ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, სერ კლაივ ვუდვორდმა, რომელმაც გუნდს 2003 წელს მსოფლიო თასი მოაგებინა და ამჟამად ინგლისურ ტელევიზიებში კომენტატორად მუშაობს, მამუკა გორგოძე პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო მესამეხაზელად დაასახელა.
„დიდი გუნდები გამორჩეული მორაგბეებისგან იქმნება, ინგლისში კი, დღეს ასეთი მხოლოდ ორია - ოუენ ფარელი და მარო იტოჯე“ - ამბობს ცნობილი სპეციალისტი. მან დაასახელა გამორჩეული მორაგბეებისგან შემდგარი სიმბოლური ნაკრები და საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული „ტულონის“ ვარსკვლავი გორგოძე, ავსტრალიელი დევიდ პოკოქთან და ზელანდიელ კირან რიდთან ერთად მესამე ხაზში მოხვდა.
ვუდვორდის რჩეული XV: 15. იზრაელ ფოლაუ (ავსტრალია), 14. ბენ სმიტი (ახალი ზელანდია), 13. სონი ბილი უილიამსი (ახალი ზელანდია), 12. უესლი ფოფანა (საფრანგეთი), 11. ხუან იმჰოფი (არგენტინა), 10. ოუენ ფარელი (ინგლისი), 9. აარონ სმიტი (ახალი ზელანდია); 1. მარკოს აიერცა (არგენტინა), 2. დენ კოული (ახალი ზელანდია), 3. რამირო ერერა (არგენტინა), 4. მარო იტოჯე (ინგლისი), 5. ებენ ეცებეთი (სამხრეთ აფრიკა), 6. მამუკა გორგოძე (საქართველო), 7. დევიდ პოკოქი (ავსტრალია), 8. კირან რიდი (ახალი ზელანდია).
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ძნელია არ დაეთანხმო ასეთ ავტორიტეტს. მამუკა მაგარია.
6 ნომერზე თუ დაასახელა საუკეთესოდ ესეიგი თავის მშობლიურ 8 ნომერზე წესით ყველამ უნდა დაასახელოს საუკეთესოოდ !!!
ქართული ჯიშის გოძილა მსოფლიო რაგბში მეამაყება!!!
ეგ უკვე ჩვეული ამბავია.
ყოჩაღ წარმატებები
გორ-გოძილა ჩვენი სიამაყეა
სუპერ მამუკა ! ! !
საუკეთესოა მაგრამ 7 და 8 ნომერს მაინც ვერ იმეტებენ მამუკასთვის...აბა იყოს რომელიმე დიდი ქვეყნის შვილი თუ დამადლიდნენ?!
გორგოძილააააააააააააააააააა