ბორჯღალოსნები

18:14 | 29.06.2016 | ნანახია 4610 - ჯერ

ჰეიგს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა

დღეს უფროს და უმცროს ბორჯღალოსნებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და მისმა მოადგილემ შალვა გოგოლაძემ სპორტის ახალ სასახლეში უმასპინძლეს. მინისტრმა 20 წლამდელებს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე დებიუტი და მე-10 ადგილი, ხოლო ეროვნულ ნაკრებს ოკეანეთის ისტორიული ტურნეს გამართვა მიულოცა, რომელშიც ბორჯღალოსნებმა სამოასთან 19:19 დაზავდნენ, ტონგას 23:20 და ფიჯის 14:3 სძლიეს.

დღევანდელ შეხვედრაზე ტარიელ ხეჩიკაშვილმა ქართული რაგბის ბოლო დროინდელი წარმატებების, ბორჯღალოსნების წაუგებელი 9 ტესტიანი სერიის და მსოფლიო რეტინგში აქამდე უპრეცენდენტო მე-11 ადგილის აღსანიშნავად, ბორჯღალოსნების თავკაცს მილტონ ჰეიგსინისტრმა საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა.

დღევანდელ მიღებაზე ასევე აღინიშნა საქველმოქმედო ფონდ ქართუსა და საქართველოს მთავრობის საქართველოში რაგბის განვითარების მხარდაჭერა და თანადგომა. ქართუს დაფინანსებით საქართველოში აშენდა სარაგბო ბაზები და სტადიონები

1. თბილისში აშენდა სარაგბო ბაზა ლელო არენა - 5,640 000 ლარი

2. ფოთში აშენდა სარაგბო ბაზა პარკი არენა 7,380 000 ლარი

3. ქუთაისში აშენდა სარაგბო ბაზა აია არენა 11, 460 000 ლარი, მიმდინარეობს სასტუმროს მშენებლობა 3,800 000 ლარი; აშენდება რაგბის აკადემია 3, 800 000 ლარი

4. თბილისში აშენდა შევარდენის სანაკრებო ბაზა 7, 433 000 ლარი

5. მოეწყო ავჭალის სარაგბო სტადიონი 5, 521 000 ლარი

6. ვარკეთილის სარაგბო სკოლაში (შუამთის ქუჩა) მოეწყო ხელოვნურსაფარიანი მოედანი 400 000 ლარი

7. აშენდა რუსთავის სარაგბო სტადიონი 7, 578 000 ლარი

8. აშენდა მარტყოფის სარაგბო ბაზა 3,452 000 ლარი, მიმდინარეობს სასტუმროს მშენებლობა 750 000 ლარი

9. თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე დაიწყო სარაგბო ბაზის მშენებლობა 4,300 000 ლარი

10. დასასრულს უახლოვდება გორის სარაგბო ბაზის მშენებლობა 5, 900 000 ლარი

11. მომავალ წელს დასრულდება ბათუმის სარაგბო ბაზა 7, 700 000 ლარი

12. თელავში დაიწყო ორმოედნიანი კომპლექსის მშენებლობა 5,500 000 ლარი

13. ასპინძის სარაგბო ბაზა -3,240 000 ლ

სულ 16 ობიექტი - სასტუმროების, ბაზების და სტადიონების ჩათვლით

საქართველოს რაგბის კავშირი


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:44 | 03.07.2016
dinamo222 (692)

ქართუს კი დიდი მადლობა ! ასე გააგრძელეთ

17:44 | 03.07.2016
dinamo222 (692)

ღირსების ორდენი არ ეკუთვნის მელიტონას ? არადა იმ ნაბ... სააკიანმა კარინა გრიგორიანს სამუშაოდან წამოსვლისთვი მისცა ღირსების ორდენი @@@

16:39 | 30.06.2016
BEERTRANCE (1073)

ალალია მელიტონაზე.

12:40 | 30.06.2016
პანტელეიმონი (1218)

გაიხარე მელიტონ, გილოცავ კარგო კაცო და გისურვებ შემდგომ წარმატებას.

დიდი მადლობა ქართუს ! ! !

23:02 | 29.06.2016
krasni (587)

იმსხაურებს რა თქმა უნდა, ამ კაცს დიდი ამაგი აქვს და თუ ხელშეწყობას გაუგრძელებენ კიდევ ბევრ სიხარულს მოგვანიჭებს.

19:47 | 29.06.2016
test (124)

სპორტის რაინდი კიარა, რაც კი რამ ორდენები და ჩინმენდლები გვაქ ყველაფერი ეკუთვნის მაგ კაცს, და ეტაპობრივად რომ დავხუნძლოთ არ იქნება ურიგო !!!!

19:06 | 29.06.2016
buratino (480)

ალალია მელიტონაზე/მილტონ ჰეიგზე ეს ჯილდო! დარწმუნებული ვარ, კიდევ მეტი წარმატებები და მას უფრო მაღალი ჯილდოც ერგება ქვეყნის წინაშე გაწეული დამსახურებისთვის! რაც შეეხება ქართუს წვლილს, ვინ თუ არა მე კარგად ვიცი ამის თაობაზე. მოკლედ, ფილოსოფიურად რომ ვთქვათ, რაგბი ეს არის საუკეთესო მაგალითი იმისა თუ როგორ უნდა შექმნა მყარი ბაზისი და მასზე მტკიცე ზედნაშენი განახორციელო (ანუ ჩაყარო წარმატების საფუძველი და შემდგომ დაუღალავი შრომით მოიპოვო ეს წარმატება)

18:30 | 29.06.2016
Kala94 (151)

ვულოცავ მილტონს ! ნამვილად იმსახურებს ეს კაცი დაფასებას ! და მადლობა ქართუს მხარდაჭერისთვის !

0.089046