ოლიმპიადა

9:33 | 29.06.2016 | ნანახია 3618 - ჯერ

ოლიმპიადაზე ჯგუფები შედგა

რიოს ზაფხულის ოლიმპიადაზე მონაწილე რაგბი 7-ის გუნდებისთვის ჯგუფური ეტაპების კანჭისყრა გაიმართა. შეგახსენებთ, 92-წლიანი შესვენების შემდეგ, რაგბის ერთ-ერთი განშტოება პლანეტის უმაღლეს სპორტულ ფორუმს უბრუნდება.

ქალთა ტურნირი 6-8 აგვისტოს გაიმართება და A ჯგუფში ავსტრალია, აშშ, ფიჯი და კოლუმბია; B ჯგუფში ახალი ზელანდია, საფრანგეთი, ესპანეთი და კენია, ხოლო C ჯგუფში კანადა, დიდი ბრიტანეთი, ბრაზილია და იაპონია ითამაშებენ.

კაცთა ტურნირი 9-11 აგვისტოსაა დაგეგმილი და A ჯგუფში ფიჯი, აშშ, არგენტინა და ბრაზილია; B ჯგუფში სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია, საფრანგეთი და ესპანეთი, ხოლო C ჯგუფში ახალი ზელანდია, დიდი ბრიტანეთი, კენია და იაპონია ითამაშებენ.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:11 | 29.06.2016
BEERTRANCE (1073)

იმედია შემდეგ ოლიმპიადაზე ქართული გუნდიც იქნება.

0.094329