ეროვნული ნაკრები

21:09 | 28.06.2016 | ნანახია 7089 - ჯერ

სეზონის სტატისტიკა - ბორჯღალოსნები

2015-16 წლების სეზონი ისტორიული გამოდგა ,,ბორჯღალოსნებისთვის’’. მსოფლიო თასზე ორი თამაში მოიგეს და იაპონიაში 2019 წელს გასამართ მსოფლიო თასზე ადგილი მაშინვე დაიბევეს. თებერვალ-მარტში გამართულ ,,რაგბი ევროპის ჩემიონატზე’’ 5 თამაში დამაჯერებლად, ყოველი კითხვის ნიშნის გარეშე მოიგეს. ხოლო ივნისში ოკეანეთის ტურნე დაუმარცხებლად მოილიეს.

ეროვნულმა ნაკრებმა სეზონში 14 შეხვედრა გამართა (5 ტესტი, 4 მსოფლიო, 5 რაგბი ევროპის ჩემიონატი):

ბალანსი: 9 მოგება, 4 წაგება, 1 ფრე, ლელოთა ბალანსი: 40:24, ქულა: 322:227.

,,ბორჯღალოსნებმა’’ ლელოს დადება ერთადერთ შეხვედრაში ვერ მოახერხეს, მსოფლიო თასზე არგენტინასთან (9:45, ლელოები 0/7).

საკუთარი ლელო კი სამ შეხვედრაში შეინახეს ,,მშრალად’’: რაგბი ევროპის ჩემპიონაზე პორტუგალიასთან (29:3, ლელოები 4/0) და რუმინეთთან (38:9, ლელოები 6/0); ოკენაიის ტურნესზე ფიჯისთან (14:3, ლელოები 1/0).

„ბორჯღალოსნების“ კვართი განვლილ სეზონში მოირგო 42-მა მოთამაშემ, 27 მორკინალი, 15 ბექი (13 ადგილობრივი, 29 ლეგიონერი). მათ შორის ბურჯმა გიორგი მელიქიძემ და მხტომელმა ნოდარ ჭეიშვილმა პირველი კეპი სწორედ ამ სეზონში მოიხვეჭეს.

ხუთმა მოთამაშემ ყველა ჩატარებულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა:

დავით კაჭარავა, ლაშა მალაღურაძე, გიორგი ბეგაძე, კარლენ ასიეშვილი, შალვა მამუკაშვილი;

ხოლო შვიდმა მოთამაშემ თავის მიერ ნაკრებში ჩტარებული შეხვედრებიდან ყველა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო:

გიორგი ნემსაძე (13 თამაში), მერაბ კვირიკაშვილი (11 თამაში), მერაბ შარიქაძე (10 თამაში), გიორგი თხილაიშვილი (10 თამაში), სანდრო თოდუა (8 თამაში), მამუკა გორგოძე (7 თამაში), ბექა ბიწაძე (2 თამაში).

დისციპლინა:

დისციპლინის მხრივ წითელი ბარათით არავინ არ დასჯილა, ხოლო მსაჯებმა ყვითელი ბარათით 10-ჯერ დასაჯეს ,,ბორჯღალოსნები’’. მათ შორის ყველაზე ,,უდისციპლინო’’ ჯაბა ბრეგვაძე (მსოფლიოზე ნამიბიასთან, რაგბი ევროპის ჩემიონატზე რუსეთთან) გამოდგა, რომელიც სინბინში ორჯერ მოხვდა. დანარჩენი რვა ბარათი კი შემდეგმა მოთამაშეებმა ,,გადაინაწილეს’’: მერაბ კვირიკაშვილი (მსოფლიო, ტონგა), ანტონ ფეიქრიშვილი (რეჩ, რუმინეთი), გიორგი ნემსაძე (რეჩ, რუსეთი), მამუკა გორგოძე (მსოფლიო, არგენტინა), დავით კაჭარავა (რეჩ, რუმინეთი), ვიქტორ კოლელიშვილი (ტესტი, კანადა), დავით ქუბრიაშვილი (რეჩ, პორტუგალია), თამაზ მჭედლიძე (ოკეანია, ფიჯი);

მელელოვეები:

საუკეთესო ბომბარდირი მარბიელი გიორგი თხილაიშვილია, რომელმაც მოწინააღმდეგენი 5-ჯერ დაალელოვა (კანადა, ტონგა, გერმანია, პორტუგალია, სამოა);

4 ლელო დადო ბურჯმა ანტონ ფეიქრიშვილმა (გერმანია, რუსეთი, რუმინეთი -2);

3-3 ლელო მიითვალეს გიორგი ნემსაძემ (გერმანია, რუსეთი, რუმინეთი), ლაშა ლომიძემ (გერმანია-2, ესპანეთი) და დავით კაჭარავამ (ესპანეთი, ტონგა -2);

2 ლელო: თამაზ მჭედლიძე (ესპანეთი, რუსეთი), მერაბ კვირიკაშვილი (პორტუგალია, ესპანეთი), მამუკა გორგოძე (ტონგა, ნამიბია), თოდუა (ესპანეთი, რუმინეთი), ბექა წიკლაური (ახალი ზელანდია, კანადა), ხმალაძე (გერმანია, ფიჯი);

1 ლელო: გიორგი აფციაური (ესპანეთი), შალვა სუთიაშვილი (გერმანია), ლაშა მალაღურაძე (ნამიბია), მერაბ შარიქაძე (პორტუგალია), მიხეილ ნარიაშვილი (გერმანია), კარლენ ასიეშვილი (რუმინეთი), გიორგი ფრუიძე (რუმინეთი), ბექა გორგაძე (გერმანია), ზურაბ ჟვანია (პორტუგალია), მურაზ გიორგაძე (იაპონია);

მექულეები (მარტო დამრთყმელები):

მერაბ კვირიკაშვილი101 ქულა, 2 ლელო, 17 ჯარიმა, 20 გარადასახვა;

ლაშა მალაღურაძე 36 ქულა, 1 ლელო, 3 ჯარიმა, 11 გარდასახვა;

ლელოთა ბალანსი მორკინალები vs უკანა ხაზელები: 25:15.

სათამაშო დრო:

გვარი, სახელი, პოზიცია, თამაში(ძირითადი/მარქაფი), დრო:

კაჭარავა დავით, ცენტრი, 14(13/1), 1050 წუთი*;

ნემსაძე გიორგი, მხტომელი, 13(13/0), 925 წუთი*;

სუთიაშვილი შალვა, მარბიელი, 12(10/2), 804 წუთი;

კვირიკაშვილი მერაბ, ფულბექი, 11(11/0),761 წუთი,

შარიქაძე მერაბ, მეორე მგეზავი, 10(10/0), 753 წუთი;

მჭედლიძე თამაზ, ფრთა/მეორე მგეზავი, 13(11/2), 703 წუთი*;

თხილაიშვილი გიორგი, მარბიელი, 10(10/0), 682 წუთი;

აფციაური გიორგი, ფრთა/ფულბექი, 11(7/4), 648 წუთი;

თოდუა სანდრო, ფრთა, 8(8/0), 640 წუთი;

ჩხაიძე გიორგი, მხტომელი/შემკვრელი, 11(9/2), 636 წუთი*;

მალაღურაძე ლაშა, პირველი მგეზავი, 14(7/7), 595 წუთი*;

ლობჟანიძე ვასილ, ღერძი, 10(8/2), 543 წუთი;

ლომიძე ლაშა, შემკვრელი, 11(6/5), 537 წუთი*;

ხმალაძე ლაშა, პირველი მგეზავი, 9(8/1), 533 წუთი*;

გორგოძე მამუკა, შემკვრელი, 7(7/0), 510 წუთი;

ბეგაძე გიორგი, ღერძი, 14(6/8), 488 წუთი;

ასიეშვილი კარლენ, თავღია ბურჯი, 14(5/9), 475 წუთი*;

ბრეგვაძე ჯაბა, კვაჭი, 10(8/2), 458 წუთი*;

ნარიაშვილი მიხეილ, თავღია ბურჯი, 10(8/2), 457 წუთი*;

ფრუიძე გიორგი, ფრთა, 8(5/3), 451 წუთი;

მამუკაშვილი შალვა, კვაჭი, 14(6/8), 452 წუთი*;

ფეიქრიშვილი ანტონ, თავშეკრული ბურჯი, 8(4/4), 318 წუთი;

მიქაუტაძე კონსტანტინე, მხტომელი, 8(4/4), 311 წუთი*;

დათუნაშვილი ლევან, მხტომელი, 6(2/4), 266 წუთი*;

კოლელიშვილი ვიქტორ, მარბიელი/მღლეტავი, 5(4/1), 266 წუთი;

ზირაქიშვილი დავით, თავშეკრული ბურჯი, 5(4/1), 262 წუთი;

ჟვანია ზურაბ, თავღია ბურჯი/კვაჭი, 7(1/6), 253 წუთი;

წიკლაური ბექა, ფულბექი, 4(3/1), 224 წუთი*;

გორგაძე ბექა, შემკვრელი, 5(2/3), 175 წუთი;

ბიწაძე ბექა, შემკვრელი, 2(2/0), 172 წუთი;

მირცულავა ირაკლი, თავშეკრული ბურჯი 3 (2/1), 162 წუთი;

ჩილაჩავა ლევან, თავშეკრული ბურჯი, 5(2/3), 118 წუთი*;

ქუბრიაშვილი დავით, თავშეკრული ბურჯი, 3(2/1), 115 წუთი;

გიორგაზე მურაზ, ფრთა, 3(1/1), 110 წუთი;

შუბითიძე საბა, მარბიელი/მღლეტავი, 4(1/3), 104 წუთი;

მელიქიძე გიორგი**, თავშეკრული ბურჯი, 2(0/2), 46 წუთი;

ჭეიშვილი ნოდარ**, მხტომელი, 4(0/4), 44 წუთი;

ხუციშვილი ვაჟა, ღერძი, 3(0/3), 34 წუთი*;

მაისურაძე ვახტანგ, მხტომელი, 1(0/1), 26 წუთი;

ხატიაშვილი ნიკოლოზ, თავშეკრული ბურჯი 1(0/1), 15 წუთი;

მაისურაძე სიმონ, კვაჭი, 1(0/1), 14 წუთი;

ჯინჭველიშვილი რევაზ, პირველი მგეზავი, 1(0/1), 8 წუთი;

შენიშვნა:

*= საქართველო-კანადა სრული ოქმის არარსებობის გამო ამ შეხვედრაში შეცვლილის და შეცვლაზე შესულის სათამაშო დრო საერთო დროს არ არის დამატებული;

**= ამ სეზონში ქონდა დებიუტი;

გიორგი ბეჭვაია


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:38 | 29.06.2016
orioni (88)

წაგების გარეშე არ გამოვა მაგრამ, კარგი იქნება ეს თუ არ მოხდება რეიტინგში ჩვენს უკან მყოფ გუნდთან. ნოემბერში სახლში მარცხი არ გვეპატიება, უნდა მოვიგოთ ორივე თამაში!

15:55 | 29.06.2016
federer (17) (469)

ძალიან მაგრად გაგვახარეს ბიჭებმა და მოლოდინები რაც გვქონდა მე მგონი +100%-ით გაგვიმართლეს და იმედია ასე გააგრძელებენ და შევინარჩუნებთ ამ პოზიციას.

15:58 | 29.06.2016
federer (17) (469)

ძალიან კარგია ეს ყველაფერი, მაგრამ ყველაფერს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეებიი და უარყოფითი აქ ისაა რომ წაგება ბევრად უფრო მტკივნეული იქნება აწინ ვიდრე აქამდე იყოო.

11:42 | 29.06.2016
buratino (480)

შესანიშნავი სეზონი იყო. ველით ასეთივე (და იქნებ უკეთეს) შესანიშნავ გაგრძელებას

11:11 | 29.06.2016
BEERTRANCE (1073)

ნამდვილად კარგი სეზონია და იმედია ნოემბერში იქნება დაგვირგვინება.

00:23 | 29.06.2016
aviatori01 (5)

ბიწაძე ბექა, შემკვრელი, 2(2/0), 172 წუთი;
აქ ვერ გავიგე 2 თამაში 80წთ.+80წთ, მაქსიმუმ 160 არაა? შეასწორეთ
გიორგაზე მურაზ, ფრთა, 3(1/1), 110 წუთი;
აქაც შესასწორებელია, მე არ ვიცი ზუსტად რა როგორაა. ვიცი მექანიკური შეცდომაა, მაგრამ სრულყოფილებისთვის კარგია თუ შეასწორებთ

10:36 | 29.06.2016
jora84 (183)

მურაზაზე მექანიკური შეცდომაა, უნდა იყოს 3(1/2), ხოლო რაც შეეხება ბიწაძეს, ითამაშა ტონგასთან და ფიჯისთან, პირველი თამაში გაგრძელდა 87 წუთი, ხოლო მეორე 85. ამიტომ დაუგროვდა 172 წუთი ჯამში.

22:01 | 28.06.2016
Kala94 (151)

მადლობა სტატიის ავტორს ! საკმაოდ საინტერესო სტატისტიკაა ! მართლაც საუცხოო სეზონი გვქონდა !

0.086428