ტოპ 14

12:22 | 24.06.2016 | ნანახია 8201 - ჯერ

ქართველები „კამპ ნოუზე“ იწყებენ

მამუკა გორგოძე, ლევან ჩილაჩავა და კოტე მიქაუტაძე, დღეს საღამოს პლანეტის ერთ-ერთ უდიდეს და ულამაზეს სტადიონზე, კატალონიური „ბარსელონას“ შინაურ არენა „კამპ ნოუზე“ საფრანგეთის ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.

მწვრთნელებმა განაცხადები თამაშების დაწყებიდან 24 საათით ადრე ჩამოწერეს და ისე, როგორც უკანასკნელ პერიოდში, ზემოთჩამოთვლილი სამეული „ტულონის“ სასტარტო შემადგენლობაშია. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე იწყება და ტულონელებს პირველობას დენ კარტერის პარიზული „რასინგი“ ეცილება, რომლის რიგებშიც ჯერ კიდევ ირიცხება დავით ხინჩაგიშვილი, თუმცა ის განაცხადში არაა და ახალ სეზონს „ბეიონში“ დაიწყებს.

„ტულონმა“რეგულარული გათამაშება მეორე ადგილზე დაასრულა და პლეი ოფში პირდაპირ ნახევარფინალიდან ჩაერთო, სადაც მიხეილ ნარიაშვილისა და დუდუ ქუბრიაშვილის „მონპელიე“ 27:18 დაამარცხა. „რასინგი“ მეოთხე იყო და პლეი ოფის პირველ ეტაპზე „ტულუზს“ სძლია 21:16, ხოლო ნახევარფინალში რეგულარული პირველობის გამარჯვებული, დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის „კლერმონი“ დამატებით დროში, კონტრშეტევის შედეგად გატანილი ლელო-გარდასახვით 34:33 დაამარცხა.

ისტორიას თუ გადავხედავთ, აქამდე „რასინგი“ 5-ჯერ გამხდარა ჩემპიონი, ოღონდ უმეტესად შორეულ წლებში და სხვა სახელით. მან მოიგო საფრანგეთის პირველი ჩემპიონატი 1892 წელს, მერე იპირველა 1900, 1902 და 1959 წლებში, ბოლოს კი, ტიტული 1990 წელს შემართა. „ტულონმა“ ქვეყნის მასშტაბით უძლიერესის სახელი 4-ჯერ მოიპოვა - 1931, 1987, 1992 და 2014 წლებში.

საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალი წელს პირველად იმართება ქვეყნის ფარგლებს გარეთ. აღსანიშნავია, რომ 1974-1997 წლებში გადამწყვეტ მატჩებს „პარკ დე პრენსი“, ხოლო მას შემდეგ „სტად დე ფრანსე“ მასპინძლობდა. დღემდე ტოპ 14-ის ფინალზე საუკეთესო დასწრება 80 174 მაყურებელი, 2014 წელს დაფიქსირდა, ახლა კი, „ნოუ კამპზე“ სრულ ანშლაგს, 98 ათას ქომაგს ელიან და დამყარდება სარაგბო მატჩებზე დასწრების აბსოლუტური რეკორდი.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
01:04 | 25.06.2016
buratino (480)

თავიდან ბოლომდე ვუყურე თამაშს და ძალიან დამწყდა გული ჩვენების ტულონი რომ დამარცხდა. არადა, მატჩის დებიუტში მეტოქის მოთამაშის გაძევებისა და შემდეგ გორგოძის ლელოს მერე (როცა გახარებისგან იმდენი ვიყვირე რომ მეზობლები შევაწუხე) ნამდვილად არ ველოდი ასეთ სცენარს. ჩემი შეფასება ლაკონურია: "ტულონმა" მეტწილად დისციპლინის ნაკლებობისა და მწვრთნელის მიერ არასწორად გადადგმული ნაბიჯების გამოისობით წააგო

00:44 | 25.06.2016
GO_GO_LELOS (81)

ეს რა თამაში წააგო ტულონმა! ამ მწვრთნელმა კიდევ რა დროს გამოცვალა მამუკა რა იყო ეს! ან ჩილაჩავა დაეტოვებინა ბოლოს პირველი ნომერი არ ყავდათ და ისე მოუგო შერკინება რასინგმა! ეეჰ მაგარი დამწყდა გული

23:43 | 24.06.2016
პანტელეიმონი (1218)

ქართული ლელო დაიდო „კამპ ნოუზე“, მამუკა ლომი ხარ ! ! !

15:33 | 24.06.2016
krasni (587)

უნდა მოვახერხოთ ყურება. წარმატება ჩვენს ბიჭებს.

13:17 | 24.06.2016
მებრძოლი ლაზი (124)

ნონუ თუ ეყოლებათ კარგია, კარგად იცის ხაზის გაჭრა

13:08 | 24.06.2016
BEERTRANCE (1073)

იმედია ქართველი მორაგბეები გამოიჩენენ თავს

13:04 | 24.06.2016
მებრძოლი ლაზი (124)

კარგი იქნებოდა პირველ არხს მოეპოვებინა სატელევიზიო უფლება

13:03 | 24.06.2016
მებრძოლი ლაზი (124)

ქართველებმა სად ვუყუროთ ?

13:08 | 24.06.2016
BEERTRANCE (1073)

batmanstream.com რაგბის სექციაში

12:30 | 24.06.2016
ოვალური კორბენი (276)

უი უი რა იქნებაა...
სეტანტა აჩვენებს ხოლმე ტოპ 14-ის თამაშებს дა ამასაც აჩვენებენ თუ იცით ?

0.095682