საერთაშორისო

18:09 | 25.06.2016 | ნანახია 7334 - ჯერ

იტალია საქართველოში მოდის

იტალიის 20-წლამდელთა ნაკრებმა მანჩესტერში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს იაპონიას 41:17 სძლია და მე-11 ადგილი დაიკავა, რაც იმას ნიშნავს, რომ ელიტურ 12-ეულში ადგილი შეინარჩუნა და გაისად საქართველოში ითამაშებს.

ფინალურ შეხვედრას თუ არ ჩავთვლით, დასკვნით სათამაშო დღეს ამ მატჩს ყველაზე დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა ქონდა. დამარცხებული, ანუ 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლოადგილოსანი, გაისად ელიტაში ადგილს სამოას უთმობდა და ამ დავაში იტალია იაპონიაზე ძლიერი აღმოჩნდა. აზიელებმა იბრძოლეს, ჯარიმითაც დაწინაურდნენ, თუმცა მე-20 წუთამდე ორი ლელო მიიღეს და 3:12 ჩამორჩნენ.

22-ე წუთზე იამამურამ ლელო გაიტანა და კანალმა გარდასახვით ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანა, თუმცა შესვენებამდე იტალიამ ჯერ ჯარიმა გაიტანა, ხოლო ზედ შესვენების წინ ბრონძინიმ დუბლი მიითვალა - 20:10. თამაშის განახლებიდან 10 წუთში დუბლი უკვე მანფრედიმ შეასრულა და იტალია გამარჯვებას მიუახლოვა, ხოლო 57-ე წუთზე „აძურიმ“ მეხუთე ლელო დადო და მატჩის ბედი გადაწყვიტა - 34:10. დასკვნით 20 წუთში კიდევ ორი ლელო გავიდა, ჯერ დუბლი კიდევ ერთმა იტალიელმა მორაგბემ, ლიკატამ შეასრულა, ხოლო 75-ე წუთზე ტატაფუმ იაპონელთა მეორე ლელო დადო და იტალიამ 41:17 იმარჯვა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:52 | 27.06.2016
BEERTRANCE (1073)

ჩამოვიდენ, ჩვენთან თუ მოუწიათ თამაში ვაი მაგათ

22:30 | 26.06.2016
krasni (587)

ალბათ საქართველოდან დაემშვიდობებიან მსოფლიოს.

19:54 | 25.06.2016
federer (17) (469)

10 წუთი რომ გვქონოდა დრო ფრანგებს დავაყუდებდით
მაგრად ითამაშეს ბიჭებმა ბოლო წუთებში, მაგრამ ასეთი დიდი ტურნირების თამაშის გამოცდილება რომ არ გვაქვს ეგ ძალიან ხელის შემშლელი ფაქტორიაა.
როდესაც ბიჭებს ფსიქოლოგიური წნეხი მოეხსნათ, ეგრავე ყველაფერში დავჩაგრეთ ფრანგები

20:11 | 25.06.2016
temuchin (431)

მეც მაგას ვჩივი, მთელი თამაში ვერ დაიჯერეს საკუთარი თავისა, მერე ერთი შემთხვევით რომ გაჰკრეს კბილი და ყველაფერი გამოვიდა მიაწვნენ მაგრამ რა მიაწვნენ, ხაზმაც უცბად დაიწყო თამაში, სულ სხვები გავხდით. ეს წინა წლის ევროპის ფინალის ზაფრის შედეგი იყო 57-0 ით რომ გამოგვიშვეს შინ, მაგრამ ახლა უკვე ნამდვილად მგონია რომ წნეხი საბოლოოდ მოხსნილია, პირადად თუ საფრანგეთი ამ დონეზე კიდევ გადაგვეყარა მგონია რომ ცუდ დღეს დავაყრით.

19:09 | 25.06.2016
Kala94 (151)

ოჰოო კარგად მოუგიათ

22:52 | 25.06.2016
ogafa (407)

მოუგებთ

18:42 | 25.06.2016
რაგბი (36)

აქ უნდა დავანგრიოთ

19:08 | 25.06.2016
Kala94 (151)

გავიგდოთ ლეკვივითა ?

0.123456