გასულ უქმეებზე ჩატარებულმა სანაკრებო მატჩებმა მსოფლიო რაგბის რეიტინგში ცვლილებები გამოიწვია. განახლებულ რეიტინგში საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად მე-11 ადგილის დაკავება მოახერხა.
„ბორჯღალოსნებმა“ 24 ივნისს სუვაში ფიჯის ნაკრების ძლევის (14:3) შემდეგ 1,66 ქულა მიიღეს. მხოლოდ ამით მე-11 ადგილზე მყოფ იაპონიის ნაკრებს ვერ გადავასწრებდით, საჭირო იყო „საკურები“ შოტლანდიასთან საკუთარ კედლებში ნებისმიერი ანგარიშით დამარცხებულიყვნენ და ასეც მოხდა, სკოტებმა 21:16 იმარჯვეს, რითაც იაპონიას 0,94 ქულა დააკლდა.
ამრიგად, საქართველო მსოფლიო რაგბის რეიტინგში ისტორიულ მე-11 ადგილამდე აღზევდა და იაპონიის ნაკრები უკან ჩამოიტოვა. ახლა ჩვენ წინ, მე-10 პოზიციაზე ფიჯია, რომელთანაც მხოლოდ 0,26 ქულა გვაშორებს.
მსოფლიო რაგბის ოფიციალური ვებგვერდი „ბორჯღალოსანთა“ თავკაცის, მილტონ ჰეიგის კომენტარს აქვეყნებს:
„ჩვენ შევძელით ის, რაც აქამდე საქართველოს ნაკრებს არ გაუკეთებია. დატოვო წყნარი ოკეანის კუნძულები დაუმარცხებელმა - ძალიან დიდი მიღწევაა. გამოჩნდა, რომ ქართული რაგბი პროგრესირებს. ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში ყველა ბევრს შრომობდა, მინდა მათ მივულოცო ეს შედეგი“.
საქართველოს ნაკრებს ათეულში შეღწევის შანსი ნოემბრის ტესტების პირველივე მატჩისას ეძლევა, როდესაც თბილისში იაპონია გვეწვევა. თუ თბილისურ მატჩამდე აზიელებმა არგენტინის ძლევა 15 ქულაზე მეტი სხვაობით ვერ მოახერხეს (რისი დიდი ალბათობაცაა), ჩვენ კი „საკურები“ დამარცხებულები გავისტუმრედ - კიდევ ერთხელ დავწერთ ისტორიას და ათეულში შევაბიჯებთ!
ევროპელებმა წინ წაიწიეს
ცვლილებები მოხდა მსოფლიო რაგბის რეიტინგის მოწინავე ათეულშიც. უელსმა და ირლანდიამ ერთი საფეხურით წაიწიეს და მეხუთე-მეექვსე პოზიციაზე არიან, ხოლო საფრანგეთმა მე-7 ადილზე შეძლო აღზევება და ეს ყველაფერი არგენტინის ნაკრების საშინაო მარცხმა გამოიწვია საფრანგეთთან (0:27). არადა, უელსის ნაკრებმა ახალზელანდიური ტურნეს სამივე მატჩი წააგო „ოლ ბლექსთან“, ხოლო ირლანდიამ სამხრეთ აფრიკასთან 0,29 ქულა დაკარგა. არგენტინამ „ლე ბლესთან “ მარცხისთვის 2,67 ქულა დაიკლო, რითაც მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუარესა, მეხუთედან მე-9 პოზიციამდე ჩამოქვეითდა და ევროპელებს წინსვლის საშუალება მისცა.
ცხრილში ადგილები შეცვალეს სამოამ და ტონგამ. წყნარი ოკეანის ერთა თასის ბოლო მატჩამდე ტონგა მე-14, ხოლო სამოა მე-15 პოზიციაზე იმყოფებოდა. მას შემდეგ რაც ამ უკანასკნელმა ტონგა „აპია პარკზე“ 30:10 დაამარცხა, მათი ადგილებიც შეიცვალა.
პოზიციები გაცვალეს ამერიკულმა ნაკრებებმაც. აშშ-მ რუსეთის ნაკრების 25:0 ძლევის შემდეგ 0,71 ქულა მიიღო, რითაც კანადას მე-17 ადგილზე ისედაც ჩაანაცვლებდა, მაგრამ „ნეკერჩხლის ფოთლებმა“ თავის მხრივ საშინაო მარცხი იწვნიეს იტალიასთან და მე-18 ადგილზე ჩამოქვეითდნენ. ახლა აშშ-სა და კანადის ნაკრებებს შორის სხვაობა 1,07 ქულაა.
და ბოლოს, რეიტინგში ერთი საფეხურით დაქვეითდა რუსეთის ნაკრები, რომელიც აშშ-სთან განადგურდა. ახლა „დათვები“ 21-ე ადგილზე იმყოფებიან, ოცეულში ადგილი კი აფრიკულ ნამიბიას დაუთმეს, რომელსაც ამ კვირაში მატჩი არ გაუმართავს.
მსოფლიო რაგბის რეიტინგი. 27 ივნისისთვის
1 (1). ახალი ზელანდია 96,10
2 (2). ინგლისი 89,49
3 (3). სამხრეთ აფრიკა 86,32
4 (4). ავსტრალია 85,43
5 (6). უელსი 82,49
6 (7). ირლანდია 81,67
7 (9). საფრანგეთი 80,75
8 (8). შოტლანდია 80,44
9 (5). არგენტინა 80,20
10 (10). ფიჯი 75,49
11 (12). საქართველო 75,23
12 (11). იაპონია 74, 95
13 (13). იტალია 72,23
14 (15). სამოა 71,37
15 (14). ტონგა 69.47
16 (16). რუმინეთი 68,74
17 (18). აშშ 65,60
18 (17). კანადა 64,53
19 (19). ურუგვაი 63,56
20 (21). ნამიბია 62,28
21 (20). რუსეთი 61,91
22 (22). ჰონგ კონგი 59,03
23 (23). ესპანეთი 58,79
24 (24). ბელგია 57,94
25 (25). გერმანია 57,71
26 (26). კენია 57,23
27 (27). უკრაინა 56,95
28 (28). ჩილე 55,73
29 (29). კორეა 54,85
30 (30). პორტუგალია 54,29
...
უჩა გოგიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
აფსუუს ფიჯისთვის 1 ლელოც რო დაგვედო ეხლა მყარად ვიქნებოდით ათეულში ! ეხლა მთავარია ეს მიღწევა არ გავანიავოთ და ნოემბერში შევიდეთ მყარად ათეულში და 1-2 წელში 9 შიც შევიდეთ
პუტინი არა...ფანდარასტი იყოს!!!))))))))))))))))))))
გაუმარჯოს, გაუმარჯოს, ჩვენს სამშობლოს გაუმარჯოს, გაუმარჯოს! ჩვენს რაგბისტებს გაუმარჯოთ, გაუმარჯოთ, გაუმარჯოთ!!!
ვინც ნოემბერში ნაკრების თამაშებს არ დაესწროს ჩემდათავად, ის იყოს პუტინი!
ეს მართლაც რომ სასიხარულო და განსაცვიფრებელია! აბა ვინმე ასეთ რამეს წარმოიდგენდა რამდენიმე წლის წინათ?! აი რა შეუძლია თავდაუზოგავ შრომას და შემართებას! კიდევ იმიტომაც მიხარია რომ ეს ფაქტი ადასტურებს რომ ქართული გენი, ქართული სული უკვდავია და განსაკუთრებულია! მაშასადამე, გლობალურად რომ შევხედოთ და რბილად რომ ვთქვათ, ქართველები არცთუ ურიგოდ ვაკეთებთ ჩვენს საკეთებელს
ნოემბერში თბილისში ჩატარებულ ტესტებზე დარწმუნებული ვარ გაივსება სტადიონი.
Bichebo chvens tvalcin icereba istoria. Argentinis erti daugegmavi marcxi-risi didi shansicaa da chveni erti mogeba da sheidzleba mecxre adgilze avidet. Es aris udidesi migceva da amas albat bevri ver acnibierebs. Madloba bichebs da mtlianad saragbo tems am sixarulistvis
Ra tqma unda me ar vambob rom chven argentibaze dzlierebi vart mara faqti iqneba gasaocari da saswauli
ასამბლეაზე არაფერი არ თქმულა?
მართლაც მაგარი შედეგია, რის შენარჩუნებას და გაუმჯობესებას დიდი შრომა და თავდადება სჭირდება. ჩვენმა სარაგბო თემმა კი დაგვარწმუნა, რომ წინ მივდივართ. მადლობა ყველას და ვეთანხმები პანტელეიმონს-ჩვენდა სასიხარულოდ, ყველაფერი წინაა.
ფანტასტიკური შედეგია, მაგრამ ჩვენდა სასიხარულოდ ყველაფერი წინაა.
რაგბი ჩვენი თამაშია ! ! !
Powerful Georgia
0?'>http://www.wavescore.com/video-profile.php?u=KO18dGRA1R&p=15':'>http://www.wavescore.com/video-profile.php?u=KO18dGRA1R&p=15'))
მხოლოდ 0,26 ქულა გვაშორებს.
ჩვენს თვალწინ იწერება ისტორია ! მადლობა ყველას ამ დიდებული შედეგისთვის !
თუ იცით დინამოზე რაგბის მაღაზიაში ვაზის ყლორტიანი მაისურები იყიდება? წინასწარ მადლობა
ვულოცავ სრულიად სარაგბო ოჯახს მიღწეულ შედეგს