საქართველოს მორაგბეთა ნაკრებები თითქმის ერთთვიანი წარმატებული ტურნეების შემდეგ, შინ 27 ივნისს ბრუნდებიან და სადაც სამართალია, გულშემატკივრისგან საკადრის დახვედრას იმსახურებენ.
„უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“ პირველად ითამაშეს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე და ელიტურ ათეულში დამკვიდრდნენ. ახალ ზელანდიასთან სადებიუტო მატჩში განცდილი მწარე მარცხის შემდეგ, ილია მაისურაძის შეგირდებმა უელსს დიდი ომი გაუმართეს და მსაჯს ბოლო წუთებზე ორი ეპიზოდი რომ არ „გამორჩენოდა“, ეგებ გამარჯვების ჯარიმაც გასულიყო, ასე კი 9:10 და საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოზე პირველი ქულა აიღო.
ირლანდიასთან გუნდი მე-8 წუთზე კაცნაკლული დარჩა, როგორც შემდგომში „მსოფლიო რაგბის“ სადისციპლინო კომიტეტმა აღიარა, ილია სპანდერაშვილი წითელ ბარათს არ იმსახურებდა. მიუხედავად კაცნაკლულობისა, ქართველებმა გმირულად ითამაშეს დაცვაში და მომავალმა ფინალისტმა მხოლოდ უკანასკნელ წუთზე შეძლო მეოთხე, პრემიალური ლელოს დადება - 7:35.
პლეი ოფში, უმნიშვნელოვანეს მატჩში საქართველოს ნაკრებმა იტალია ლამაზ სტილში, 18:17 დაამარცხა. სულ ბოლოს იყო საფრანგეთი, კვლავ ბოლომდე ბრძოლა და მცირედით მარცხი - 24:27.
ეს შედეგი გმირობის ტოლფასია და მსურველებს შეუძლიათ „უმცროს ბორჯღალოსნებს“ ღირსეული დახვედრა მოუწყონ. გუნდი თბილისში 27 ივნისს გამთენიისას, 04:55 საათზე ჩამოდის რეისით TK386. დროის გათვალისწინებით, თბილისის მერიამ გულშემატკივართა სურვილი გაითვალისწინა და სასტუმრო „რედისონთან“ 03:30 საათიდან 04:00 საათამდე ორი ავტობუსი დადგება, რომელიც გულშემატკივრის აეროპორტამდე და უკან მგზავრობას უზრუნველყოფს. ეს ლევან ჯობავას აქტივობის და თბილისის მერიის კეთილი ნების შედეგია. შეგახსენებთ, რომ ჯობავას ინიციატივით თამაშების პარალელურად ორ საზოგადოებრივი აქცია მოეწყო - „შენრასეტყვი“ და „1000მადლობა“.
მოკლედ, კარგი იქნება, თუ 20-წლამდელთა აეროპორტში დახვედრის მსურველები ლევან ჯობავას ფეისბუქ-გვერდს ეწვევით და წასვლის სურვილს ამ მისამართზე დააფიქსირებთ:
ეროვნული ნაკრები ისტირულ ტურნეზე წყნარი ოკეანის კუნძულებზე 2 ივნისს გაემგზავრა და თან გულშემატკივრის ნატვრა გაიყოლა - „ნეტა ერთი თამაში მაინც მოვიგოთ“. „ბორჯღალოსნებმა“ ეს ნატვრა 300%-იანი გადაჭარბებით აასრულეს და სამოასთან მოსაგები მატჩი ფრედ დაასრულეს - 19:19, ტონგა ბოლო წამებზე გმირული თამაშით და დავით კაჭარავას ლელოთი 23:20 დაამარცხეს, ხოლო წყნარი ოკეანის თასის მფლობელი ფიჯი უშანსოდ, 14:3 დასცეს.
გუნდის კაპიტანმა შალვა სუთიაშვილმა ტონგასთან მოგების შემდეგ განაცხადა, რომ ეს გამარჯვება და მომავალი თამაში იმ გულშემატკივარს ეძღვნებოდა, რომელიც ღამეს ტეხდა და ტელევიზორებთან ქომაგობდა ეროვნულ გუნდს. ახლა სწორედ ამ გულშემატკივარის ჯერია, რომ ნაკრებს თავდადებისთვის მადლობა გადაუხადოს და 27 ივნისი, საღამოს 20:05 საათზე „ბორჯღალოსნებს“ აეროპორტში დახვდეს!
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
Powerful Georgia
0?'>http://www.wavescore.com/video-profile.php?u=KO18dGRA1R&p=15':'>http://www.wavescore.com/video-profile.php?u=KO18dGRA1R&p=15'))
ვეცდები დავხვდე აეროპორტში ბორჯღალოსნებს.
ერთი ვარიანტია კიდე
ევროპის თასის გამარჯვებულლი ჯერ გვათამაშონ 6 ერის ბოლო ადგითან და თუ მოვიგეთ ბინუსი იყოს ჩვემპიონებთან ტესტი.
სუპერ თასის მსგავსად ისე როგორც ჩემპიონთა ლიგა და უეფას თასია
განვითარება მიდის, მთავარია გაისად არანაკლები ტესტები დაიგეგმოს. ბიჭების დადებული შედეგები იზამს თავის საქმეს.
აბა რა
დღევანდელი იტალია არანაირად არ შეიძლება პირველი დონის გუნდად ითვლებოდეს, დიდი უსამართლობაა. ძლივს მოუგო კანადას 2 ქულით. ძალიან სუსტი შერკინება ჰყავს კანადას თორემ გაბერავდა სპაგეტით იტალიელებს
ა ნაკრბს არავინ არ დაუშვებს ერთა თასზე, ამ ეტაპზე მაინც..მაგაზე რომ გავამახვილოთ ყურადღება ცხვირის აწევა გამოგვივა, ისევე როგორც ჩვენ გვიწევენ ცხვირს 6 ერის ქვეყნები...სულ ცოტა დარჩა 6 ერემდე და მიგვიღებენ ალბათ...თამაშით დავამტკიცეთ..ისე გაგვიჩალიჩონ ასეთი ტესტები ივნისში და ნოემბერში ძლიერ გუნდებთან, განსაკუთრებით სამხრეთ სფეროელებთან და გავკარი ამათ 6 ერს, თვითონ შეგვეხვეწებიან...მინდვრებს ვახნევინებთ შერკინებით...
მაინც ვფიქრობ რომ მომავალი წლიდან შემოიღებენ კანონს 6 ერის ბოლოადგილოსანი ეთამაშოს ერთა თასზე გამარჯვებულს იმიტომ რომ 6 ერის მთავარი სპონსორი ვინც იყი ის აგარ ყავთ და ახალ სპონსორს ეძებენ,რაც მთავარია ახალი პრეზიდენტიც მომხრეა რომ შეივალოს 6 ერის ფორმატი ასე რომ თუ გადაწყდა რამე მაინც მოგვიწევს ერთა თასზე თამაში
მომხრეა ახალი პრეზიდენტი, მაგრამ ჯერჯერობით გუნდების დამატებაზეა საუბარი, პლეი-ოფები ჯერ არ უნდათ..
ხო ეკ უკეთესია მაშინ თუ დამატებაზე მიდის საუბარი. ისე ეხლა იტალია კანადას იყურებ და ამ იტალიას სადაც დავიჭერთ იქ მოუგებთ ჯერჯერობით კანადა უგებს 9-6
ახლანდელ იტალიას ვჯობივართ აშკარად...ეს არაა ტრაბახით ნათქვამი
ერთა თასზე სასწავლი ჩვენთვის აღარაფერია და -ა- ნაკრები სხვა საქმეა
უკლება
მართალი ხარ მაგრამ იქ სათამაშოდ არ მემეტება ბიჭები სჯობს თავიანთ კლუბებში ივარჯიშონ და ითამაშონ ასე აჯობებს ჩემი აზრით
Ragby eurepe-ze rom A nakrebma itamashos mere chven ra vqnat chveni bichebis tamashs rodisga vuyurot? Me mapatiet bichebo mara celicadshi ori tamashi dzalian cotaa chventvis. Stadionze minda misvla da gukshematkivroba minda. Mogvcet 6 eri da siamovnebit itamashis A nakrebma ertta tasze.
რაგბი ევროპაზე რა გადაწყდა -ა- ნაკრების მონაწილეობაზე
ისე მაგარი ოპერატიულობაა
სამწუხაროდ უმცროსებს ვერ დავხვდები რადგან დასავლეთში მიწევს წასვლა ამაღამ, აი უფროსებზე ჩემი თავი გენაცვალოთ. ისე კი ორივეს ვენაცვალე და ჩავეხუტე ჯიგარში!!!