20-წლამდელები

17:17 | 24.06.2016 | ნანახია 7287 - ჯერ

U20: სამი ცვლილება და სამი გადაადგილება

დღეს დილით „ბორჯღალოსნებმა“ წყნარი ოკეანის ტურნე დაუმარცხებლად დაასრულეს და სამოასთან 19:19 ფრის შემდეგ, ტონგასა და ფიჯის ნაკრებები შესაბანისად, 23:20 და 14:3 დასცეს, ხოლო ხვალ საღამოს მანჩესტერში, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს საფრანგეთთან IX ადგილისთვის მატჩით ასრულებს.

„უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“ ჯგუფურ ეტაპზე სამივე თამაში დათმეს, ოღონდ თუ ახალ ზელანდიას ვერაფერი მოვუხერხეთ (0:55), მეორე მატჩში უელსი ძლივს გადაგვირჩა (9:10) და ჩვენთვის ისტორიულ ტურნირზე პირველი ქულა ავიღეთ, ხოლო ირლანდიას კაცნაკლულებმა დიდი ბრძოლა გავუმართეთ და მეტოქემ ბოლოსღა შეძლო პრემიალური ქულის აღება - 7:35.

ეს წრთობა გუნდს სათანადოდ წაადგა და უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში 20 ივნისს იტალია 18:17 დავამარცხეთ, რითაც გაისად მსოფლიო ჩემპიონატზე არა მხოლოდ მასპინძლის რანგში, არამედ სპორტული დამსახურებითაც ვითამაშებთ. ილია მაისურაძის შეგირდებმა უკვე დაიმკვიდრეს ელიტურ ათეულში ადგილი, თუმცა წინ ასევე მნიშვნელოვანი შეხვედრაა საფრანგეთის 20-წლამდელთა გუნდთან, რომელსაც ამ ასაკობრივ ჯგუფში აქამდე არასდროს შევხვედრივართ.

სამაგიეროდ, გვახსოვს წყენა და შარშან და წელს ევროპის ჩემპიონატზე განცდილი მარცხებისთვის და ქომაგი ბიჭებისგან რევანშის თუ არა, ღირესული თამაშის მოლოდინშია. მაისურაძემ განვლილი თამაშების შეფასებამდე დრო იხელთა და ბორჯღალოსნებს წარმატებული ტურნე მიულოცა:

„ვისარგებლებ შემთხვევით და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, მის თითოეულ წევრს და გულშემატკივარს ვულოცავ ფიჯისთან ისტორიულ გამარჯვებას. ძალიან რთულია ჩახვიდე კუნძულებზე და იქ ასეთი შედეგი აჩვენო. გრანდებს თუ არ ჩავთვლით, მსგავსი ტურნედან ასეთი შედეგი მეორე დონის სარაგბო ქვეყნების ნაკრებებს არასდროს ქონიათ.

რაც შეეხება 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს. ახალ ზელანდიასთან მატჩი ჩვენთვის ერთგვარი შოკი იყო. მე მას რენდგენს დავარქმევდი, რადგან დაგვანახა სად ვართ. რაგბიში მოთამაშისთვის ზრდის საუკეთესო საშუალება ძლიერ გუნდებთან თამაშია და პირველი მარცხის შემდეგ შევადგინეთ გეგმა, რომელმაც იმუშავა და მომდევნო შეხვედრაში უელსთან სენსაციამდე სულ ცოტა დაგვაკლდა. ამას მოყვა ირლანდია, სადაც დავინახეთ, რომ დისციპლინაში პრობლემები გვქონდა, თუმცა დიდი ბრძოლის უნარი გამოვავლინეთ და პრაქტიკულად მთელი თამაში 14 კაცით, თავს კარგად ვიცავდით.

მოედანზე მყოფმა თითოეულმა მორაგბემ, ასე ვთქვათ თავი შეაკლა მოწინააღმდეგეს, ყოველი სანტიმეტრისთვის იყო ბრძოლა და არაფერი დავთმეთ. ამან ჩვენი თავდაჯერებულობა კიდევ უფრო გაზარდა და მეოთხე მატჩში, იტალიასთან მოსაგებად გავედით. ტექნიკური პრობლემები რა თქმა უნდა გვქონდა, თუმცა ვდომინირებდით და დამსახურებულად გავიმარჯვეთ“ - ამბობს მაისურაძე და გადადის ყველაზე საინტერესოზე:

„ახლა გველის საფრანგეთი. წნეხი მოხსნილი გვაქვს, თუმცა არავის ეგონოს, რომ მოედანზე სიამოვნების მისაღებად გავალთ. გვაქვს ამბიციები, თამაშზე გამოჩნდება როგორი მობილიზებული ვართ და შევეცდებით ჩვენი თამაში ვითამაშოთ. თუ მოთმინება გვეყო, რაც უმნიშვნელოვანესი იქნება, სასურველ შედეგს აუცილებლად მივაღწევთ“.

საფრანგეთის ნაკრებმა საკუთარ გულშემატკივრებს წელს იმედები ვერ გაუმართლა და თითქოს, მათი არცთუ იდეალურ ფორმაში ყოფნა ქართველებისთვის რევანშის შანსი უნდა იყოს. მაგრამ შევძლებთ კი 18-წლამდელთა დონეზე ჩვენზე ბევრად ძლიერი გუნდის 20-წლამდელებში დამარცახებას?

„ვფიქრობ, საფრანგეთს ნეგატიური ტურნირი ქონდა. ეს ისეთი სარაგბო ქვეყანაა, ყოველთვის, ყველა ტურნირზე და ყველა დონეზე ექნება იმის ამბიცია, რომ მინიმუმ ოთხეულში მოხვდეს. თუმცა, წელს მათ ჯერ არგენტინასთან და მერე სამხრეთ აფრიკასთან დათმეს შეხვედრები. გუნდში იმედგაცრუება შეინიშნება, თუმცა დარწმუნებული ვარ, შეეცდებიან დასკვნით შეხვედრაში სრული თავგანწირვით ითამაშონ და ღირსეულად დაბრუნდნენ სამშობლოში.

საგულისხმოა, რომ 18-წლამდელთა ნაკრების შემდეგ, ეს ბიჭები ადგილობრივ აკადემიაში ხვეწენ ოსტატობას და წესით, 2-წლიანი მსგავსი მზადების შემდეგ, უფრო კარგი გუნდი უნდა იყოს, ვიდრე 18-წლამდელთა ასაკში იყო. და მაინც, ჩვენს გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. იტალიასთან მოგების შემდეგ, კიდევ უფრო მეტი თავდაჯერებულობა და მონდომება იგრძნობა. ბიჭები მზად არიან ისტორიის დასაწერად, რაც მთელი ცხოვრება დაამახსოვრდებათ და იმედია, მომავალი შეხვედრა ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება“ - ამბობს მაისურაძე.

სამი ცვლილება და სამი გადაადგილება

საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელობამ, იტალიასთან გამარჯვებულ შემადგენლობაში სამი ცვლილება განახორციელა, ხოლო სამ მოთამაშეს პოზიცია შეუცვალა. გუნდის კაპიტანი ვასილ ლობჟანიძე, რომელსაც მსოფლიო 9 ნომრად იცნობს, ამჯერად მგეზავად მოგვევლინება, ხოლო შერკინების ნახევარმცველი გელა აფრასიძე იქნება. ამ კომბინაციით გუნდმა წინა მატჩში, დასკვნითი 20 წუთი ითამაშა, როდესაც დავით მოძღვრიშვილი აფრასიძემ შეცვალა.

უკანა ხაზში კიდევ ერთი ცვლილებაა, დავით მესხმა ლადო მიმინოშვილის ფლანგზე გადაინაცვლა, ხოლო მის ადგილს ალექსანდრე მერკვილიშვილი დაიკავებს. კიდევ ერთი ცვლილება შერკინების მეორე ხაზში განხორციელდა ის მოსალოდნელი იყო. სასტარტო შემადგენლობაში ბრუნდება ოთარ გიორგაძე, რომელმაც იტალიასთან მატჩი ტვინის შერყევის გამო გამოტოვა. შედეგად, ირაკლი ცხადაძე მესამე ხაზში გადაინაცვლებს და ილია სპანდერაშვილს შეცვლის.

საქართველოსა და საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრებების შეხვედრა თბილისის დროით 17:15 საათზე, „მანჩესტერ სიტის“ აკადემიის სტადიონზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი შემოგვთავაზებს. ხვალვე, 15 საათზე, იტალიისა და იაპონიის ნაკრებები ბოლოსწინა პოზიციისთვის იბრძოლებენ და მარაცხებული გაისად საქართველოში ვერ ჩამოვა, მათ ადგილს კი, სამოა დაიკავებს, რომელმაც წელს ზიმბაბვეში „ალაფა“ მოიგო. მსოფლიოს ჩემპიონობისთვის ირლანდიისა და ინგლისის ნაკრებები იბრძოლებენ, შეხვედრა თბილისის დროით 22 საათზე იწყება და საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი ამ შეხვედრის პირდაპირ ტელეტრანსლიაციასაც შემოგვთავაზებს.

საქართველო: 15. ირაკლი სვანიძე, 14. დავით მესხი, 13. გიორგი კოშაძე, 12. გიორგი კვესელაძე, 11. ალექსანდრე მერკვილიშვილი, 10. ვასილ ლობჟანიძე, 9. გელა აფრასიძე; 1. თორნიკე მატარაძე, 2. ლაშა საჯაია, 3. ლაშა ტაბიძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. ოთარ გიორგაძე, 6. ირაკლი ცხადაძე, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ბექა გორგაძე.

სათადარიგოები: 16. გიორგი ხუროშვილი, 17. უშანგი ჭეიშვილი, 18. ლუკა გოგინავა, 19. დემურ ეფრემიძე, 20. ილია სპანდერაშვილი, 21. დავით მოძღვრიშვილი, 22. მირიან მოდებაძე, 23. სანდრო ილურიძე.


კომენტარები (36)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:54 | 25.06.2016
padoini96 (9)

stripslashes((strlen('http://www.wavescore.com/video-profile.php?u=lgmQn0Py7E&p=5')>0?'http://www.wavescore.com/video-profile.php?u=lgmQn0Py7E&p=5':'http://www.wavescore.com/video-profile.php?u=lgmQn0Py7E&p=5')) საოცარი მოგება ფიჯისთან. კიდევ ხშირად ვუყურებ ამ თამაშს. დიდი მადლობა პატარა ბორჯღალოსნებს

19:39 | 25.06.2016
maxo_65 (458)

მგონი ათასჯერ ვნახე უკვე შერკინება ფიჯისთან, I ტაიმში განსაკუთრებით..ასეთი არაფერი მინახია, რა უქნეს 2 მომენტში, წამოშალეს ზემოთ და მერე მოწყვეტით დააგდეს ძირს...

19:26 | 25.06.2016
padoini96 (9)

stripslashes((strlen('http://www.wavescore.com/video-profile.php?u=lgmQn0Py7E&p=5')>0?'http://www.wavescore.com/video-profile.php?u=lgmQn0Py7E&p=5':'http://www.wavescore.com/video-profile.php?u=lgmQn0Py7E&p=5')) საოცარი მოგება ფიჯისთან. კიდევ ხშირად ვუყურებ ამ თამაშს. დიდი მადლობა პატარა ბორჯღალოსნებს

19:24 | 25.06.2016
აგუერო (65)

უფროსებიც და უმცროსი ბორჯღალოსნებიც ერთად ჩამოდიან საქართველოში წარმომიდგენია რა დახვედრას მოუწყობთ ბიჭებს მე სამწუხაროდ ვერ ვახერხებ დახვედრას რაიონში ვცხოვრობ მაგრამ გულით და სულით თქვენთან ერთად ვარ

22:01 | 25.06.2016
dinamo222 (692)

რომელ რაიონში ცხოვრობ ? ბრუკლინში თუ ბევერლი ხილზში ? DD

22:36 | 25.06.2016
აგუერო (65)

ბრუკლინში.დდდ
ვანში

23:08 | 28.06.2016
dinamo222 (692)

ამერიკაშიცაა ვანი ? DDD

19:14 | 25.06.2016
maxo_65 (458)

რაგბი არის ჩვენი თამაში...

19:07 | 25.06.2016
GO_GO_LELOS (81)

ეს ბიჭები 6 ერს ითამაშებენ იმედია და იტყვიან თავის სიტყვას იქაც

19:07 | 25.06.2016
shotai-olimpi (89)

აუ ყოჩაღ მართლაც მართლაც ძალიან გვასიამოვნეს რაგბისტებმა წელს, ამ ბიჭებს მაღალი დონის გუნდებთან ტესტები ესაჭიროებოდათ რადგან ნახეთ ბოლოსკენ როგორ ათამაშდნენ თამაშის დასაწყისშივე რომ ასეთი თავდაჯერება ჰქონოდათ არავის ტოლს არ დაუდებდნენ !!! გამოცდილებას ნელნელა აგროვებენ და ეროვნულ ნაკრებს ახალ დონეზე აიყვანენ!!!

19:07 | 25.06.2016
აგუერო (65)

ამ მსოფლიოზე 1თამაში ჩავაგდეთ ზელანდიასთან დანარჩენი ყველა ღირსეულად ვითამაშეთ როგორც ბორჰღალოსნებს შეეფერებათ

19:07 | 25.06.2016
maxo_65 (458)

ყოჩაღ ჩვენს ბიჭებს, მაგრად შემოუტრიალეს..

19:03 | 25.06.2016
აგუერო (65)

კომენტატორებმა წარმოუდგენელი არის 5წუთში 3ლელოს დადებაო და კინაღამ შეუძლებელი შევძელით ბრსვო ბიჭებს

19:00 | 25.06.2016
აგუერო (65)

აუ ის ლელო რო დაგვედო რა თამაშს შემოვაბრუნებდით

18:59 | 25.06.2016
maxo_65 (458)

კი შეიზლებოდა ნამდვილად..მესამე ლელო ჩვენი შეცდომის მერე მივიღეთ და გული დამწყდა...

18:56 | 25.06.2016
GO_GO_LELOS (81)

ძალიან დიდი მადლობა ბიჭებს! ფრანგებს მეორე ტაიმი მოვუგეთ! ვინ წარმოიდგენდა ამას! ცოტა მეტი დისციპინა რომ გვქონოდა შეიძლებოდა მოგებაზე ფიქრიც!

18:56 | 25.06.2016
maxo_65 (458)

გამომიკეთდა ხასიათი..ყოჩაღ ბიჭებს, არადა არაა დაუძლეველი გუნდი საფრანგათი

18:40 | 25.06.2016
maxo_65 (458)

არაფრისგან მივიღეთ ლელო

18:33 | 25.06.2016
აგუერო (65)

დავდეეეთ

18:31 | 25.06.2016
აგუერო (65)

კიდევ ერთხელ მსაჯის დედას შევეცით

18:16 | 25.06.2016
maxo_65 (458)

გამოცვალეთ რა სვანიძე ბოლობოლო

18:11 | 25.06.2016
krasni (587)

სვანიძეს რაც ზელანდიასთან სჭირდა, აქაც იგივე ემარტება.

18:10 | 25.06.2016
krasni (587)

შეცდომები საკმად გვაქვს, მაგრამ ეს მსაჯი სად იშოვეს. გაისად ასეთი მსაჯობა თუ იქნა საქართველოში, მაინცდამაინც სარაგბო ჯელტმენობას ნუ მოგვთხოვენ. ფედერაცია ასეთ საკითხებზე უნდა მუშაობდეს კი არა, უნდა ბობოქრობდეს. კარგად ითმენენ ამ მათხოვრი მსაჯის ხუშტურებს.

18:02 | 25.06.2016
maxo_65 (458)

რაღაც ვერ განეწყო ჩვენი გუნდი, არ იგრძნობა ის შემართება, ალბათ გადაღლილობამ იჩინა თავი..

18:00 | 25.06.2016
maxo_65 (458)

სვანიძე მის თავს არ გავს, გამოსაცვლელია და საერთოდ დაბალ დონეზე ატარებს ამ ტურნირს, გაცილებით მეტი შეუძლია

17:59 | 25.06.2016
GO_GO_LELOS (81)

მეორე ტაიმში უნდა შევუტიოთ მიდით ბიჭებო!

17:52 | 25.06.2016
GO_GO_LELOS (81)

ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ჩვენებს კომპლექსი აქვთ ფრანგების იმის გამო რომ ორჯერ აქვთ დიდი ანგარიშით წაგებული ამ ნაკრებთან (18 წლამდელებს ვგულისხმობ, ფაქტიურად იგივე ნაკრებია). არამგონია საფრანგეთი უელსზე ან ირლანდიაზე ძლიერი იყოს. მსაჯი ცალკე თემააა სასწაულად მიკერძოებულად მსაჯობს

17:49 | 25.06.2016
GO_GO_LELOS (81)

ეეეჰ კარგი რა. საფრანგეთს თუ მსაჯი ასე მიუდგება ვერაფერსაც ვერ მოვახერხებთ

17:48 | 25.06.2016
maxo_65 (458)

ამ მსაჯის დედას შევეცი

16:48 | 25.06.2016
GO_GO_LELOS (81)

მოუგო იტალიამ იაპონიას და შესაბამისად დარჩა იტალია ელიტაში და ჩამოვა შემდეგ წელს საქართველოში. იქნებ ერთ ჯგუფში მოვხვდეთ და მოვახერხოთ მათივე ჯგუფშივე დამარცხება

11:47 | 25.06.2016
აგუერო (65)

მივიდეთ ვნახოთ დავამარცხოთ საფრანგეთი

11:03 | 25.06.2016
padoini96 (9)

stripslashes((strlen('http://www.wavescore.com/video-profile.php?u=lgmQn0Py7E&p=4')>0?'http://www.wavescore.com/video-profile.php?u=lgmQn0Py7E&p=4':'http://www.wavescore.com/video-profile.php?u=lgmQn0Py7E&p=4')) ნახეთ ჩვენი კაპიტნის ლელო, გორგოძილა შეუჩერებელია

01:39 | 25.06.2016
buratino (480)

როგორც იქნა გაირკვა!!!

0?'>http://www.sportall.ge/regbi/qarthuli-ragbi/erovnuli-nakrebi/93375-qborjghalosnebiq-samshobloshi-27-ivniss-dabrundebian.html':'>http://www.sportall.ge/regbi/qarthuli-ragbi/erovnuli-nakrebi/93375-qborjghalosnebiq-samshobloshi-27-ivniss-dabrundebian.html'))

23:45 | 24.06.2016
ogafa (407)

წარმატებები

23:22 | 24.06.2016
mindia (74)

stripslashes((strlen('http://rugger.info/news/7986')>0?'http://rugger.info/news/7986':'http://rugger.info/news/7986')) ტოპ 14 ფინალი პირდაპირში.

21:51 | 24.06.2016
kelbo (21)

ფიჯი-ტაიმსის სტატია ნახეთ რა
შოკში ჩავაგდეთ ტიპები, მეტყველების და წერა-კითხვის უნარი დაკარგეს მგონი...
იშვიათი "მჭვერვმეტყველების" შემცველი სტატიაა
0?'>http://www.fijitimes.com/story.aspx?id=359571':'>http://www.fijitimes.com/story.aspx?id=359571'))

19:16 | 24.06.2016
გზავნილი (81)

როგორც იქნა მიხვდნენ მწვრთნელები რომ ოთხი ტამაში 10 ნომრის გარეშე ვითამაშეთ. მიმინოშვილის არ ყოფნა ცოტა საკვირველია, ერთერთი ნათელი წერტილი იყო ყველა თამაში

18:42 | 24.06.2016
GiorgiG83 (525)

ლადო რატომ ამოვარდა?
ტრავმა აქვს?

ტაბიძემ მელიქიძეს # 1 წაართვა?

20:38 | 24.06.2016
აგუერო (65)

მელიქიძე ზელანდიასთან იყო მსრტო ძირითადში მას შემდეგ 1ნომერზე მატარაძე დგას

18:04 | 24.06.2016
temuchin (431)

მიმინოშვილმა ბრწყინვალედ ჩაატარა ბოლო მატჩი და განაცხადში რატომ არაა? ტრავმა აქვს?

18:43 | 24.06.2016
GiorgiG83 (525)

აშკარად ორივე კონკურენტზე უკეთ წარმოჩინდა

0.096126