ფრანგულ „ტულონთან“ 29:21 გამარჯვების შემდეგ, სუპერ რაგბის სამხრეთ აფრიკული ფრანშიზი „შარქსი“ სეზონისწინა მზადების ეგიდით კიდევ ერთ ფრანგულ კლუბს შეხვდება.
ამჯერად აფრიკელები გადახალისებული შემადგენლობით ვასილ კაკოვინის „ტულუზს“ შეხვდებიან და შეხვედრა 23:45 საათზე დაიწყება. კაკოვინი გაფართოებულ, 31-კაციან სიაშია სათადარიგოთა შორისაა. მწვრთნელს უკვე შერჩეული ყავს 15 მორაგბე, რომლებიც თამაშს იწყებენ და რადგან ამ ამხანაგური მატჩისთვის განაცხადში 28 მორაგბის შეყვანაა შესაძლებელი, თადარიგს წინასწარ შერჩეულთაგან სამი გამოაკლდა. იმედია, ქართველ ბურჯს „შაქსთან“ თამაში მოუწევს.
მატჩის საყურებელი სტრიმის ლინკი შეხვედრამდე 30 წუთით ადრე უნდა დაიდოს, მანამდე კი, ერთ-ერთ სავარაუდო ლინკს გთავაზობთ:
http://www.sportingvideo.org/20160211/vv56bbb5781bcfc5.50398684-1261684.html
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რაკი კაკოვინზე ჩამოვარდა სიტყვა, ხომ არ იცით, ნაკრებში მისი გამოძახება არ იგეგმება ახლო მომავალში? არ არის კაცი დასაკარგი ნამდვილად