ტესტ-მატჩები

22:57 | 26.06.2016 | ნანახია 4831 - ჯერ

იტალია კანადას გადაურჩა

იტალიის ნაკრებმა ამერიკული ტურნეს ბოლო, მესამე მატჩი დღეს ტორონტოში კანადის ნაკრებთან გამართა და მინიმალური სხვაობით - 20:18 მოიგო. არადა, „ნეკერჩხლის ფოთლებს“ გამარჯვების კარგი შანსი ჰქონდათ და რომ არა შერკინებაში იტალიელთა სრული დომინირება, ალბათ, საბოლოო შედეგიც სხვანაირი იქნებოდა.

შეხვედრაში მხოლოდ ერთი ლელო დაიდო, დანარჩენ შემთხვევებში გუნდები ქულებს ჯარიმებით აგროვებდნენ. პირველ ტაიმში ორივე გუნდმა სამ-სამი ჯარიმა დაარტყა ზუსტად. მასპინძელთა მხრიდან ჰავბეკი გორდონ მაკრორი იყო ზუსტი, ხოლო „აძურიდან“ ტომასო ალანი ურტყამდა - 9:9.

მეორე ნახევარის საწყის ეტაპზე კანადელთა დამრტყმელის ორი ჯარიმის წილ, ალანმა ერთი გაიტანა და ამრიგად კანადელები დაწინაურდნენ, თუმცა მე-60 წუთზე ლელოთი თავი ჰუკერმა ორნელ გეგამ გამოიჩინა, რომელიც ამერიკული ტურნეს ნამდვილი გმირი გახდა- მან აშშ-ს ნაკრებთან მოგებულ მატჩში (24:20) ორი ლელოს დადება მოახერხა. ლელოს დადებიდან ხუთი წუთი იყო გასული, როცა კანადელთა დამტყმელმა ჯარიმა კვლავ ზუსტად დაარტყა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა - 18:17. თუმცა მასპინძლებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს და 72-ე წუთზე თავად მიიღეს 3 ქულა, თავი ამჯერად შეცვლაზე შემოსულმა კარლო კანამ გამოიჩინა.

კანადელებს წინ გასვლისა და გამარჯვების შანსი ჰქონდათ, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ 75-ე წუთზე მსაჯმა კისრის არეში ბოჭვისთვის კარლო კანა გაასინბინა, თუმცა რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოიყენეს. „აძურიმ“ მეტოქისა თუ თავის შერკინებაში კანადელები წამოშალა და დააჯარიმა, რითაც კანადელებს შანსი მოუსპო. საბოლოო ანგარიში- 18:20.

იტალიამ ამერიკულ ტურნე ამით დაასრულა, მან არგენტინასთან მარცხის (24:30) შემდეგ აშშ-სა და კანადის ნაკრების დამარცხება შეძლო, ხოლო „ნეკერჩხლის ფოთლებმა“ წინა ტესტ-მატჩში რუსეთთან იმარჯვეს ანგარიშით - 46:21.

უჩა გოგიძე


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:13 | 27.06.2016
kukusa (5)

USA და CANADA ჩვენთან რომ ჩამოდიან მაშინ უნდებათ ფაფხური და გამარჯვება, იტალიასთან საკუთარ კედლებში ჩაის..რეს, ვქომაგობდი რომ წაეგო იტალიას და ქულები დაეკარგა მაგრამ არაფრის მაქნისები არიან ... ჩვენთან რომ ჩამოვა ეს გუნდები უნდა დავადუღოთ რომ არც კი გაიფიქრონ ჩვენთან მოგება!!!

21:06 | 28.06.2016
temuchin (431)

ჩვენები ისეთი ტემპით მიდიან რომ ნახევარი წლის წინანდელ ნაკრებთანაც კი ნახევარი თავით მაღლა დგანან ორი და სამი წლის წინანდელთან შედარებაზე ხომ საუბარიც არ ღირს. აქედან გამომდინარე ამერიკას და კანადას შანსი არ აქვთ ჩვენთან თუ ისეთი ჩეპე არ მოგვივიდა ნამიბიასთან რომ დაგვემართა. იტალიას ბოლოს მაინც მოუწევს ჩვენთან ჯახი და მაგათ ადგილას მე ეხლავე ვარჩევდი თორემ მერე უფრო ''ეტკინებათ''

15:52 | 27.06.2016
BEERTRANCE (1073)

ეგ ადრე იყო. ჩვენ მაგარი მომატებული გვაქვს ახლა. აშშ-ს და კანადას 10-დან 7-8ს მოვუგებთ.

10:45 | 27.06.2016
BEERTRANCE (1073)

ამ იტალიას პორნოს ჩავუტარებდით.

02:00 | 27.06.2016
hugo (1)

ვიყავი თამაშზე და მოკლედ კანადას ხომ მოკლებული აქვს მაგრამ იტალია საერთოდ რეგრესშია... ამ იტალიას მე დღეს რაც ვნახე, ფიჯიზე უფრო ცუდ დღეს დავმართებდით. კანადასთან გადარჩა შერკინებით რომელიც ძალიან ცუდი იყო, უბრალოდ კანადის შერკინება იყო კატასტროფული.

23:46 | 26.06.2016
GO_GO_LELOS (81)

ჩვენ ვერ გადაგვირჩება

0.088273