ეროვნული ნაკრები

1:22 | 28.06.2016 | ნანახია 6546 - ჯერ

მერაბ შარიქაძე : „არ ვიცი ვინ რას მოელოდა“

საქართველოს ეროვნული ნაკრები წყნარი ოკეანის კუნძულებიდან გუშინ საღამოს დაბრუნდა და გულშემატკივარმა მას მადლიერების ნიშნად აეროპორტში დახვედრა მოუწყო.

ოკეანეთის ტურნეში „ბორჯღალოსნებმა“ გულშემატკივართა გაოცება პირველი მატჩით დაიწყეს, სადაც სამოასთან დაძაბულ შეხვედრაში 19:19 ითამაშეს და ეს იყო სასიამოვნო დასაწყისი. მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებს რამდენიმე წამყვანი მორაგბე ვერ ეხმარებოდა, მათ ქართველ ქომაგს გული არ დაწყვიტეს და მეორე თამაში ტონგას 23:20 მოუგეს. ეს მოგება ბევრს არ გაკვირვებია, რადგან ისინი მსოფლიო თასზეც დავამარცხეთ. საფინალო მატჩი ფიჯისთან გველოდა. პირველად ფიჯელებს 2012 წელს დავუპირისპირდით, თამაში „მიხეილ მესხის“ სტადიონზე გაიმართა და მეტოქემ საკუთარ კედლებშითამაში 19:24 დაგვათმობინა, ახლა კი, სცენარი შეიცვალა და „ბორჯღალოსნებმა“ და ფიჯი სტუმრად 14:3 დაამარცხეს.

რაგბიში განვითარებულ სიახლეებზე კომენტარი რაგბის პრეზიდენტთან ერთად მორაგბეებმაც გააკეთეს:

გოჩა სვანიძე (სრკ-ს პრეზიდენტი): „პირველ რიგში გილოცავთ ამ გამარჯვებას. ეს არა მარტო მორაგბეების, არამედ ქვეყნის გამარჯვებაა. ჩვენმა ხასიათმა, შრომისუნარიანობამ, შრომისმოყვარეობამ და სწორად დაგეგმილმა პროცესმა, განაპირობა შედეგი, რომელსაც ახლა ვზეიმობთ. ეს გახლდათ გუნდისთვის კარგი მოსამზადებელი პერიოდი, ჩვენ შედეგი არ დაგვიგეგმავს და სასიამოვნო მოულოდნელობა იყო“.

შალვა სუთიაშვილი (კაპიტანი): „ჩვენ წავედით გასამარჯვებლად, სამოასთან მოგება დაგეგმილი იყო, რადგან გვინდოდა რეიტინგში მეათე ადგილზე გასვლა. რა თქმა უნდა მეთერთმეტეც ძალიან კარგი შედეგია, რისთვისაც დიდი მადლობა ბიჭებს. ნოემბრის ტესტ-მატჩებზე შემიძლია ვთქვა, რომ ვიბრძოლებთ ადგილის შესანარჩუნებლად და ასევე გასაუმჯობესებლად“.

დავით კაჭარავა: „საკმაოდ რთული ტურნირი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრი მგზავრობა მოგვიწია. გარდა ამისა, მეტოქეებიც ძლიერები იყვნენ. ვფიქრობ, რომ მაქსიმალური შედეგი დავდეთ - ერთი ფრე და ორი გამარჯვება ძალიან კარგი შედეგია. საქართველო პირველად არის მსოფლიო რაგბის რეიტინგში მეთერთმეტე ადგილზე და გილოცავთ ამ მშვენიერ პოზიციას“.

მერაბ შარიქაძე: „ძალიან წარმატებული ტურნე გამოვიდა, შემიძლია ვთქვა რომ ისტორიულიც. არ ვიცი ვინ რას მოელოდა ჩვენგან და ვის როგორ სჯეროდა, მაგრამ ჩვენ ჩვენი თავის გვჯეროდა და სწორედ ამით შევძელით მოგება. რაც შეეხება მეთერთმეტე პოზიციას, ყველაზე რთული ისაა, რომ ამას შენარჩუნება უნდა, არაფერი არ დასრულებულა და სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს“.

ნინუცა კაპანაძე


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:08 | 28.06.2016
padoini96 (9)

stripslashes((strlen('http://www.wavescore.com/video-profile.php?u=lgmQn0Py7E&p=7')>0?'http://www.wavescore.com/video-profile.php?u=lgmQn0Py7E&p=7':'http://www.wavescore.com/video-profile.php?u=lgmQn0Py7E&p=7')) მიშა არის ჩვენი სიამაყე. ნახეთ, რას უშვება ლეგენდარულ ადამ ჯოუნსს ^_^

13:36 | 28.06.2016
მებრძოლი ლაზი (124)

დახვედრის ვიდეო არავის გადაუღია?

13:06 | 28.06.2016
dede (87)

აბა შოტლანდიაც უნდა დავდოთ ნოემბერში DDDDDDDDDDDD

12:00 | 28.06.2016
buratino (480)

დიდება ჩვენს ლომკაცებს! თქვენ გენაცვალეთ ჩვენო სასიქადულო მამულიშვილებო, ერის სიამაყე ხართ და ასე მგონია, ცხოვრების ინტერესი დაუბრუნეთ ბევრ ადამიანს საქართველოში. აქვე, არ დავმალავ და ვიტყვი რომ ამ ყველაფერ კარგს ერთი უარყოფითიც თან სდევს (თუ ამას მინუსი შეიძლება ეწოდოს). თქვენ ისეთი სწრაფი ტემპებით მიდიხართ და ისე შეაჩვიეთ ხალხი წარმატებებს, ბევრ ქომაგს მარტო გამარჯვებები სურს და ნოემბერში უმრავლესობა 3-ვე თამაშის მოგებას მოითხოვს. არადა, მხოლოდ რაგბის ჭეშმარიტ ქომაგს ესმის თუ რას ნიშნავს ის რომ დღეს უკვე პრეტენზია გვაქვს მსოფლიოს მოწინავე გუნდების დამარცხებაზე რ ა გ ბ შ ი, რომელიც ყველაზე ლოგიკური სპორტის სახეობაა! თუმცა, თქვენ ისიც ფაქტია რომ: ა) თქვენ გაიტანეთ საქართველოს სახელი და იგი ერთგვარ სავიზიტო ბარათად აქციეთ (ანუ 'საქართველო-სარაგბო ქვეყანა'); ბ) თქვენ დაამარცხეთ ბევრი ძლიერი ნაკრები და დაადუმეთ კრიტიკოსები; გ) თქვენ "დაამარცხეთ" ამპარტავანი და თქვენი არდამფასებელი ევროპული საბუკმეიკერო კანტორები; დ) თქვენ არაერთხელ და სტაბილურად გაახარეთ სრულიად საქართველო, ჩაუნერგეთ მომავალ თაობას ჯანსაღი ცხოვრებისა და რაგბის თამაშის სურვილი. ასე რომ, რაც არ უნდა "ფეხი დაგიცდეთ", თქვენ უკვე გაქვთ ხალხის დიდი სიყვარული რომელიც არასდროს არ დაიკარგება! მომავალი კი, დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო ნათელი იქნება! წინ საქართველო!

11:21 | 28.06.2016
მებრძოლი ლაზი (124)

ტელევიზია და პრესა ძალიან პასიურობს, ფეხბურთს რომ უკეთებთ რეკლამირებას და პროპაგანდას იმის ნახევარი სიტყვა და მოწოდებები მაინც შეაწიეთ ქართულ რაგბს!!!

11:15 | 28.06.2016
მებრძოლი ლაზი (124)

ერთი სულ მაქვს ნოემბრამდე....დასავლეთი მოვდივართ

09:29 | 28.06.2016
krasni (587)

აბა რა, ნოემბერში ორივე თამაშზე სავსე სტადიონით უნდა ვუქომაგოთ ბიჭებს, იმსახურებენ კიდევაც.

09:23 | 28.06.2016
BEERTRANCE (1073)

ეგეც მაგარი შედეგია და მოლოდინიც ნამეტანი გაგვეზარდა ქართული რაგბის ქომაგებს.

ნოემბერში სტადიონებს რო გავავსებთ მერე ნახეთ მხარდაჭერა.

07:44 | 28.06.2016
პანტელეიმონი (1218)

თქვენ გაიხარეთ ბიჭებო, ქართველი ხალხის გახარებისთვის ! ! !

0.180575