საფრანგეთი პრო დ2

10:22 | 4.04.2016 | ნანახია 1010 - ჯერ

„ლიონი“ ტოპ-14-ს დაუბრუნდა

საფრანგეთის მეორე ელიტარული დივიზიონის, პრო დ2-ის რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე, ჩემპიონობა და შესაბამისად, ტოპ-14-ის საგზური გაინაღდა „ლიონმა“ რომელმაც შინ გიორგი მჭედლიშვილის და დიმიტრი ბასილაიას „პერპინიენი“ 40:19 დაამარცხა. უნდა აღინიშნოს რომ სტრუმრებმა ძირითადის მოთამაშეების დასვენება გადაწყვიტეს და აქედან გამომდინარე, ქართველ ლეგიონერებს თამაშის შანსი მიეცათ. ორივე ძირითდში იყო, ბასილაიამ შეხვედრა სრულად ჩაატარა, ხოლო მჭედლიშვილი მე-17-ე წუთზე ტრამვის გამო დროებით შეცვალეს, 25-ე წუთზე მოედანს დაუბრუნდა, ხოლო საბოლოოდ 61-ე წუთზე დატოვა მოედანი.

ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლი „ტარბი“ შინ „კოლომიეს“ მასპინძლობდა. მაპინძელთ მეორე ხაზელმა გიორგი ნემსაძემ შეხვედრა ძირითდში დაიწყო, პირველი ლელოც მისი მიძალების შემდეგ გათანაშებულ კომბინაციას მოყვა, მაგრამ მსაჯმა მე-18-ე წუთზე მეტოქის ჰაერში შებოჭვისთვის წითელი ბარათით დასაჯა, ამასთნ, კონტაქტისას მან კბილიც დაკარგა. კაცნაკლულმა მასპინძლებმა ყურები არ ჩამოყარეს და მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში 11:16 დამარცხდნენ, 48-ე წუთზე ლელოთი ანგარიში გაათანაბრეს, 53-ე და 58-ე წუთებზე კი, კიდევ ორი, ერთმანეთის მსგავსი ლელო დადეს - ორივეჯერ გადაკიდებული ბურთი დროულად მოიხელთეს და 28:16. სტუმრებმა ამის შემდეგ გაიბრძოლეს და საჯარიმო ლელოც გამოიმუშავეს, თუმცა საბოლოოდ 26:31 დამარცხდნენ.

31 იანვრის შემდეგ კლუბში პირველად ითამაშა „მონ დე მარსანის“ მესამე ხაზელმა ბექა გორგაძემ. მან „ექსთან“ სტუმრად გამართული შეხვედრა ძირითადში დაიწყო და მატჩში დადებულ ერთადერთ ლელოშიც მონაწილეობდა. ის 58-ე წუთზე შეცვალეს, მაგრამ 3 წუთში უკან დაბრუნდა და შეხვედრა ბოლომდე დაასრულა. მასპინძელთა რიგებში ასევე ძირითდში იყო ბურჯი გიორგი ზაქაშვილი, რომელიც 61-ე წუთზე შეცვალეს. ამ მომენტისთვის მასპინძლები 12:17 მარცხდებოდნენ, მაგრამ თითქოს შეძლეს თამაშის შემოტრიალება და 72-ე წუთზე ორი ჯარიმის წყალობით ერთი ქულით დაწინაურდნენ. „ექსი“ გამარჯვებასთანაც ახლოს იყო, მაგრამ შეხვედრის ბოლო წუთზე საკუთარ ნახევარზე რაქში ჩავარდნისთვის დაჯარიმდა და მხოლოდ ბონუს ქულას დასჯერდა - 18:20.

მეორე ადგილოსანი „ბეიონი“ სტუმრად „მონტობანთან“ უშანსოდ დამარცხდა. ანტონ ფეიქრიშვილმა ძირითდ შემადგენლობაში დაიწყო თამაში და შესვენებაზე შეცვალეს, მაგრამ 61-ე წუთზე, ტრამვირებული თანაგუნდელის ნაცვლად მოედანზე დაბრუნებამ მოუწია.

მეშვიდე ადგილოსანი „ალბი“, რომელსაც პლეიოფში მოხვედრის შანსი ჯერ კიდევ არ დაუკარგავს, შინ მესამე ადგილოსან „ორიაკს“ მასპინძლობდა. მასპინძლებმა შეხვედრა მძლავრად ჩაატარეს და მეორე ტაიმის დებიუტში სტუმართა უხეში შეცდომების წყალობით, საბოლოო ჯამში 30:17 გაიმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა მეორე ლელოში თვისი წვლილი შეიტანა მეორე ხაზელმა ვახტანგ მაისურაძემ, რომლის ოფლოუდის შემდეგაც ბასტიენ დედიუმ ლელო გაიტანა. ქართველი მეორე ხაზელი ძირითადში იყო და 57-ე წუთზე შეცვალეს. მის გარდა მასპინძელთა რიგებში 45-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა ბურჯი ბექა შეყლაშვილი, რომელიც მატჩის მიწურულს სინბინით დაისაჯა. სტუმართა რიგებში ტრამვა მოიშუშა და შეხვედრაში 45-ე წუთზე ჩაერთო შუაბარბი მერაბ შარიქაძე, ხოლო ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილი 59-ე წუთზე შევიდა მოედანზე, მაგრამ შეხვედრის ბოლო წუთზე დაშავდა და შესაცვლელი შეიქნა.

გასავარდნ ზონაში მყოფი „დაქსი“ შინ დამარცხდა „კოლომიესთნ“ - 15:20. მასპინძელთა ბურჯი ელიზბარ ყუფარაძე სათდარიგო იყო და მოედანზე 62-ე წუთზე შევიდა. შაბათსვე „ბიარიცმა“ მიმნიმალური სხვაობით 26:25 დაამარცხა „ბურგუენი“.

ტურის ბოლო შეხვედრაში „ნარბონმა“ შინ სძლია „ბეზიეს“ - 30:21. მასპინძლების შემადგენლობაში ძირითადში იყო ბურჯი ტარიელ რატიანიძე, რომელიც 44-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ასტამურ იოსელიანი სათადარიგო იყო და მოედანზე არ შესულა. ძირთადში დაიწყო თამაში „ბეზიეს“ მესამე ხაზელმა ლაშა ლომიძემ და შეცვლამდე 58 წუთი ითმაშა.

საფრანგეთი. პრო დ2. XXIV ტური

ლიონი - პერპინიენი 40:19

მონტობანი - ბეიონი 29:3

დაქსი - კარკასონი 15:20

ექსი - მონ დე მარსანი 18:20

ალბი - ორიაკი 30:17

ბიარიცი - ბურგუენი 26:25

ტარბი - კოლომიე 31:26

ნარბონი - ბეზიე 30:21

1.

ლიონი

24

22

0

2

793:370

100

12

2.

ბეიონი

24

15

1

8

510:470

69

7

3.

ორიაკი

24

14

0

10

559:495

63

7

4.

ბეზიე

24

13

1

10

597:537

60

6

5.

პერპინიენი

24

12

1

11

566:508

59

9

6.

კოლომიე

24

11

3

10

482:486

57

7

7.

ალბი

24

12

2

10

471:474

56

4

8.

მონ დე მარსანი

24

12

1

11

479:514

55

5

9.

მონტობანი

24

11

0

13

451:469

52

8

10.

ბურგუენი

24

10

0

14

473:466

52

12

11.

ბიარიცი

24

11

0

13

502:475

50

6

12.

ნარბონი

24

11

0

13

478:538

50

6

13.

ტარბი

24

10

0

14

461:498

41

9

14.

კარკასონი

24

9

0

15

372:554

41

5

15.

დაქსი

24

7

1

16

422:581

35

5

16.

ექსი

24

7

0

17

413:594

32

4

ტარბს დაკლებული აქვს 8 ქულა

XXV ტური. 7-9 აპრილი

პერპინიენი - ბეიონი, ტარბი - ლიონი, ბიარიცი - დაქსი, ორიაკი - კარკასონი, ბურგუენი - მონტობანი, კოლომიე - ექსი, მონ დე მარსანი - ნარბონი, ბეზიე - ალბი

გიორგი ბეჭვაია


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079126