ტურნირები

9:08 | 25.06.2016 | ნანახია 1685 - ჯერ

საერთაშორისო ოლიმპიური დღე სამეგრელოში

23 ივნისს სამეგრელოს რვავე რაიონში აღინიშნა საერთაშორისო ოლიმპიური დღე.

პროგრამაში გარდა მძლეოსნური კროსისა შეტანილი იყო შვიდკაცა რაგბი და ლელო-ბურთი. შეგახსენებთ, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში რაგბი ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ნაწილი იყო, მერე ის დიდი ხნით ამოიღეს თამაშებიდან და წელს 7-კაცა რაგბის განხრით უბრუნდება პლანეტის უდიდეს სპორტულ ღონისძიებას.

სამეგრელოში გამართულ ღონისძიებაზე, მონაწილეებს საჩუქრად დაურიგდათ თასები, მაისურები სეოკ-ის ემბლემებით და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, თომას ბახის და სეოკის პრეზიდენტის - ლერი ხაბელოვის მიერ ხელმოწერილი დიპლომები.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.12248