ტესტ-მატჩები

12:35 | 24.06.2016 | ნანახია 10756 - ჯერ

მილტონ ჰეიგი: „ეს მიღწევა თავდაჯერებულობას შეგვმატებს“

ოკეანეთის წარმატებული ტურნეს ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, „ბორჯღალონების“ მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი, ფიჯის 14:3 დამარცხების შემდეგ უზომოდ ბედნირია.

მისი თქმით, ეს გამარჯვება 4-კვირიანი ინტენსიური მუშაობის შედეგია.

„დღევანდელი გამარჯვება, როგორც ცალკე აღებული შედეგი, ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მაგრამ ეს ტურნე იმით იყო გამოსარჩევი, რომ ჩვენ შევძელით იმის გაკეთება, რაც საქართველოს არცერთ ნაკრებს აქამდე არ გაეკეთებინა - ჩამოვედით კუნძულებზე და გავიმარჯვეთ სერიაში.

ამის შესახებ მარტშიც კი ვსაუბრობდით და ყველანი უკვე მაშინ ვიყავით განწყობილნი იმისათვის, რომ ისტორია შეგვექმნა. ოკეანეთში ზაფხულის ტესტების დაუმარცხებლად დასრულება დიდ მიღწევას წარმოადგენს, რომელიც ჩვენ თავდაჯერებულობას შეგვმატებს, რათა ზრდა და განვითარება განვაგრძოთ. ყველას, ჩვენ ბიჭებს ვულოცავ სულითა და გულით, ვინაიდან ამ შედეგის მისაღწევად ოთხი კვირის განმავლობაში უკლებლივ ყველამ დღე და ღამე იმუშავა“ - განაცხადა ნამატჩევს მილტონ ჰეიგმა.


კომენტარები (15)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
01:38 | 25.06.2016
buratino (480)

როგორც იქნა გაირკვა!!!

0?'>http://www.sportall.ge/regbi/qarthuli-ragbi/erovnuli-nakrebi/93375-qborjghalosnebiq-samshobloshi-27-ivniss-dabrundebian.html':'>http://www.sportall.ge/regbi/qarthuli-ragbi/erovnuli-nakrebi/93375-qborjghalosnebiq-samshobloshi-27-ivniss-dabrundebian.html'))

23:40 | 24.06.2016
ogafa (407)

ყოჩაღ მელიტონ შენ აგაშენა ღმერთმა

21:50 | 24.06.2016
kelbo (21)

ფიჯი-ტაიმსის სტატია ნახეთ რა
შოკში ჩავაგდეთ ტიპები, მეტყველების და წერა-კითხვის უნარი დაკარგეს მგონი...
იშვიათი "მჭვერვმეტყველების" შემცველი სტატიაა
0?'>http://www.fijitimes.com/story.aspx?id=359571':'>http://www.fijitimes.com/story.aspx?id=359571'))

20:38 | 24.06.2016
პანტელეიმონი (1218)

გულწრფელი მადლობა მელიტონს, გაიხარე კარგო კაცო ! ! !

20:14 | 24.06.2016
გზავნილი (81)

საოცარი კაცია მილტონ ჰეიგი! როგორი ტრანსფორმაცია გაუკეთა გუნდს?! თუ დააკვირდით ნაკრებზე რომ არაფერი ვთქვათ წელს ჩვენს ბიჭებს კლუბებშიც ისტორიულად საუკეთესო შედეგები ქონდათ, ყველას აბსოლიტურად! მწვრთნელმა შეძლო ის რომ თითოეულმა გუნდის წევრმა იცის კონკრეტულ მომენტში სად უნდა იყოს, რა უნდა გააკეთოს და როგორ უნდა გააკეთოს. ყოველი თამაშის მერე თამაშის ყოველი კომპონენტი კიდევ უფრო სრულყოფილია. გუნდში სერიოზული ცვლილებები არ იწვევს მის ჩამოშლას. ტექნიკური წუნი ყოველი თამაშის მერე იკლებს. გუნდმა ფიჯის ხელით თამაშის რამდენიმე ულამაზესი გაკვეთილი ჩაუტარა (შემდეგ თამაშზე დარწმუნებული ვარ უკეთ გამოუვათ) მოვიგეთ ჩვენი და მოწინააღმდეგის რამდენიმე აუტი. შერკინება - ვისაც უნდა დავუდგებით და კუდით ქვას ვასროლინებთ. რა შეეძლო გაეკეთებინა ბატონ ჰეიგს მეტი? ეს კაცი ღმერთის საჩუქარია ჩვენთვის!

დღევანდელი მოგება ეპოქალურია! დღეს უკვე ჩანს რომ ნაკრები უკვე სხვა დონეზეა როგორც ტექნიკურად, ტაქტიკურად და ფიზიკურად ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი - ჩვენი ლომების მენტალური ცვლილება. მათ ფიჯი უბრალოდ უფერული გახადეს და გუნდი რომელიც ნებისმიერი გრანდისთვის ანგარიშგასაწევი ძლააა საოცრად უსუსსურად გამოიყურებოდა. ნაკრები რომ ასეთ მდგომარეობაში ყოფილიყო არგენტინასთან მსოფლიო თასზე ჩვენ იმ თამაშს არ წავაგებდით. მაგრამ ყველაფერი წინაა და ყველა ფრთხილად იყოს ვინც ქართული ქარიშხალის წინ დადგომას გადაწყვეტს. დღეიდან ახალი ეპოქის ათვლა დაიწყო!

დიდი მადლობა ყველას ვინც გრეიდერით გასწოდებული მოედნიდან გამოსული მორაგბეებით გუნდი ასეთ დონემდე მიიყვანა. მადლობთ, მადლობთ, მადლობთ...

Ps. იქნება ორი ასეთი მწვრთნელი ასაკობრივ ნაკრებებსაც აღისრსონ. გულსაწყვეტია, როცა ასეთი თაობა გვყავს და მხოლოდ IX ადგილისთვის ვთამაშობთ. 20 წლამდელთა ნაკრებს ფურორის მოხდენა შეეძლო წლევანდელ მსოფლიო თასზე

17:19 | 24.06.2016
მებრძოლი ლაზი (124)

პირველ ხაზზე ექვსი ძირითადი რომც არ გვყავდეს მეორე ექვსი გამოგვეძებნება ისეთი ღირსეულად რომ ჩაანაცვლებს, პირველხაზელების საბადოდ იქცა საქართველო

16:43 | 24.06.2016
tamasho (88)

კუნძულები ჩავძირეთ

15:46 | 24.06.2016
krasni (587)

მელიტონ გენაცვალე, მაგარი ჯიგარი ხარ. ნოემბრისთვის შენგან და ბიჭებიდან მაგარი დაიმედებულები ვართ.

14:58 | 24.06.2016
buratino (480)

მაგარი კაცი! მე მას თამამად დავაყენებდი საქართველოს მხურვალე პატრიოტთა რიგებში. ყოველ შემთხვევაში, არავისზე ნაკლები არ არის ამ კუთხით და თუ ღმერთმაც ინება, მჯერა რომ უახლოეს წლებში ჩვენს გუნდს ელიტაში შეიყვანს (ან მინიმუმ გვერდში დაუყენებს)

14:34 | 24.06.2016
temuchin (431)

მელიტონ შე მაგარო!!!

14:09 | 24.06.2016
giorealist (26)

არ მინდა 6 ერი. სანზაარის ორგანიზებულ ტურნირში მინდა!

14:06 | 24.06.2016
grinchi (18)

stripslashes((strlen('http://www.sportall.ge/regbi/qarthuli-ragbi/erovnuli-nakrebi/93347-chvens-samshoblos-gaumarjos-qborjghalosnebiq-gamarjvebis-shemdeg-mgherian-video.html?add=1#comments')>0?'http://www.sportall.ge/regbi/qarthuli-ragbi/erovnuli-nakrebi/93347-chvens-samshoblos-gaumarjos-qborjghalosnebiq-gamarjvebis-shemdeg-mgherian-video.html?add=1#comments':'http://www.sportall.ge/regbi/qarthuli-ragbi/erovnuli-nakrebi/93347-chvens-samshoblos-gaumarjos-qborjghalosnebiq-gamarjvebis-shemdeg-mgherian-video.html?add=1#comments'))

ჩვენი ლომები მღერიან თამაშის შემდეგ

14:04 | 24.06.2016
geogoli (367)

შენით ვამაყობთ მელიტონ და ვაფასებთ იმ შრომას რაც საქართველოს ნაკრებში გასწიე. შემიძლია ვთქვა რომ სხვა დონეზე აიყვანე გუნდი. ასევე საოცრად არის გაზრდილი კონკურენცია. დიდი მადლობა კიდევ რთხელ

13:13 | 24.06.2016
BEERTRANCE (1073)

ყოჩაღ მელიტონ, 1 თამაშის მოგებაზე ვიყავი ყაბულს და ახლა იმ იშტაზე ვარ რო რატო ბოლო ჯარიმა აუტზე არ გადავიტანეთ და იქნებ ფიჯის თვის 15 ქულით მოგვეგო თქო

ნოემბერში უკვე გაზრდილი მადა გვაქვს იცოდე, სამოას და იაპონიის დამარცხებას ველით და შენ წარმოიდგინე სქოთებთან ღირსეულად მარცხსაც არ დავსჯერდებით

21:50 | 24.06.2016
kelbo (21)

აბაა

20:33 | 24.06.2016
პანტელეიმონი (1218)

+1

13:05 | 24.06.2016
მებრძოლი ლაზი (124)

ყოჩაღ მელიტონ, მწვრთნელი შენ ყოფილხარ

0.087777