვანეს ნაკრებში
გორგაძე სად არი?
,,მონ დე მარსან'', პროდ-2
აბა თქვენ იცით ლომებო ! წარმატებები !
იმედია 20 წლამდელის ხაზის მოთამაშეებსაც წაიყვანენ, პირადად მე სვანიძე მომეწონა და თან 15 ნომერი ნაკრებშიც გვჭირდება, მეკო უკვე მალე დაასრულებს...
ლიონშივეა ლუკა იურინიც, რომელიც ნიკო იურინის ძმიშვილია და სავარაუდოდ ჩვენთან ითამაშებს! გამოძახებული იყო ამ 20 წლამდელებში თუმცა არ გამოუშვეს კლუბიდან როგორც ვიცი. 11,14 და 15 ნომრებს თამაშობს და კარშიც კარგად ურტყამს
სასიამოვნო ინფორმაციაა წარმატებები ბიჭებო.
მოსალოდნელიც იყო ჩვენი ბიჭების ყურადღების ცენტრში მოხვედრა და უკვე ხსენებულ ბიჭებს კიდევ შეემატებიან სხვებიც უკეთესი იქნებაა
მთავარია ხაზის მოტამაშეები გვყავდეს ტოპ ჩემპიონატებში და მორკინალების დეფიტი არასდროს გვექნებაა, რადგანაც ჩვენი შერკინება საოცარ სიმაღლეზეა ასული და მსოფლიოში ბადალი არ გვყავს ამ კუთხით
ძაან მაგარი ინფო.
იმედია მონპელიე გოგოლაძეს დაიმატებს. ისე გამიგვიკდა გოგოლაძე საბოლოო სიაში რომ ვერ აღმოჩნდა.
ცხადაძის და მატარაძის ამბავი არ მიკვირს. საუკეთესოები იყვნენ ტურნირზე.
ძალიან კარგი იყო ორივე და მათთან ერთად 5-6 მორაგბე იყო კიდევ ვინც ნებისმიერ გუნდს დაამშვენებდა და არაფერს გააფუჭებდა და 18-19 წლიდან რო უმაღლეს დონეზე თამაშის გამოცდილებას მიიღებენ ეს ბიჭები შემდეგ სერიოზულ სიტყვას იტყვიან ნაკრებშიი
წარმატებები და მოუმატეთ კიდევ.
ღმერთმა გაგახაროთ.