ტესტ-მატჩები

21:24 | 29.06.2016 | ნანახია 8359 - ჯერ

„ქართველებთან მარცხი ჩვენთვის გაკვეთილი უნდა იყოს“ - ჯონ მაკქი

ფიჯის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯონ მაკქი მიიჩნევს, რომ საკუთარ მოედანზე საქართველოს ნაკრებთან განცდილი მარცხი მისი გუნდისთვის გაკვეთილი უნდა იყოს.

ახალი ზელანდიის რადიოს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში მაკქი მატჩში „ბორჯალოსნების“ დომინირებაზე საუბრობს:

„რა თქმა უნდა, ქართველებმა უკეთ ითამაშეს, განსაკუთრებით მათი შერკინება იყო ძლიერი. მთელი მატჩის განმავლობაში წნეხის ქვეშ გვამყოფეს და შედეგიც მიიღეს.

როდესაც ტონგასთან და სამოასთან ვთამაშობთ, მატჩის ხასიათიდან გამომდინარე შანსი გვეძლევა რამდენიმე ფაზა გადავაბათ და მოვნახოთ მეტოქის დაცვაში სივრცეები. საქართველოს ნაკრები კი თავად აკონტროლებდა შეხვედრის ტემპს, არ მოგვცეს საშუალება ჩვენი რომელიმე იმპულსი გამოგვეყენებინა. ეს მარცხი ჩვენთვის გაკვეთილი უნდა იყოს.

პრობლემა იყო ისიც, რომ სხვადასხვა მიზეზთა გამო რამდენიმე წამყვანი მოთამაშე გვაკლდა. ჩვენთვის ამ ეტაპზე შვიდკაცა რაგბი პრიორიტეტულია და ამიტომაც, გადავწყვიტეთ რადენიმე მორაგბე შვიდკაცას ნაკრებისთვის დაგვეთმო“.

შეგახსენებთ, რომ ფიჯის ნაკრებმა 2016 წლის ოკეანეთის ერთა თასი მოიგო, თუმცა ივნისის ბოლო მატჩი „ბორჯღალოსნებთან“ საკუთარ მოედანზე 3:14 დათმო.

უჩა გოგიძე


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:29 | 03.07.2016
dinamo222 (692)

ეს ქლიავი რეებს ბოდავს იმათ თუ აკლდათ რამოდენიმე მოთამაშე ჩვენ სულ ცოტა 8 მოთამაშე გვაკლდა თანაც სულ ლიდერები და ვარსკვლავები !

13:20 | 02.07.2016
federer (17) (469)

ფიჯისთან ასეთ გამარჯვებას ნამდვილად ვერ ვიფიქრებდიი
დაცვა იყო მექანიკურ დონეზე გათვლილი და ისე ხდებოდა ხაზის გადაწყობა სივრცეები საერთოდ არ ექმნებოდა მეტოქეს და შერკინებაში რაც შეგვიძლია ეს უკვე მსოფლიოს არაერთხელ დავანახეთ

21:54 | 30.06.2016
krasni (587)

გვესტუმრეთ გაისად თბილისში, ქუთაისში ჩემო ბატონო, ბანძაში, ბანძა ზნაეშ?

21:52 | 30.06.2016
krasni (587)

ჯერ სად ხართ, მომავალში კიდევ ბევრი მოიძევს ჩვენთან წაგების მიზეზებს.

12:45 | 30.06.2016
პანტელეიმონი (1218)

დარწმუნებული ვარ ბორჯღალოსნები არ დაგზარდებიან შემდგომშიც გაკვეთილის ჩატარებას პატივცემულო.

12:08 | 30.06.2016
mindia (74)

ეგეც არის რომ ჩვენც გვაკლდა და იმათაც, მაგრამ შვიდკაცაში ვინებიც ჰყავთ ფიჯელებს, ეგენი ძაან ძლიერები არიან, შეიძლება ითქვას ტოპ მოთამაშეები.

10:56 | 30.06.2016
მებრძოლი ლაზი (124)

გვაკლდა რომელია, 7 ძირითადის მოთამაშე გვაკლდა

10:27 | 30.06.2016
BEERTRANCE (1073)

ნადოლო თუ არ ყავდათ ჩვენ გორგოძე არ გვყავდა. სრული შემადგენლობით როცა იქნება თამაში მერე რა მიზეზი ექნება ნეტა.

23:23 | 29.06.2016
orioni (88)

სწორი შეფასებაა ბატონო ჯონ, ოღონდ რამოდენიმე მოთამაშის არ ყოფნას რომ იმიზეზებ, ისიც გაიხსენე რომ საქართველოსაც აკლდა წამყვანი მოთამაშეები.

0.093625