ჩემპიონთა თასი

19:40 | 29.06.2016 | ნანახია 5586 - ჯერ

ჩემპიონთა თასზე ჯგუფები დალაგდა

დღეს შვეიცარიაში 2016/2017 წლების ევროთასების ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა შედგა და ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის, ჩემპიონთა თასის ქართველი ლეგიონერების კლუბების მეტოქეები გაირკვა.

მეორე ჯგუფში ვასილ კაკოვინის „ტულუზი“ „კელტების ლიგის“ გამარჯვებულ ირლანდიურ „კონახტთან“, ინგლისურ „უოსპსთან“ და იტალიურ „ძებრესთან“ ითამაშებს.

მამუკა გორგოძისა და ლევან ჩილაჩავას „ტულონი“ მესამე ჯგუფში ინგლისურ კლუბებს „სეილ შარქსს“ და თასის მოქმედ ჩემპიონს, ასევე ინგლისის ჩემპიონ „სარასენსს“ და უელსურ „სკარლეტს“ ეთამაშება.

მეოთხე ჯგუფში მიხეილ ნარიაშვილის, დუდუ ქუბრიაშვილის და კოტე მიქაუტაძის „მონპელიეს“ მეტოქეები ფრანგული „კასტრი“, ირლანდიური „ლენსტერი“ და ინგლისური „ნორთჰემპტონი“ არიან.

მეხუთე ჯგუფში დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის „კლერმონთან“ ფრანგული „ბორდო“, ინგლისის „ექსეტერი“ და ირლანდიური „ოსლტერი“ ითამაშებენ.

ჯგუფური ეტაპი ორ წრედ ტარდება და მეოთხედფინალებში ხუთივე ჯგუფის გამარჯვებული და სამიც საუკეთესო მეორეადგილოსანი გადის. ოთხი ტური 2016 წელსაა დაგეგმილი 13-16 და 20-23 ოქტომბერს, 8-11 და 15-18 დეკემბერს, ხოლო დასკვნითი ორი ტურის თამაშები 2017 წლის 12-15 და 19-22 იანვარს გაიმართება. ერთმატჩიანი მეოთხედფინალები 30 მარტიდან 2 აპრილამდე, ხოლო ნახევარფინალები 21-23 აპრილს შედგება. ფინალს შოტლანდია, ედინბურგი 2017 წლის 13 მაისს უმასპინძლებს.

2016/2017 წლების ჩემპიონთა თასი. ჯგუფური ეტაპი

I ჯგუფი: გლაზგო (შოტლანდია),ლესტერი (ინგლისი), მანსტერი (ირლანდია), ტასინგი (საფრანგეთი);

II ჯგუფი: კონახტი (ირლანდია), ტულუზი (საფრანგეთი), უოსპსი (ინგლისი), ძებრე (იტალია);

III ჯგუფი: ტულონი (საფრანგეთი), სეილი (ინგლისი), სარასენსი (ინგლისი), სკარლეტსი (უელსი);

IV ჯგუფი: კასტრი (საფრანგეთი), ლენსტერი (ირლანდია), მონპელიე (საფრანგეთი), ნორთჰემპტონი (ინგლისი);

V ჯგუფი: კლერმონი (საფრანგეთი), ბორდო (საფრანგეთი), ექსეტერი (ინგლისი), ოლსტერი (ირლანდია).

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:39 | 29.06.2016
krasni (587)

როდის ვნახავთ ამ ჯგუფებში ლელოს, აიას?

21:10 | 29.06.2016
dede (87)

ტასინგი თუ რასინგიDDDD

20:05 | 29.06.2016
ogafa (407)

გლაზგო (შოტლანდია),ლესტერი (ინგლისი), მანსტერი (ირლანდია), ტასინგი (საფრანგეთი)

0.085134