საფრანგეთი ტოპ-14

14:56 | 28.06.2016 | ნანახია 3160 - ჯერ

ნარიაშვილი ტოპ 14-ის სეზონის სიმბოლურში

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და „მონპელიეს“ მარცხენა ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი Rugbyrama-ს 2015/2016 წლების სეზონის სმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

ის ერთადერთი ქართველია, რომელიც ამ სეზონში 15 რჩეულს შორის დაასახელეს. აღსანიშნავია, რომ ჯამში სიმბოლურში „მონპელიეს“ ხუთი მოთამაშე მოხვდა, ჩემპიონი „რასინგიდან“ მხოლოდ სამი და ფინალისტი „ტულონიდან“ ორი.

„ქართველმა მთელი სეზონი ძალიან ძლიერად ჩაატარა და „მონპელიეს“ წარმატებაში მისი წვლილი უდიდესია. ის შეუდარებელი იყო ახლო ბრძოლაში“ - ასეთია Rugbyrama-ს დახასიათება და მართლაც, არ არსებობს ტოპ 14-ში მარჯვენა ბურჯი, რომელმაც ნარიაშვილს შერკინებაში თუნდაც თანაბარი კონკურენცია გაუწია.

დაუღალავი, უზომოდ შრომისმოყვარე მორაგბე „მონპელიეს“ პირველ გუნდში 2011/2012 წლების სეზონიდან გამოჩნდა და მალევე იქცა მის შეუცვლელ ფიგურად. მან წელს მეოთხე სრულფასოვანი, მაღალი დონის სეზონი ჩაატარა და გუნდს ჩელენჯ ქაფის დაუფლებაშიც დაეხმარა. ამ ტურნირზე მიშამ 9-ვე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 8 სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო - ჯამში 547 წუთი. ტოპ 14-ის 20 თამაშიდან ნარიაშვილი 17-ში იყო სასტარტო და მოედანზე 1178 წუთი იბრძოლა. ცოტა ხნის წინ, ის გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგადაც აღიარეს ტოპ 14-ის საუკეთესო მარცხენა ბურჯად.

ტოპ 14-ის სეზონის სიმბოლური: 15. გეიტო ჟერმანი (ბრივი), 14. ჯოშუა ტუისოვა (ტულონი), 13. გაელ ფიკუ (ტულუზ), 12. ჰენრი ჩავანსი (რასინგი), 11. ტიმოსი ნაგუსა (მონპელიე), 10. კოლინ სლეიდი (პო), 9. მაქსიმ მაშენო (რასინგი), 8. ალექს ტულუ (კასტრი), 7. სტეფონ ერმიტეიჟი (ტულონი), 6. კამილ ჟირონდუ (კლერმონი), 5. პოლ უილიამსი (მონპელიე), 4. ჟაკ დუ პლესი (მონპელიე), 3. ბენ ტამეიფუნა (რასინგი), 2. ბისმარკ დუ პლესი (მონპელიე), 1. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე).

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:28 | 29.06.2016
buratino (480)

ჩვენი მთა-კაცი, ჩვენი სიამაყე

08:54 | 29.06.2016
shotai-olimpi (89)

მაგარია!! ისე სეზონის სიმბოლურ ნაკრებში სხვა ქართველი მორაგბე თუ დაუსახელებიათ როდისმე?

23:18 | 28.06.2016
პანტელეიმონი (1218)

სუპერ ნარიაშვილი ! ! !

20:16 | 28.06.2016
temuchin (431)

მიშა გენაცვალე შენ!

20:01 | 28.06.2016
ogafa (407)

ყოჩაღ

19:07 | 28.06.2016
padoini96 (9)

stripslashes((strlen('http://www.wavescore.com/video-profile.php?u=lgmQn0Py7E&p=7')>0?'http://www.wavescore.com/video-profile.php?u=lgmQn0Py7E&p=7':'http://www.wavescore.com/video-profile.php?u=lgmQn0Py7E&p=7')) მიშა არის ჩვენი სიამაყე. ნახეთ, რას უშვება ლეგენდარულ ადამ ჯოუნსს ^_^

18:22 | 28.06.2016
dede (87)

ისე საინტერესოა რატომ არის ამხელა სხვაობა ჩვენს მორკინალებსა და ბეკებს შორის

17:17 | 28.06.2016
padoini96 (9)

stripslashes((strlen('http://www.wavescore.com/video-profile.php?u=lgmQn0Py7E&p=7')>0?'http://www.wavescore.com/video-profile.php?u=lgmQn0Py7E&p=7':'http://www.wavescore.com/video-profile.php?u=lgmQn0Py7E&p=7')) მიშა არის ჩვენი სიამაყე. ნახეთ, რას უშვება ლეგენდარულ ადამ ჯოუნსს ^_^

17:02 | 28.06.2016
krasni (587)

გაიხარე მიშა, შენი ყველა წარმატება ქართველებს სიამაყეს გვმატებს.

0.084946